სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვლადიმერ პუტინი: ყოფილი ცოლი, საყვარლები და დიქტატორის ფავორიტი ქალები
ვლადიმერ პუტინი: ყოფილი ცოლი, საყვარლები და დიქტატორის ფავორიტი ქალები

2013 წელი რუ­სეთ­ში ოჯა­ხის წლად და­სა­ხელ­და, თუმ­ცა, ბე­დის ირო­ნი­ით სწო­რედ ამ წელს გა­ნა­ცხა­დეს ლუდ­მი­ლა და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნებ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ.

"კრემ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლის" პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი თე­მაა რუ­სეთ­ში. არ­სე­ბობს ჭო­რე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ პუ­ტინ­მა ყო­ფი­ლი ცოლი მო­ნას­ტერ­ში გა­მო­კე­ტა, რომ მას ახალ­გაზ­რდა საყ­ვა­რე­ლი და უკა­ნო­ნო შვი­ლი ჰყავს. ერთი რა­მის თქმა დარ­წმუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა - ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უკვე 15 წე­ლია დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ქა­ლებ­ში, მას უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს და უამ­რა­ვი ქალი მას სექს-სიმ­ბო­ლო­დაც მი­იჩ­ნევს, რად­გან მას­ში იდე­ა­ლურ ალფა-მამრს ხე­დავს.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ლუდ­მი­ლა­ზე 1983 წელს და­ქორ­წინ­და. "ეს არ იყო ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა", - ის­ხე­ნებს სა­კუ­თარ წიგნ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე. გარ­და ამი­სა, იგი ვლა­დი­მე­რის ჩა­კე­ტი­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც წერს. მა­გა­ლი­თად, იგი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­და, რომ კგბ-ში მუ­შა­ობ­და, იშ­ვი­ა­თად აქებ­და ლუდ­მი­ლას, არ ეხ­მა­რე­ბო­და სახ­ლის საქ­მე­ებ­ში და სა­ჭი­როდ არ მი­იჩ­ნევ­და ქორ­წი­ნე­ბის წლის­თა­ვის აღ­ნიშ­ვნას.

"დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რო­ვი­ჩი მთე­ლი ჩვე­ნი სა­ერ­თო თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მცდი­და. ყო­ველ­თვის მქონ­და შეგ­რძნე­ბა, თით­ქოს მით­ვალ­თვა­ლებ­და. ყო­ველ­თვის აღ­მო­ცენ­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა­ნაც გამ­კლა­ვე­ბა მიხ­დე­ბო­და".

არ­სე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ლი­უდ­მი­ლა მო­ნას­ტერ­ში მო­ნაზვნად აღიკ­ვე­ცა. თუმ­ცა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ამას გა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ.

2008 წლის 12 აპ­რილს გა­ზეთ­მა "მას­კოვ­სკი კო­რეს­პონ­დენტ"-მა და­წე­რა, რომ 55 წლის პუ­ტი­ნი ცოლს გა­ე­ყა­რა და მას­ზე 30 წლით უმ­ცროს სპორ­ტსმენ ალი­ნა კა­ბა­ე­ვა­ზე აპი­რებს და­ქორ­წი­ნე­ბას. 2009 წელს, ყო­ველკ­ვი­რე­ულ­მა ამე­რი­კულ­მა გა­ზეთ­მა "ნიუ-იორკ პოსტმა" გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ბა­ე­ვამ პუ­ტინს ვაჟი გა­უ­ჩი­ნა.

26 წლის იანა ლა­პი­კო­ვა, ყო­ფი­ლი ფო­ტო­მო­დე­ლია , რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პი­რა­დი ფო­ტოგ­რა­ფია. კუ­ლუ­ა­რებ­ში და­დი­ო­და ხმე­ბი, რომ ია­ნას და პუ­ტინს ერ­თმა­ნეთ­თან არა მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აკავ­ში­რებთ.

მაშა და კა­ტია რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი დები არი­ან. არ არის ცნო­ბი­ლი სად ცხოვ­რო­ბენ ისი­ნი. ერ­თა­დერ­თი, რაც მათ შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, მათი და­ბა­დე­ბის ად­გი­ლი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გია და რომ ისი­ნი სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რო­ბენ. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ ცხოვ­რე­ბას უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბით ხსნის, რად­გან მისი აზ­რით არ­სე­ბობს ტე­რო­რის­ტუ­ლი საფრ­თხე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია viva.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვლადიმერ პუტინი: ყოფილი ცოლი, საყვარლები და დიქტატორის ფავორიტი ქალები

ვლადიმერ პუტინი: ყოფილი ცოლი, საყვარლები და დიქტატორის ფავორიტი ქალები

2013 წელი რუსეთში ოჯახის წლად დასახელდა, თუმცა, ბედის ირონიით სწორედ ამ წელს განაცხადეს ლუდმილა და ვლადიმერ პუტინებმა განქორწინების შესახებ.

"კრემლის ხელმძღვანელის" პირადი ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული თემაა რუსეთში. არსებობს ჭორები იმის შესახებ, რომ პუტინმა ყოფილი ცოლი მონასტერში გამოკეტა, რომ მას ახალგაზრდა საყვარელი და უკანონო შვილი ჰყავს. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება - ვლადიმერ პუტინი უკვე 15 წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალებში, მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და უამრავი ქალი მას სექს-სიმბოლოდაც მიიჩნევს, რადგან მასში იდეალურ ალფა-მამრს ხედავს.

ვლადიმერ პუტინი ლუდმილაზე 1983 წელს დაქორწინდა. "ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება", - ისხენებს საკუთარ წიგნში რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მეუღლე. გარდა ამისა, იგი ვლადიმერის ჩაკეტილობის შესახებაც წერს. მაგალითად, იგი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, რომ კგბ-ში მუშაობდა, იშვიათად აქებდა ლუდმილას, არ ეხმარებოდა სახლის საქმეებში და საჭიროდ არ მიიჩნევდა ქორწინების წლისთავის აღნიშვნას.

"დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი მთელი ჩვენი საერთო თანაცხოვრების განმავლობაში მცდიდა. ყოველთვის მქონდა შეგრძნება, თითქოს მითვალთვალებდა. ყოველთვის აღმოცენდებოდა სიტუაციები, რომელთანაც გამკლავება მიხდებოდა".

არსებული ხმების თანახმად, განქორწინების შემდეგ ლიუდმილა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. თუმცა, სასულიერო პირები ამას გატეგორიულად უარყოფენ.

2008 წლის 12 აპრილს გაზეთმა "მასკოვსკი კორესპონდენტ"-მა დაწერა, რომ 55 წლის პუტინი ცოლს გაეყარა და მასზე 30 წლით უმცროს სპორტსმენ ალინა კაბაევაზე აპირებს დაქორწინებას. 2009 წელს, ყოველკვირეულმა ამერიკულმა გაზეთმა "ნიუ-იორკ პოსტმა" განაცხადა, რომ კაბაევამ პუტინს ვაჟი გაუჩინა.

26 წლის იანა ლაპიკოვა, ყოფილი ფოტომოდელია , რომელიც ამჟამად ვლადიმერ პუტინის პირადი ფოტოგრაფია. კულუარებში დადიოდა ხმები, რომ იანას და პუტინს ერთმანეთთან არა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები აკავშირებთ.

მაშა და კატია რუსეთის ყველაზე საიდუმლოებით მოცული დები არიან. არ არის ცნობილი სად ცხოვრობენ ისინი. ერთადერთი, რაც მათ შესახებ საზოგადოებამ იცის, მათი დაბადების ადგილი სანკტ-პეტერბურგია და რომ ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ვლადიმერ პუტინი საკუთარი შვილების გასაიდუმლოებულ ცხოვრებას უსაფრთხოების ზომებით ხსნის, რადგან მისი აზრით არსებობს ტერორისტული საფრთხე.

მომზადებულია viva.ua-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია