ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კესარია აბრამიძეს სერიალში იღებენ. ''ფსიქოპატთა თამაშები''- ასე ჰქვია სერიალს, რომელსაც რეჟისორი ოთარ შამათავა იღებს და რომელსაც უახლოეს მომავალში ''იმედზე'' ვიხილავთ.
კესარიას თქმით, მისი გმირი სექსუალური და საინტერესო ქალია. გადაღებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
როგორც სოციალური ქსელიდან ცნობილი გახდა, სერიალის მოყვარულები ''ფსიქოპატთა თამაშებში'' ეროტიკულ სცენებსაც იხილავენ.
''სექსის სცენა ასეთი რთული სამუშაო თუ იქნებოდა, არ მეგონა, არადა ყველაზე მეტად მეიოლებოდა'',- წერს კესარია საკუთარ ''ფეისბუქზე'' და სერიალში ნათამაშებ სექსის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.