საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემა, ყველაზე გვიან ახალ წლამდე, ყველაზე ადრე კი დაახლოებით ერთ თვეში გავა ეთერში , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ივანიშვილმა განუცხადა.
სამოქალაქო სექტორში გადასულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსა. დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ იმავე დღეს მიიღო გადაწყვეტილება, პარალელურად გააკეთოს საავტორო გადაცემა, რომლეშიც მაყურებელთან ერთად ბიძინა ივანიშვილის თოქ-შოუს შეაფასებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას დეპუტატი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა.
"მეგობრებო!
შესაბამისად, ჩემი პროექტიც "ია პომნიუ ვაშუ გადაცემუ" ახალ წლამდე გამოჩნდება და კვირაში ერთხელ გავა." - წერს ხაჩიძე.