ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი განმეორებით გამოცხადდა

ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი განმეორებით გამოცხადდა

აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში განმეორებით გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეებს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 7 ოქტომბრის 18:00 საათიდან შევიდა ძალაში.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ცნობით, შეთანხმების შედეგად უნდა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და ცეცხლის სროლა. 5 სექტემბერს მინსკში გამართული სამმხრივი ფორმატის შეხვედრის შედეგად, რომელშიც უკრაინის, რუსეთისა და ეუთო-ს წარმომადგენელი, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ლიდერები მონაწილეობდნენ, ხელი მოეწერა პროტოკოლს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პერიოდში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში 64 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 346 დაიჭრა. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის მონაცემებით, ამავე პერიოდში დაიღუპა 33 მშვიდობიანი მოსახლე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა