ქეთი მელუას მოგზაურობა სამშობლოში - ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"

ქეთი მელუას მოგზაურობა სამშობლოში - ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთი მელუა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. 16 სექტემბერს მომღერალი იუბილარი იყო. მან იუბილე სამშობლოში მეუღლეს, ჯეიმს თაუსლენდსა და დედამთილ-მამათილთან ერთად აღნიშნა. ქეთიმ სტუმრების თანხლებით კახეთი მოიარა. სტუმრებს ქეთის ბაბუამ, ამირან მელუამ და ოჯახის წევრებმა უმასპინძლეს.

ფოტოების კომენტარებში ქეთი საკუთარ "ფოლოუერებს" სამშობლოს შესახებ უყვება და აღნიშნავს, რომ მისთვის ეს დაბადების დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, ქეთი მელუა 1984 წელს ქუთაისში დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები ბებიასთან და ბაბუასთან ერთად თბილისში გაატარა, ხოლო მოგვიანებით მშობლებთან და ძმასთან ერთად ბათუმში გადასახლდა. 1993 წელს ქეთი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბელფასტში გადავიდა, 1998 წელს კი რედჰილში (ინგლისი) გადასახლდა.

მომღერალმა მუსიკალურ კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი 15 წლის ასაკში გადადგა, როდესაც 2000 წელს ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში, Stars Up Their Nose-ში მიიღო მონაწილეობა. მისი სადებიუტო ალბომი - Call off the Search 2003 წელს გამოვიდა. საერთო ჯამში, ქეთიმ თაყვანისმცემლებს ექვსი მუსიკალური ალბომი შესთავაზა და წარმატებული კარიერის მანძილზე არაერთი პრიზის მფლობელი გახდა.

ქეთი მელუას ანგარიშზე მილიონობით გაყიდული ალბომია. მელუა აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში. 2006 წლის 2 ოქტომბერს, ის "გინესის რეკორდების წიგნში" შეიყვანეს ზღვის დონიდან ყველაზე ღრმად ჩატარებული კონცერტისთვის - მელუამ და მისმა მუსიკალურმა ბენდმა ჩრდილოეთის ზღვაში მდგარ ნავთობის ჭაბურღილზე, 303 მეტრით ზღვის ქვეშ მდებარე შახტაში არაჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარეს. 2007 წლის ივნისში კი გამოვიდა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით Concert Under The Sea. ამასთან, Sunday Times-მა გამოაქვეყნა ბრიტანეთისა და ირლანდიის მდიდარ ადამიანთა მეგზური - Rich List 2014, წელს იგი ოცდამეექვსედ გამოიცა და მასში გაერთიანებული სამეფოს ათასზე მეტი უმდიდრესი ადამიანის შესახებ შეიტყობთ. უმდიდრეს ადამიანებს შორის მომღერალი ქეთი მელუაც მოხვდა. იგი გაერთიანებული სამეფოს 30 წლამდე 50 უმდიდრეს ახალგაზრდას შორის დასახელდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს