შურის გამო დებმა 15 წლის გოგონა დანით დაასახიჩრეს

შურის გამო დებმა 15 წლის გოგონა დანით დაასახიჩრეს

საზარელი შემთხვევა არგენტინაში. ორმა დამ შურის გამო 15 წლის გოგონა დაასახიჩრა.

ჯულია ალვარესი მეგობრის სახლიდან ბრუნდებოდა, როდესაც გზაში ორ დას შეხვდა, დებმა ჯულიას მუშტებით ცემა დაუწყეს, ძირს დააგდეს და შემდეგ დანებით სახე დაუჩეხეს.

"ყველა ამბობს, რომ შენ ლამაზი და მომხიბვლელი ხარ, მაგრამ ისე გავაკეთებთ, რომ ხალხმა საყვარელი გოგონას მაგივრად საშინელი "ჩაკი" დაგიძახონ"- უთხრეს დებმა ჯულიას და სახეში და სხეულზე დანა რამდენჯერმე ჩაარტყეს.

მოზარდი გამვლელებმა იპოვეს და სასწრაფო სახმარება გამოიძახეს.

ჯულიას მხოლოდ ზურგზე 20 ნაკერი დაადეს, უფრო მეტი ნაკერის დადება კი სახეზე დასჭირდა.

არგენტინის პოლიციას არ სურდა საქმეში ჩართულიყო, მაგრამ მძაფრი პროტესტის შემდეგ საქმის გამოძიება დაიწყეს, დამნაშავე დები დააკავეს, 16 წლის დას არასრულწლოვნების გამო პატიმრობა არ შეუფარდეს, ხოლო 18 წლის და უკვე საპატიმროშია.

"ისინი ემუქრებოდნენ ჩემს დას, მაგრამ ეს ჩვენ სერიოზულად არ მიგვიღია, მე ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მათ მსგავსი რამის გაკეთება შეეძლოთ. ყოველ ჯერზე, როდესაც მე ჩემს დას ვუყურებ, მეტირება, მათ ჩემს დას ცხოვრება დაუნგრიეს, ახლა მას სარკეში ჩახედვა აღარ უნდა და თვითმკვლელობაზე ფიქრობს, ამ დებმა ჩვენი ოჯახი გაანადგურეს"- აცხადებს ჯულიას და- იენი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია