სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" ბრიტანელი მძევლის თავის მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს
"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" ბრიტანელი მძევლის თავის მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს

ინ­ტერ­ნეტ­ში კი­დევ ერთი ვი­დეო გავ­რცელ­და, სა­დაც ასა­ხუ­ლია რო­გორ კვე­თენ თავს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" "ბო­ე­ვი­კე­ბი" ბრი­ტა­ნელ მძე­ვალს, ალან ჰე­ნინგს. "ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 47 წლის ტაქ­სის მძღო­ლი ალან ჰე­ნინ­გი სი­რი­ა­ში დე­კემ­ბერ­ში აიყ­ვა­ნეს მძევ­ლად, რო­დე­საც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა გა­დაჰ­ქონ­და. დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დე­ვიდ ქე­მე­რო­ნის გან­ცხა­დე­ბით, ალან ჰე­ნინ­გი სი­რი­ა­ში ყვე­ლა სარ­წმუ­ნო­ე­ბის ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად იყო ჩა­სუ­ლი და მისი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, თუ რა­ო­დენ ბარ­ბა­რო­სუ­ლია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო".

ბრი­ტა­ნე­ლი მძევ­ლის თა­ვის მოკ­ვე­თა დაგ­მო აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მა­მაც. მისი გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ი მკაც­რად გმობს ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქის სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას. "ჩვენს ბრი­ტა­ნელ მე­გობ­რებ­თან და მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებთ ალა­ნის, ისე­ვე რო­გორც ჯიმ ფო­ლის, სტი­ვენ სოტ­ლო­ფი­სა და დე­ვიდ ჰე­ინ­სის მკვლელ­თა გა­სა­სა­მარ­თლებ­ლად. ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებ­თან გა­დამ­წყვეტ ქმე­დე­ბებს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სა­ბო­ლოო გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ბა­რაკ ობა­მამ.

ალან ჰე­ნინ­გი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" "ბო­ე­ვი­კე­ბის" მე­ო­თხე მძე­ვა­ლი იყო, რო­მელ­საც თავი მოკ­ვე­თეს. ინ­ტერ­ნეტ­ში გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" "ბო­ე­ვი­კე­ბი" კი­დევ ერთი, რო­გორც თა­ვად აცხა­დე­ბენ, ამე­რი­კე­ლი მძევ­ლის თა­ვის მოკ­ვე­თით იმუქ­რე­ბი­ან. რო­გორც ვი­დე­ო­ში ამ­ბო­ბენ, ეს ამე­რი­კე­ლი პი­ტერ კა­სი­გია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" ბრიტანელი მძევლის თავის მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს

"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" ბრიტანელი მძევლის თავის მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს

ინტერნეტში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ასახულია როგორ კვეთენ თავს "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკები" ბრიტანელ მძევალს, ალან ჰენინგს. "ბიბისის" ინფორმაციით, 47 წლის ტაქსის მძღოლი ალან ჰენინგი სირიაში დეკემბერში აიყვანეს მძევლად, როდესაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, ალან ჰენინგი სირიაში ყველა სარწმუნოების ხალხის დასახმარებლად იყო ჩასული და მისი მკვლელობის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ ბარბაროსულია "ისლამური სახელმწიფო".

ბრიტანელი მძევლის თავის მოკვეთა დაგმო აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც. მისი განცხადებით, აშშ-ი მკაცრად გმობს ბრიტანეთის მოქალაქის სასტიკ მკვლელობას. "ჩვენს ბრიტანელ მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად ყველაფერს ვიღონებთ ალანის, ისევე როგორც ჯიმ ფოლის, სტივენ სოტლოფისა და დევიდ ჰეინსის მკვლელთა გასასამართლებლად. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთან გადამწყვეტ ქმედებებს "ისლამური სახელმწიფოს" საბოლოო განადგურებისთვის", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ალან ჰენინგი "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" მეოთხე მძევალი იყო, რომელსაც თავი მოკვეთეს. ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ ვიდეოში "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკები" კიდევ ერთი, როგორც თავად აცხადებენ, ამერიკელი მძევლის თავის მოკვეთით იმუქრებიან. როგორც ვიდეოში ამბობენ, ეს ამერიკელი პიტერ კასიგია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა