სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სამეგრელოს მთიანეთის ეროვნული პარკის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
სამეგრელოს მთიანეთის ეროვნული პარკის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ეგ­რი­სის, ანუ სა­მეგ­რე­ლოს ქე­დის­თვის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის მო­თხოვ­ნით, ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო. კამ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, უნი­კა­ლუ­რი ლან­დშაფ­ტი გა­ნად­გუ­რე­ბის პი­რა­საა. ტუ­რის­ტე­ბის და­უ­დევ­რო­ბის შე­დე­გად ტე­რი­ტო­რია და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ტა­ნის მე­ქა­ნიზ­მის და სა­მარ­თლებ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის მი­ზე­ზით კი კრი­ტი­კუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა.

სა­ქარ­თვე­ლოს სპა­ლე­ო­ლოგ­თა კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რო­მან თო­ლორ­და­ვა აღ­ნიშ­ნავს, რომ ეროვ­ნუ­ლი პარ­კის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ფლო­რის და ფა­უ­ნის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"ამ ყვე­ლა­ფერს უფრო აკა­დე­მი­უ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა. ეგ­რი­სის ქედი ალ­პურ ზო­ნა­შია. იქ ხე­ე­ბი არ იზ­რდე­ბა, მაგ­რამ მიმ­დე­ბა­რედ უნი­კა­ლუ­რი ჯი­შე­ბი გვხვდე­ბა. არის მიკ­რო­ენ­დე­მე­ბი მთლი­ა­ნად ქედ­ზე, ამი­ტომ ეს ძა­ლი­ან დიდი და მას­შტა­ბუ­რი სა­კი­თხია", - გა­ნუ­ცხა­და თო­ლორ­და­ვამ "ლა­ივპ­რესს".

მი­სი­ვე თქმით, ეგ­რი­სის ქე­დის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის შექ­მნა­ზე უკვე დიდი ხა­ნია მუ­შა­ო­ბენ და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბიც არ­სე­ბობს, თუმ­ცა ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბით თე­მის ხე­ლახ­ლა წა­მო­წე­ვას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის კი­დევ ერთხელ მიქ­ცე­ვას ცდი­ლო­ბენ. სპა­ლე­ო­ლოგ­თა კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფიქ­რობს, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი სწო­რედ სა­მეგ­რე­ლოს მთი­ა­ნე­თის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შექ­მნაა.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სამეგრელოს მთიანეთის ეროვნული პარკის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

სამეგრელოს მთიანეთის ეროვნული პარკის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ეგრისის, ანუ სამეგრელოს ქედისთვის ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, უნიკალური ლანდშაფტი განადგურების პირასაა. ტურისტების დაუდევრობის შედეგად ტერიტორია დანაგვიანებულია, ნარჩენების გატანის მექანიზმის და სამართლებრივი ვალდებულების არარსებობის მიზეზით კი კრიტიკული ვითარება შეიქმნა.

საქართველოს სპალეოლოგთა კავშირის წარმომადგენელი რომან თოლორდავა აღნიშნავს, რომ  ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ფლორის და ფაუნის დაცვის ვალდებულება იქნება და შესაბამისი ღონისძიებებიც განხორციელდება.

"ამ ყველაფერს უფრო აკადემიური მიდგომა სჭირდება. ეგრისის ქედი ალპურ ზონაშია. იქ ხეები არ იზრდება, მაგრამ მიმდებარედ უნიკალური ჯიშები გვხვდება. არის მიკროენდემები მთლიანად ქედზე, ამიტომ ეს ძალიან დიდი და მასშტაბური საკითხია", - განუცხადა თოლორდავამ "ლაივპრესს".

მისივე თქმით, ეგრისის ქედის ეროვნული პარკის შექმნაზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ და შესაბამისი დოკუმენტებიც არსებობს, თუმცა ხელმოწერების შეგროვებით თემის ხელახლა წამოწევას და საზოგადოების ყურადღების კიდევ ერთხელ მიქცევას ცდილობენ. სპალეოლოგთა კავშირის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ყველაზე კარგი და ობიექტური გამოსავალი სწორედ სამეგრელოს მთიანეთის დაცული ტერიტორიების შექმნაა.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა