შვილების ფოტოების შეგზავნაზე უარი მითხრეს - უგულავას მეუღლე პატიმრის საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესებაზე ჩივის

შვილების ფოტოების შეგზავნაზე უარი მითხრეს - უგულავას მეუღლე პატიმრის საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესებაზე ჩივის

"გიგის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ადვოკატებთან თავისუფალი კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევს", - თბილისის ყოფილი მერის, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას მეუღლე, ლელა კილაძე პატიმრის საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესებაზე ჩივის. 

"გიგის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ადვოკატებთან თავისუფალ კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევს. კარგა ხანია ამის გამო საქმის მასალების გაცნობაც ვერ მოახერხა, ყოველდღიურად რთულდება ადვოკატებისთვის იმ მასალის მიწოდება, რომელიც ამ საქმეებში გიგისთვის თავის დასაცავად მნიშვნელოვანია.

გიგის უფლებები ყოველდღიურად უფრო და უფრო იზღუდება. როგორც ჩანს, ივანიშვილის პირადი პატიმარი - გიგი ციხიდანაც იმდენად აშინებთ, რომ საკანში საყოფაცხოვრებო პირობებიც, მათი "ფანტაზიის" მიხედვით, ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით რთულდება.

მინდა იცოდეს ყველამ! დავალების მიმცემმაც და შემსრულებელმაც! გიგის ვერ შეაშინებს და ვერ გატეხავს ვერანაირი შეზღუდვა. როგორც ჩანს, ეს ყველაზე მეტად მთავარ მოქალაქეს აწუხებს", - წერს უგულავას მეუღლე.

პოსტს ყოფილი მერის მეგობრები, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა ხერხეულიძე ეხმაურებიან.

ნანუკა ჟორჟოლიანი: "არ მოწონთ გიგის მხნეობა! არ მოსწონთ ნევროზი რომ არ აქვს!!! გასაგებია, რომ არ ტირის სხვებივით ტელევიზორზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე და ამბობს, არ მინდა განსაკუთრებული პირობებიო, მაგრამ ეს რა არის ეხლა!!!!".

ლელა კილაძე: "განსაკუთრებულ პირობებს არავინ არ ითხოვს, საუბარია იმაზე, რაც კანონით ეკუთვნის და უზღუდავენ!!! აღარაფერს ვამბობ თბილ ტანსაცმელზე, რომლის შეტანაზეც უარი გვითხრეს დღეს!".

ეკა ხერხეულიძე: "თბილი ტანსაცმლის შეგზავნაზე უარის თქმა, უხეში დარღვევაა და ამას ვერავინ გაბედავს თუ არა პატარა ადამიანების დიდი პოლიტიკური შეკვეთა".

ლელა კილაძე: "უკვე ისეთი არაადექვატურები არიან, რომ თვითონ აღარ იციან რას შვებიან! ცნობილია, რომ საკნებში ყველას აქვს კედლებზე მსახიობების ფოტოები გაკრული, მე ბავშვების ფოტოები 9-ჯერ დამაბეჭდინეს, ზომებს მიცვლიდნენ ყოველ ჯერზე და ბოლოს უარი მითხრეს, შვილების ფოტოების შეგზავნაზე, ეკა!".

ეკა ხერხეულიძე: "მორალური გატეხვა უნდათ, ჩეკისტების გაუცვეთელი მეთოდებია, ოღონდ რამდენჯერ უნდა გავიაროთ ეს საძაგლობა, ეს არის საინტერესო. გიგის ამით ვერაფერს დააკლებენ, ნერვების ომი როდემდე გაგრძელდება, ამის გამოცნობა მიჭირს".

მაგათ რა იციან ბავშვების ან ფოტო და ან სიყვარული, ოლიგარქის ფულებზე მლოცველები.

ლელა კილაძე: "გიგის ვერაფრით გატეხავენ, თუ რამე ვიცი ზუსტად, ეგ ვიცი! და მე ისედაც მოშლილი მაქვს ნერვები, ამას შეჩვეული ვარ უკვე, ასე რომ, ტყუილად კარგავენ დროს!".

ეკა ხერხეულიძე: "მეტი რა საქმე აქვთ, ქვეყანას ეგენი არ აშენებენ და ერთობიან სანამ თავით დაეშვებიან უფსკრულისკენ".

შეგახსენებთ, გიგი უგულავა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში იხდის სასჯელს.

იხილეთ ასევე: ლელა კილაძე "მატროსოვის" კედელთან - უგულავას ცოლის ემოციური ფოტო

გიგი უგულავა ცოლს გაშორდა?

პატიმარ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის ყოფითი ცხოვრების ექსკლუზიური დეტალები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს