სოფო გელოვანი: საკუთარ თავს აკრძალვები დავუწესე

სოფო გელოვანი: საკუთარ თავს აკრძალვები დავუწესე

8 წელია, მომღერალი სოფო გელოვანი და ნოდი ლანდია ცოლ-ქმარი არიან. წყვილს 5 წლის ბიჭი დათა ჰყავს, რომელიც ჯერჯერობით ბაღში დადის და მშობლების კარგი მეგობარია.

მალე სოფო მეორედ გახდება დედა - ჩვენი რესპონდენტი ისევ ბიჭს ელოდება. ამ და სხვა სასიამოვნო სიახლეებზე საკუთარ ცხოვრებაში სოფო თავად მოგიყვებათ.

- ''ორი ვარსკვლავის'' შემდეგ შენი ცხოვრება, ალბათ, ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა...

- ამ პროექტის დასრულების შემდეგ ზაფხულიც დადგა და ქალაქიდან გავედით, წავკისში ვიყავით ასულები და შემდეგ ბავშვი – დათა, რაჭაში გავუშვი. ცხელ სეზონზე სტუდიაში მოვასწარი ლილიკო ნემსაძის სიმღერის ჩაწერა, რომელსაც ''ფრანგული ტანგო'' ჰქვია, ძალიან საინტერესო ვერსია გამოვიდა, მიშა მდინარაძის არანჟირებითაა გაკეთებული და პრემიერა მალე იქნება.

- კლიპის გადაღებასაც ხომ არ გეგმავ?

- არა, მაგრამ ვაპირებ სიმღერებზე მუშაობას და ისევ შევალ სტუდიაში. გარდა ამისა, ახლო მომავალში იგეგმება კონცერტები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რამდენიმე დღით მომიწევს გასვლა და მალე დავბრუნდები. ვცდილობ, ძალიან არ დავიტვირთო, რადგან მეორე შვილს ველოდები.

- გილოცავ... როგორი ორსულობა გაქვს, პრეტენზიული ხარ?

- ჩემი შვილი 6 წლის ხდება და უკვე სურვილი გვქონდა, გვყოლოდა მეორე შვილი, დათუჩასაც ძალიან უნდოდა და ან ძმა. ღვთის წყალობით, უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე ვარ. ფეხმძიმობა ძალიან კარგად მიდის, ხანდახან მავიწყდება კიდეც, რომ ორსულად ვარ. როგორც აქამდე ვცხოვრობდი, ისევ ისე ვარ, მაგრამ გარკვეული აკრძალვები მაინც დავუწესე საკუთარ თავს, მაგალითად, საჭესთან აღარ ვჯდები, მაინც საფრთხის წინაშე ხარ ამ დროს და ვერიდები.

რაც შეეხება პრეტენზიულობას, არანაირი გართულება არ მაქვს, ერთადერთი - ფეხმძიმობის დასაწყისში მქონდა გართულება სხვადასხვა სურნელზე, რაც პირველი ფეხმძიმობის დროს არ მქონია, თუმცა ამანაც გადამიარა.

- ე.ი. ''ორი ვარსკვლავის'' დაძაბული და სტრესული გარემო ფეხმძიმემ გადაიტანე.

- კი, ეს ამბავი ბოლო პერიოდს დაემთხვა.

- სოფო, ბავშვის სქესი იცი?

- ბიჭს ველოდებით, დათას ძალიან გაუხარდა, ნატრობდა, ძმა ჰყოლოდა. ძალიან ზრუნავს ჩემზე, პატარაა. მაგრამ ყველაფერს ხვდება, იცის, რომ ხელში ვერ ავიყვან, მძიმეს ვერ ავწევ, ძალიან მიფრთხილდება, ხშირად მეუბნება - დედა, არ დაიღალო, წამოწექიო, ვგრძნობ პატარა მამაკაცის ყურადღებას. წავკისში რომ ვისვენებდით, თავი ამტკივდა და დედაჩემს ვკითხე, თავი მტკივა და რა დავლიო-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ დათამ მომირბენინა წამალი, დავინტერესდი, საიდან მოიტანა, თურმე, მეზობელთან გასულა, უთქვამს, დედას თავი სტკივა და რამე მომეცითო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება