სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რეპერი, რომელმაც მერსის აგინა და ბერა უნიჭოდ მიაჩნია
რეპერი, რომელმაც მერსის აგინა და ბერა უნიჭოდ მიაჩნია

გა­სულ კვი­რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უც­ნა­უ­რი ვი­დეო გავ­რცელ­და. ახალ­გაზ­რდა რე­პე­რი, ვინ­მე ბაბ­სკი, მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის გა­შიშ­ვლე­ბულ მკერ­დზე ამ­ღერ­და და ტე­ლე­სა­ხე სა­ჯა­როდ უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით შე­ამ­კო. ავ­ტორს სახე არ და­უ­მა­ლავს და რო­გორც 23 წლის ლუკა, იგი­ვე ბაბ­სკი ამ­ბობს, მისი პრო­ტეს­ტი სი­შიშ­ვლით გა­მოწ­ვე­ულ პო­პუ­ლა­რო­ბას ეხე­ბა. პრე­ტენ­ზია აქვს პო­პუ­ლა­რულ სა­ხე­ებ­თან და ქარ­თველ რე­პე­რებ­თან, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე არ მღე­რი­ან.

- მე ვარ ლუკა, იგი­ვე ბაბ­სკი. 1991 წლის 23 აპ­რილს თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელს ბაბ­სკი - ორი წლის წინ ბა­თუმ­ში ვის­ვე­ნებ­დი, მე­გო­ბარ თემო მა­ი­სუ­რა­ძეს­თან, გვან­ცა მდი­ნა­რა­ძე­სა და მა­რი­ამ­თან ერ­თად, რომ­ლის გვა­რიც არ მახ­სოვს. სწო­რედ იქ და­მარ­ქვეს ბაბ­სკი. იმის მერე მომ­ყვე­ბა ეს სა­ხე­ლი. ახლა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში, კერ­ძოდ კი, სა­გა­და­სა­ხა­დო­ში ვმუ­შა­ობ. ბიზ­ნე­სი­სა და მარ­თვის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე.

- სიმ­ღე­რა რა ასაკ­ში და­ი­წყე?

- რო­გორც მახ­სოვს, 16 წლი­დან ვმღე­რი, მაგ­რამ კლი­პის გა­და­ღე­ბა და სტუ­დი­ა­ში სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რა ოთხი თვის წინ და­ვი­წყე. მა­ნამ­დე სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ვერ­თო­ბო­დი. პირ­ვე­ლად ღა­ლა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ვიმ­ღე­რე, სა­ბო­ლო­ოდ კლი­პი­დან ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბი ამოვ­ჭე­რით და ძა­ლი­ან პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი დარ­ჩა.

- რა­ტომ ამო­ჭე­რი სცე­ნე­ბი?

- გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც ამ სცე­ნა­ში გა­და­ვი­ღეთ, უარი თქვა ინ­ტერ­ნეტ­ში მის გაშ­ვე­ბა­ზე. თა­ვი­დან დამ­თან­ხმდა, პო­პუ­ლა­რო­ბა უნ­დო­და. მერე იფიქ­რა, მა­ინც ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტია, ბი­ძა­ჩე­მი ნა­ხავ­სო. არა­და, კლუ­ბის მო­ცეკ­ვა­ვეა, ძა­ლი­ან სექ­სუ­ა­ლუ­რად ცეკ­ვავს.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე შო­უ­ბიზ­ნეს­ში ასე აგ­რე­სი­უ­ლად შე­მოს­ვლა?

- რეპი პრო­ტეს­ტად მი­მაჩ­ნია, ვერ ვი­ტან იმ ქარ­თველ რე­პე­რებს, რომ­ლე­ბიც გო­გო­ნებ­ზე, მან­ქა­ნებ­სა და სხვა გარ­თო­ბებ­ზე მღე­რი­ან. მე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრობ­ლე­მებ­ზე მაქვს ყვე­ლა სიმ­ღე­რა და სულ ასე იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, "თეთ­რი სა­ქარ­თვე­ლო~ და "უპატ­რო­ნო ბავ­შვე­ბი~ ორი­ვე ჩემი შექ­მნი­ლია, ამი­ტო­მაც პრო­ტეს­ტით შე­მო­ვე­დი და ბო­ლომ­დე ვა­პი­რებ ომს, იქ­ნებ, თვა­ლე­ბი აე­ხი­ლოთ.

- შენს ტექ­სტებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი აგ­რე­სი­აა, ამას შენს სამ­სა­ხურ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ მოჰ­ყვა?

- სამ­სა­ხურ­თან რა შე­ხე­ბა აქვს, მო­უს­მი­ნეს და ყვე­ლა და­დე­ბი­თად შეხ­ვდა. მათი აზ­რით, მერ­სი ამის ღირ­სი იყო.

- მა­შინ მერ­სი­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ. რა­ტომ გა­გა­ღი­ზი­ა­ნა მა­ინ­ცდა­მა­ინც მან?

- იმი­ტომ, რომ თუ კარ­გი ტიპი ხარ, ეს ხომ შენც იცი და რა სა­ჭი­როა ძუ­ძუ­ე­ბის გად­მოყ­რა. ეს მის და­ბალ დო­ნე­ზე მე­ტყვე­ლებს, ამით ცდი­ლობ­და პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბას. ასე­თი ტი­პე­ბი ნაგ­ვე­ბი და ნუ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც დეგ­რა­და­ცი­ას გა­ნიც­დი­ან.

- მერ­სი­ზე ადრე ხომ სხვებ­მაც გა­მო­ა­ჩი­ნეს მკერ­დი.

- ბა­ბე­ტამ ტრაკ­ზეც ატყა­პუ­ნე­ბი­ნა ხე­ლე­ბი, მაგ­რამ მერ­სი ბო­ლოს იყო და მას­ზე ნამ­ღე­რი ყვე­ლას ეხე­ბა. სა­ერ­თოდ, მა­ღი­ზი­ა­ნებს მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი, ამაზ­რზე­ნი და ამო­რა­ლუ­რია. მკერ­დი და უკა­ნა­ლი ყვე­ლამ ვი­ცით, რა არის და რის­თვის არის სა­ჭი­რო მისი დე­მონ­სტრი­რე­ბა ცნო­ბა­დო­ბის მიზ­ნით!

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რეპერი, რომელმაც მერსის აგინა და ბერა უნიჭოდ მიაჩნია

რეპერი, რომელმაც მერსის აგინა და ბერა უნიჭოდ მიაჩნია

გასულ კვირას სოციალურ ქსელში უცნაური ვიდეო გავრცელდა. ახალგაზრდა რეპერი, ვინმე ბაბსკი, მერსი სულხანიშვილის გაშიშვლებულ მკერდზე ამღერდა და ტელესახე საჯაროდ უცენზურო სიტყვებით შეამკო. ავტორს სახე არ დაუმალავს და როგორც 23 წლის ლუკა, იგივე ბაბსკი ამბობს, მისი პროტესტი სიშიშვლით გამოწვეულ პოპულარობას ეხება. პრეტენზია აქვს პოპულარულ სახეებთან და ქართველ რეპერებთან, რომლებიც, მისი თქმით, სოციალურ პრობლემებზე არ მღერიან.

- მე ვარ ლუკა, იგივე ბაბსკი. 1991 წლის 23 აპრილს თბილისში დავიბადე და გავიზარდე. რაც შეეხება სახელს ბაბსკი - ორი წლის წინ ბათუმში ვისვენებდი, მეგობარ თემო მაისურაძესთან, გვანცა მდინარაძესა და მარიამთან ერთად, რომლის გვარიც არ მახსოვს. სწორედ იქ დამარქვეს ბაბსკი. იმის მერე მომყვება ეს სახელი. ახლა სახელმწიფო სამსახურში, კერძოდ კი, საგადასახადოში ვმუშაობ. ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი დავამთავრე.

- სიმღერა რა ასაკში დაიწყე?

- როგორც მახსოვს, 16 წლიდან ვმღერი, მაგრამ კლიპის გადაღება და სტუდიაში სიმღერების ჩაწერა ოთხი თვის წინ დავიწყე. მანამდე სახლის პირობებში ვერთობოდი. პირველად ღალატის წინააღმდეგ ვიმღერე, საბოლოოდ კლიპიდან ინტიმური სცენები ამოვჭერით და ძალიან პატარა მონაკვეთი დარჩა.

- რატომ ამოჭერი სცენები?

- გოგონამ, რომელიც ამ სცენაში გადავიღეთ, უარი თქვა ინტერნეტში მის გაშვებაზე. თავიდან დამთანხმდა, პოპულარობა უნდოდა. მერე იფიქრა, მაინც ქართული მენტალიტეტია, ბიძაჩემი ნახავსო. არადა, კლუბის მოცეკვავეა, ძალიან სექსუალურად ცეკვავს.

- რატომ გადაწყვიტე შოუბიზნესში ასე აგრესიულად შემოსვლა?

- რეპი პროტესტად მიმაჩნია, ვერ ვიტან იმ ქართველ რეპერებს, რომლებიც გოგონებზე, მანქანებსა და სხვა გართობებზე მღერიან. მე საზოგადოებრივ პრობლემებზე მაქვს ყველა სიმღერა და სულ ასე იქნება. მაგალითად, `თეთრი საქართველო~ და `უპატრონო ბავშვები~ ორივე ჩემი შექმნილია, ამიტომაც პროტესტით შემოვედი და ბოლომდე ვაპირებ ომს, იქნებ, თვალები აეხილოთ.

- შენს ტექსტებში ძალიან ბევრი აგრესიაა, ამას შენს სამსახურში უკმაყოფილება არ მოჰყვა?

- სამსახურთან რა შეხება აქვს, მოუსმინეს და ყველა დადებითად შეხვდა. მათი აზრით, მერსი ამის ღირსი იყო.

- მაშინ მერსიზე ვილაპარაკოთ. რატომ გაგაღიზიანა მაინცდამაინც მან?

- იმიტომ, რომ თუ კარგი ტიპი ხარ, ეს ხომ შენც იცი და რა საჭიროა ძუძუების გადმოყრა. ეს მის დაბალ დონეზე მეტყველებს, ამით ცდილობდა პოპულარობის მოპოვებას. ასეთი ტიპები ნაგვები და ნულები არიან, რომლებიც დეგრადაციას განიცდიან.

- მერსიზე ადრე ხომ სხვებმაც გამოაჩინეს მკერდი.

- ბაბეტამ ტრაკზეც ატყაპუნებინა ხელები, მაგრამ მერსი ბოლოს იყო და მასზე ნამღერი ყველას ეხება. საერთოდ, მაღიზიანებს მსგავსი საქციელი, ამაზრზენი და ამორალურია. მკერდი და უკანალი ყველამ ვიცით, რა არის და რისთვის არის საჭირო მისი დემონსტრირება ცნობადობის მიზნით!

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება