სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიგა ბოკერია - ევროსაბჭოს რეკომენდაციების იგნორირება ქვეყნის მომავალზე უარყოფითად აისახება
გიგა ბოკერია - ევროსაბჭოს რეკომენდაციების იგნორირება ქვეყნის მომავალზე უარყოფითად აისახება

ევ­რო­საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა , - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგა ბო­კე­რი­ამ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლის­ხმე­ვა ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის შეც­ვლის­კენ უნდა მი­მარ­თოს.

"ეს არის დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც ყვე­ლა ის პრობ­ლე­მა, რაც ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის წი­ნა­შე, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და მი­ლი­არ­დე­რი ოლი­გარ­ქის მოს­ვლის შემ­დეგ დგას, მკა­ფი­ოდ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის, აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, და­უს­ჯე­ლი ძა­ლა­დო­ბა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბა და ასე შემ­დეგ - დო­კუ­მენ­ტში ყვე­ლა ამ პრობ­ლე­მა­ზეა სა­უ­ბა­რი და ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმა­ზე ღე­ლა­ვენ, რომ რა­ღაც გა­ი­ტა­ნეს, თუ ვერ გა­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ ეს კი არ არის არ­სე­ბი­თი სა­კი­თხი, არ­სე­ბი­თია ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეს პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს. დო­კუ­მენ­ტი ძა­ლი­ან მწვა­ვეა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლის­ხმე­ვა უნდა ჩარ­თოს არა იმ მხრივ, რომ რა­ი­მე დაბ­ლო­კოს, არა­მედ კონ­ცენ­ტა­ცია უნდა მო­ახ­დი­ნონ კურ­სის შეც­ვლა­ზე და ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგა­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ზე. რე­ზო­ლუ­ცია, რა თქმა უნდა, სარ­ე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი­საა, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი შორ­დე­ბა იმას, რა­საც ჰქვია გზა ევ­რო­პის­კენ", - აღ­ნიშ­ნა ბო­კე­რი­ამ.

ევ­რო­საბ­ჭომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ზო­ლუ­ცია კენ­ჭისყ­რის შე­დე­გით: 103 – მომ­ხრე, 27 – წი­ნა­აღ­მდე­გი და­ამ­ტკი­ცა. დო­კუ­მენ­ტში დარ­ჩა ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ყო­ფელ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, მათ შო­რის ბაჩო ახა­ლი­ას პა­ტიმ­რო­ბის ვა­დას და მის­თვის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლას, ასე­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბას ეხე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიგა ბოკერია - ევროსაბჭოს რეკომენდაციების იგნორირება ქვეყნის მომავალზე უარყოფითად აისახება

გიგა ბოკერია - ევროსაბჭოს რეკომენდაციების იგნორირება ქვეყნის მომავალზე უარყოფითად აისახება

ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაწერილი რეკომენდაციების იგნორირება ქვეყნის მომავალზე უარყოფითად აისახება , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალისხმევა ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების შეცვლისკენ უნდა მიმართოს.

"ეს არის დოკუმენტი, სადაც ყველა ის პრობლემა, რაც ქართული დემოკრატიის წინაშე, ახალი ხელისუფლების და მილიარდერი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ დგას, მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, პოლიტიკური მოტივით სასამართლო სისტემის, აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება, დაუსჯელი ძალადობა, მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღება და ასე შემდეგ - დოკუმენტში ყველა ამ პრობლემაზეა საუბარი და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. ხელისუფლების წარმომადგენლები იმაზე ღელავენ, რომ რაღაც გაიტანეს, თუ ვერ გაიტანეს, მაგრამ ეს კი არ არის არსებითი საკითხი, არსებითია ის, რომ ქვეყანაში ეს პრობლემები არსებობს. დოკუმენტი ძალიან მწვავეა და ხელისუფლებამ ძალისხმევა უნდა ჩართოს არა იმ მხრივ, რომ რაიმე დაბლოკოს, არამედ კონცენტაცია უნდა მოახდინონ კურსის შეცვლაზე და ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრაზე. რეზოლუცია, რა თქმა უნდა, სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ ძალიან საგანგაშოა, რადგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შორდება იმას, რასაც ჰქვია გზა ევროპისკენ", - აღნიშნა ბოკერიამ.

ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია კენჭისყრის შედეგით: 103 – მომხრე, 27 – წინააღმდეგი დაამტკიცა. დოკუმენტში დარჩა ჩანაწერი, რომელიც ყოფელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბაჩო ახალიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა