მწოლიარე პროტესტი გამგეობის შენობის წინ

მწოლიარე პროტესტი გამგეობის შენობის წინ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის თემის სოფელ ჭყონაგორის მკვიდრი, რევაზ ორმოცაძე პროტესტის ნიშნად მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, შესასვლელ კიბეებთან დაწვა. როგორც ირკვევა, ორმოცაძეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა აქვს და მკურნალობის კურსს ლანჩხუთში გადიოდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, უშედეგოდ.

"ქვეყანას არ ჰყავს მთავრობა, ესენი არიან სიონისტები, სატანის მსახურები. ქვეყანაში არ მოქმედებს ჯანდაცვის სისტემა, არაფერშია გამოსადეგი სახელმწიფო დაზღვევა. ესაა მთავრობა, ესაა ჯანდაცვის სისტემა?! აფთიაქში წამალს არ მოგცემენ რეცეპტის გარეშე. სუნთქვის პრობლემა მაქვს. მაღალი წნევით მივედი აფთიაქში და წამალი არ მომცეს. ჯიპით გააქვთ ნარკოტიკები, სახელები და გვარები შემიძლია დაგისახელოთ", - ამბობს ორმოცაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა