სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი ოვაშვილის პასუხი პარლამენტარებს და მზადება ახალი პროექტისთვის - რეჟისორი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე მხატვრულ ფილმს იღებს
გიორგი ოვაშვილის პასუხი პარლამენტარებს და მზადება ახალი პროექტისთვის - რეჟისორი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე მხატვრულ ფილმს იღებს

რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვილს ფილ­მის - "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი" ჩვე­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის კი­ნო­დარ­ბაზ­ში მო­ე­წყო. დე­პუ­ტა­ტებ­მა, აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბი­სა და უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რე­ჟი­სორს გარ­კვე­უ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი მის­ცეს და გა­აკ­რი­ტი­კეს.

ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, ფილმში აფხა­ზე­თის პრობ­ლე­მა არას­წო­რად არის და­ნა­ხუ­ლი, ქარ­თვე­ლი კა­ცის სახე კი უარ­ყო­ფი­თად წარ­მო­ჩე­ნი­ლი. აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, გია გვა­ზა­ვამ "სი­მინ­დის კუნ­ძულ­ში" პე­დო­ფი­ლი­ის ნიშ­ნე­ბიც და­ი­ნა­ხა. გვა­ზა­ვას მო­საზ­რე­ბას და­ე­თან­ხმა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი - გია ვოლ­სკიც. დე­პუ­ტა­ტის თქმით, 12 წლის ბავ­შვზე ამ­დე­ნი აქ­ცენ­ტი სექ­სუ­ა­ლურ თე­მა­ზე არც ერთ უცხო­ურ ფილმში არ უნა­ხავს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პრო­ექ­ტი წელს სა­ქარ­თვე­ლო­დან, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი "ოს­კარ­ზეა" წარ­დგე­ნი­ლი და მის შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბა­ზე გარ­კვე­უ­ლი მო­ლო­დი­ნიც არ­სე­ბობს.

პარ­ლა­მენ­ტში რე­ჟი­სო­რის გაკ­რი­ტი­კე­ბის შემ­დეგ Ambebi.ge გი­ორ­გი ოვაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კვია, თუ რას ფიქ­რობს მისი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კა­ზე.

- ეს არის მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მელ­საც აქვს თა­ვის აზრი. ფილ­მი იმის­თვის გა­კეთ­და, რომ ხალხლმა ნა­ხოს და სა­კუ­თა­რი შე­ფა­სე­ბა გა­ა­კე­თოს. არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღია ვარ კრი­ტი­კის­თვის და მი­ვე­სალ­მე­ბი ნე­ბი­სი­ე­რი სა­ხის კრი­ტი­კას, თუ ის არ გა­და­დის შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა და აგ­რე­სი­ა­ში. ასე რომ, გუ­შინ გა­მოთ­ქმულ აზ­რსაც აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა, რად­გან ის მა­ყუ­რებ­ლის შე­ფა­სე­ბაა. ამი­ტომ გა­მი­ჭირ­დე­ბა რა­ი­მე ტი­პის კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო, რად­გა­ნაც რა კო­მენ­ტა­რიც მინ­დო­და, ფილმში ვთქვი... ასე რომ, მეტს მარ­თლა ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, უბ­რა­ლოდ პა­ტივს ვცემ ყვე­ლას, კრი­ტი­კულ თუ პო­ზი­ტი­ურ შე­ფა­სე­ბას.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რას გუ­ლის­ხმობ­და, ბა­ტო­ნი გია ვოლ­სკი, რო­დე­საც გი­თხრათ, რომ ფილმში მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვშვზე სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა არ იყო სა­ჭი­როო.

- ალ­ბათ, კარ­გი იქ­ნე­ბა, ამ კი­თხვით ბა­ტო­ნი ვოლ­სკის­თვის მი­გე­მარ­თათ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ცო­დე, სხვა ადა­მი­ა­ნი რას ფიქ­რობ­და და გუ­ლის­ხმობ­და?.. ამას­თან, ასე­თი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა­ში კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან, რად­გა­ნაც სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მსგავ­სი პო­ლე­მი­კა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჯან­სა­ღია, ყურ­დღე­ბის მიღ­მა რჩე­ვა. ზო­გა­დად ეს კარ­გი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი კი­ნოს გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც.

- უკაც­რა­ვად და ეს კრტი­კო­სე­ბიც რომ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლელ­ნი არი­ან და მათ შო­რის უმე­ტე­სო­ბა - ტენ­დენ­ცი­უ­რი?

- ტენ­დენ­ცი­უ­რე­ბიც უნდა გა­მოჩ­ნდნენ, მა­ყუ­რე­ბელ­მა რომ და­ვი­ნა­ხოთ. ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­დაც მსჯე­ლო­ბა, გან­ხილ­ვა, კრიტ­კა, ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მი­დის, რაც არ უნდა ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი იყოს ის, ხალ­ხს ეს სჭირ­დე­ბა.

- გუ­შინ­დე­ლი ამ­ბა­ვიც?

- თუნ­დაც, ის გუ­შინ­დე­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა ჩემ­თვის, რო­გორც რე­ჟი­სო­რის­თვის, შე­სა­ნიშ­ნა­ვი იყო. ვიგ­რძე­ნი, რომ ტყუ­ი­ლად არ მიშ­რო­მია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი კრი­ტი­კა წა­მო­ვი­და ჩემ მი­მართ, შე­იძ­ლე­ბა, არა­ო­ბი­ექ­ტუ­რიც, მაგ­რამ ეს მე მი­ხა­რია.

- თქვე­ნი ფილ­მი - "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი" სა­ქარ­თვე­ლო­დან "ოს­კარ­ზეა" წარ­დგე­ნი­ლი. რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- არა­სო­დეს ველი არა­ფერს. ჩემ­თვის ფილ­მი მთავ­რდე­ბა იქ, რო­დე­საც მას ვას­რუ­ლებ. იმის შემ­დეგ უკვე გარ­კვე­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას ვიხ­დი, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქვს აღე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, რომ სა­დღაც გა­მოვ­ჩნდე, ვე­სა­უბ­რო მას, ან სა­დღაც წარ­ვად­გი­ნო ფილ­მი, ფეს­ტი­ვალ­ზე ვაჩ­ვე­ნო. ეს ჩემ­თვის და­მი­ჯე­რეთ, სა­მუ­შა­ოს ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სი­ის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ამი­ტომ კარ­გი თუ ცუდი გა­გე­ბით, მო­ლო­დი­ნი, პროგ­ნო­ზი ასეთ რა­ღა­ცებ­ზე ნაკ­ლე­ბად მაქვს, რად­გა­ნაც უკვე შემ­დეგ პრო­ექ­ტზე ვფიქ­რობ, თუ რო­გორ და­ვი­წყო მას­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­გორ მო­ვაგ­რო­ვო ფული და ა.შ.

- რა არის თქვე­ნი შემ­დე­გი პრო­ექ­ტი?

- ეს არის დრა­მა, მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ცხოვ­რე­ბის ბოლო დღე­ებ­ზე. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. ეს არ არის ქრო­ნი­კა...

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გუ­ლის­ხმობთ?

- კი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვგუ­ლის­ხმობ, მაგ­რამ ეს არ არის ფილ­მი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე, ეს არის ფილ­მი ლი­დერ­ზე, რო­მე­ლიც ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კარ­გავს ძა­ლა­უფ­ლე­ბას, მხარ­და­ჭე­რას და სა­კუ­თარ თავ­თან პი­რის­პირ რჩე­ბა.

- ე.ი. ფილ­მი იქ­ნე­ბა ზო­გა­დად ლი­დერ­ზე...

- დიახ და გან­ხი­ლუ­ლია, იმ რე­ა­ლურ ამ­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მე­ლიც ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში იყო.

- როლს ვინ შე­ას­რუ­ლებს?

- ბევ­რს ვფქი­რობთ. ეს ასე ად­ვი­ლი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის. არ მიყ­ვარს ასეთ სა­კი­თხებ­ში აჩ­ქა­რე­ბა, რად­გა­ნაც დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიორგი ოვაშვილის პასუხი პარლამენტარებს და მზადება ახალი პროექტისთვის - რეჟისორი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე მხატვრულ ფილმს იღებს

გიორგი ოვაშვილის პასუხი პარლამენტარებს და მზადება ახალი პროექტისთვის - რეჟისორი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე მხატვრულ ფილმს იღებს

რეჟისორ გიორგი ოვაშვილს ფილმის - "სიმინდის კუნძული" ჩვენება პარლამენტის კინოდარბაზში მოეწყო. დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა რეჟისორს გარკვეული შენიშვნები მისცეს და გააკრიტიკეს.

ნაწილის მოსაზრებით, ფილმში აფხაზეთის პრობლემა არასწორად არის დანახული, ქართველი კაცის სახე კი უარყოფითად წარმოჩენილი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ "სიმინდის კუნძულში" პედოფილიის ნიშნებიც დაინახა. გვაზავას მოსაზრებას დაეთანხმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი - გია ვოლსკიც. დეპუტატის თქმით, 12 წლის ბავშვზე ამდენი აქცენტი სექსუალურ თემაზე არც ერთ უცხოურ ფილმში არ უნახავს.

მიუხედავად ამისა, პროექტი წელს საქართველოდან, როგორც საუკეთესო ნამუშევარი "ოსკარზეა" წარდგენილი და მის შემდგომ წარმატებაზე გარკვეული მოლოდინიც არსებობს.

პარლამენტში რეჟისორის გაკრიტიკების შემდეგ Ambebi.ge გიორგი ოვაშვილს დაუკავშირდა. ვეცადეთ, გაგვერკვია, თუ რას ფიქრობს მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე.

- ეს არის მაყურებელი, რომელსაც აქვს თავის აზრი. ფილმი იმისთვის გაკეთდა, რომ ხალხლმა ნახოს და საკუთარი შეფასება გააკეთოს. არაერთხელ მითქვამს, რომ აბსოლუტურად ღია ვარ კრიტიკისთვის და მივესალმები ნებისიერი სახის კრიტიკას, თუ ის არ გადადის შეურაცხყოფასა და აგრესიაში. ასე რომ, გუშინ გამოთქმულ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, რადგან ის მაყურებლის შეფასებაა. ამიტომ გამიჭირდება რაიმე ტიპის კომენტარი გავაკეთო, რადგანაც რა კომენტარიც მინდოდა, ფილმში ვთქვი... ასე რომ, მეტს მართლა ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ პატივს ვცემ ყველას, კრიტიკულ თუ პოზიტიურ შეფასებას.

- როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდა, ბატონი გია ვოლსკი, როდესაც გითხრათ, რომ ფილმში მცირეწლოვანი ბავშვშვზე სექსუალური აქცენტის გაკეთება არ იყო საჭიროო.

- ალბათ, კარგი იქნება, ამ კითხვით ბატონი ვოლსკისთვის მიგემართათ. როგორ შეიძლება, ვიცოდე, სხვა ადამიანი რას ფიქრობდა და გულისხმობდა?.. ამასთან, ასეთი საკითხების განხილვაში კარგი იქნება, თუ კინოკრიტიკოსები ჩაერთვებიან, რადგანაც სხვა შემთხვევაში, მსგავსი პოლემიკა, რომელიც ძალიან ჯანსაღია, ყურდღების მიღმა რჩევა. ზოგადად ეს კარგი იქნება ქართული კინოს განვითარებისთვისაც.

- უკაცრავად და ეს კრტიკოსებიც რომ თითზე ჩამოსათვლელნი არიან და მათ შორის უმეტესობა - ტენდენციური?

- ტენდენციურებიც უნდა გამოჩნდნენ, მაყურებელმა რომ დავინახოთ. ყველაფერი საინტერესოა, სადაც მსჯელობა, განხილვა, კრიტკა, ვნებათაღელვა მიდის, რაც არ უნდა ობიექტური თუ სუბიექტური იყოს ის, ხალხს ეს სჭირდება.

- გუშინდელი ამბავიც?

- თუნდაც, ის გუშინდელი ვნებათაღელვა ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, შესანიშნავი იყო. ვიგრძენი, რომ ტყუილად არ მიშრომია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კრიტიკა წამოვიდა ჩემ მიმართ, შეიძლება, არაობიექტურიც, მაგრამ ეს მე მიხარია.

- თქვენი ფილმი - "სიმინდის კუნძული" საქართველოდან "ოსკარზეა" წარდგენილი. რა მოლოდინი გაქვთ?

- არასოდეს ველი არაფერს. ჩემთვის ფილმი მთავრდება იქ, როდესაც მას ვასრულებ. იმის შემდეგ უკვე გარკვეულ მოვალეობას ვიხდი, ვალდებულებები მაქვს აღებული მაყურებლის წინაშე, რომ სადღაც გამოვჩნდე, ვესაუბრო მას, ან სადღაც წარვადგინო ფილმი, ფესტივალზე ვაჩვენო. ეს ჩემთვის დამიჯერეთ, სამუშაოს ნაწილია, რომელიც ძირითადი პროფესიისგან განსხვავდება. ამიტომ კარგი თუ ცუდი გაგებით, მოლოდინი, პროგნოზი ასეთ რაღაცებზე ნაკლებად მაქვს, რადგანაც უკვე შემდეგ პროექტზე ვფიქრობ, თუ როგორ დავიწყო მასზე მუშაობა, როგორ მოვაგროვო ფული და ა.შ.

- რა არის თქვენი შემდეგი პროექტი?

- ეს არის დრამა, მხატვრული ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრების ბოლო დღეებზე. აბსოლუტურად მხატვრული ნაწარმოებია. ეს არ არის ქრონიკა...

- ამ შემთხვევაში ზვიად გამსახურდიას გულისხმობთ?

- კი, ზვიად გამსახურდიას ვგულისხმობ, მაგრამ ეს არ არის ფილმი ზვიად გამსახურდიაზე, ეს არის ფილმი ლიდერზე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს კარგავს ძალაუფლებას, მხარდაჭერას და საკუთარ თავთან პირისპირ რჩება.

- ე.ი. ფილმი იქნება ზოგადად ლიდერზე...

- დიახ და განხილულია, იმ რეალურ ამბებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენს ისტორიაში იყო.

- როლს ვინ შეასრულებს?

- ბევრს ვფქირობთ. ეს ასე ადვილი გადასაწყვეტი არ არის. არ მიყვარს ასეთ საკითხებში აჩქარება, რადგანაც დიდი პასუხისმგებლობაა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ნახეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება