სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ისევე მიყვარს ჩემი მეუღლე, როგორც მიყვარდა...''
"ისევე მიყვარს ჩემი მეუღლე, როგორც მიყვარდა...''

ექიმ და "პა­ლიტ­რა TV"-ს გა­და­ცე­მის წამ­ყვან ლადო კა­ხა­ძის­თვის ტრა­დი­ცი­ას­თან ასო­ცირ­დე­ბა ყვე­ლა ის ძვირ­ფა­სი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რაც ჩვენს ერს, ქვე­ყა­ნას და­სა­ბა­მი­დან მოს­დგამს, ეს იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი, "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი", ცეკ­ვა, მწერ­ლო­ბა, პო­ე­ზია თუ სხვა...

- ერთი ფი­ლო­სო­ფო­სი ბრძა­ნებს, კუ­ჭის უპი­რა­ტე­სო­ბა ტვინ­თან შე­და­რე­ბით ისაა, რომ თუ კუჭს რამე არ მო­ე­წო­ნე­ბა, უკან იღებს, ტვი­ნი კი ნე­ბის­მი­ერ მიწ­ვდილ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხავს. ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი ყვე­ლა­ფერს ინა­ხავს, მაგ­რამ რო­მელს გა­მო­ი­ყე­ნებ და რო­გორ, რამ­დე­ნად სწო­რად, ეს უკვე ინ­დი­ვიდ­ზე, მემ­კვიდ­რე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვინც ამ ტრა­დი­ცი­ე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა იკის­რა.

- რო­მე­ლი ტრა­დი­ცი­აა, თქვე­ნი აზ­რით, დრო­მოჭ­მუ­ლი?

- ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია, და­ვა­სა­ხე­ლო ქელე­ხი. მე პა­ნაშ­ვი­დებ­ზე დავ­დი­ვარ, დაკ­რძალ­ვა თუ სა­მუ­შაო დღეს უწევს, არ მცა­ლია, უამ­რა­ვი პა­ცი­ენ­ტი მე­ლო­დე­ბა კლი­ნი­კა­ში, ზოგს გა­და­უ­დებ­ლად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა და ამი­ტომ ვერ ვა­ხერ­ხებ წას­ვლას. სამ­ძიმ­რის თქმა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, სუ­ლი­ე­რი, სი­ტყვი­ე­რი შე­წევ­ნა, ეკ­ლე­სი­ა­ში ლოც­ვა, სან­თლის დან­თე­ბა მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ სუფ­რა, რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ – არა, გა­ვა­უ­კუღ­მარ­თეთ ეს ტრა­დი­ცია და ამა­ში დამ­ნა­შა­ვე­ნი ჩვენ ვართ. მე ტრა­დი­ცი­ა­ში კი არ ვხე­დავ და­ნა­შა­ულს, არას­წორ მიდ­გო­მა­შია საქ­მე, მემ­კვიდ­რე­ებ­მა ვერ ვი­ვარ­გეთ. ვყო­ფილ­ვარ მე­გობ­რის, ახ­ლობ­ლის ჭი­რის მა­გი­დის თა­მა­და, ჩემ­ზე უბე­დუ­რი კაცი არაა იმ ადა­მი­ა­ნის გას­ტუმ­რე­ბის გამო და თან, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში თი­თო­ე­ულ სი­ტყვას დიდი სიფრ­თხი­ლით წარ­მოთ­ქმა სჭირ­დე­ბა. მაგ­რამ ამ დროს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის გარ­და, თით­ქმის აღარ რჩე­ბა ამ სი­ტყვის გამ­გო­ნი. სწო­რედ ამი­ტომ, სა­დაც მი­მიწ­ვდე­ბა ხმა, ყველ­გან ვამ­ბობ, ქელეხ­ში ნუ წა­ვალთ-მეთ­ქი, მე რომ არ წა­ვალ, შენ რომ არ წახ­ვალ, ჭი­რი­სუ­ფა­ლიც აღარ გა­ა­კე­თებს. სა­კურ­თხი ძა­ლი­ან ვიწ­რო წრის­თვის უნდა იყოს გან­კუთ­ვნი­ლი, ან კი­დევ ეკ­ლე­სი­ა­ში უნდა ურიგ­დე­ბო­დეს უპოვ­რებს. ჩა­მოთ­ვლი­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო არ მიყ­ვარს ეს ტრა­დი­ცია, თო­რემ, მა­გა­ლი­თად, ჯვრის­წე­რა ძა­ლი­ან მომ­წონს.

- ქორ­წი­ლის ტრა­დი­ცი­ა­ზე რას ფიქ­რობთ?

- მე და ჩემს მე­უღ­ლეს ქორ­წი­ლი არ გა­დაგ­ვიხ­დია, პა­ტი­ვი ვე­ცით უფ­რო­სი თა­ო­ბის ძა­ძებ­ში ყოფ­ნას. სახ­ლში, სა­ახ­ლობ­ლო წრე­ში აღ­ვნიშ­ნეთ ოჯა­ხის შექ­მნა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნიშ­ნო­ბის ცე­რე­მო­ნია, ჯვრის­წე­რა, ქორ­წი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ, მაგ­რამ აქაც პომ­პე­ზუ­რო­ბაა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი, "ჩან­გალ­ზე კაცი"ქორ­წილ­ში არ უნდა მო­დი­ო­დეს. გარ­და ამი­სა, მიყ­ვარს რე­ლი­გი­უ­რი დღე-სას­წა­უ­ლე­ბი, შობა, აღ­დგო­მა, ესაა ბმა ცასა და მი­წას შო­რის.

- ბა­ტო­ნო ლადო, დღეს აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კო­ბენ გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე...

- "გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სი"- უფრო მი­სა­ღე­ბია, კაცი და ქალი თა­ნას­წო­რი ვე­რას­დროს იქ­ნე­ბი­ან, ქალი ყვე­ლაფ­რით უფრო მაღ­ლა დგას. ქალი არის სიყ­ვა­რუ­ლის პირ­ველ­წყა­რო, ემ­ბრი­ო­ნის, სი­ცო­ცხლის სა­ბუ­და­რი, ტკი­ვი­ლის მო­ნე­ლე­ბის, მსა­ხუ­რე­ბის ეტა­ლო­ნი. ასე­თი მწვერ­ვა­ლე­ბის დამ­პყრო­ბი ქალი, რო-გორ გინ­და, დაბ­ლა ჩა­მო­იყ­ვა­ნო და კაცს გა­უ­თა­ნაბ­რო? ქალი კი არის აღ­მა­ტე­ბუ­ლი, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა, კა­ცის საქ­მეს აკე­თებ­დეს, ქალი არ უნდა იყოს მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვის პი­ლო­ტი ან სამ­ხედ­რო. თუ ქალს წვი­მა­ში გა­რეთ არ და­ა­ყე­ნებ, მო­უფრ­თხილ­დე­ბი, სა­შიშ­რო­ე­ბის ქვეშ არ მო­უ­წევს ყოფ­ნა, მა­შინ აკე­თოს ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მე, რაც მოს­წონს.

- მარ­თა­ლია, ჩვე­ნი რე­ლი­გია კრძა­ლავს ქორ­წი­ნე­ბამ­დე წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ხში­რია მსგავ­სი ფაქ­ტი.

- ამა­ზე პა­სუხს გაგ­ცემთ, რო­გორც მამა და რო­გორც ბა­ბუა, თან, ამ სა­კითხს ჩემი მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბია-ბა­ბუ­ის პრიზ­მის ქვეშ გა­ვა­ტა­რებ. ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­უ­ზღუ­და­ვია, თა­ვი­სუფ­ლე­ბა თა­ვად­ვე გვი­წე­სებს ჩარ­ჩო­ებს. თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია და­იც­ვას ან არ და­იც­ვას ტრა­დი­ცი­ე­ბი. თუ ჩვენ ტრა­დი­ცი­ებს პა­ტივს ვცემთ და ოდ­ნავ მა­ინც გვაქვს მოკ­რძა­ლე­ბა ცად ახედ­ვი­სა, მა­შინ მეტი და­ფიქ­რე­ბი­თა და მო­რი­დე­ბით უნდა მი­ვუდ­გეთ ამ სა­კითხს. თუ ქორ­წი­ნე­ბამ­დე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, მხო­ლოდ ლი­ბი­დოს დო­ნე­ზე, მხო­ლოდ ვნე­ბით არ წყდე­ბა, მა­შინ მი­სა­ღე­ბია. თქვენ გგო­ნი­ათ, ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცია წყვეტს რა­მეს? ეს კი არაა მთა­ვა­რი, არა­მედ იმ გრძნო­ბის გაფრ­თხი­ლე­ბა, ნდო­ბა და ღვთის­თვის შეთ­ქმა, რომ წყვი­ლი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე და მას შემ­დე­გაც ერ­თად იქ­ნე­ბა, ესაა მთა­ვა­რი, ამი­ტომ ეს ტრა­დი­ცია უნდა და­ვიც­ვათ, ჯვრის აყრა კი ძა­ლი­ან დიდი ცოდ­ვაა, ამი­ტომ დიდი და­ფიქ­რე­ბაა სა­ჭი­რო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ისევე მიყვარს ჩემი მეუღლე, როგორც მიყვარდა...''

"ისევე მიყვარს ჩემი მეუღლე, როგორც მიყვარდა...''

ექიმ და ''პალიტრა TV''-ს გადაცემის წამყვან ლადო კახაძისთვის ტრადიციასთან ასოცირდება ყველა ის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც ჩვენს ერს, ქვეყანას დასაბამიდან მოსდგამს, ეს იქნება ქართული ანბანი, ''ვეფხისტყაოსანი'', ცეკვა, მწერლობა, პოეზია თუ სხვა...

- ერთი ფილოსოფოსი ბრძანებს, კუჭის უპირატესობა ტვინთან შედარებით ისაა, რომ თუ კუჭს რამე არ მოეწონება, უკან იღებს, ტვინი კი ნებისმიერ მიწვდილ ინფორმაციას ინახავს. ჩვენი ტრადიციები ყველაფერს ინახავს, მაგრამ რომელს გამოიყენებ და როგორ, რამდენად სწორად, ეს უკვე ინდივიდზე, მემკვიდრეზეა დამოკიდებული, ვინც ამ ტრადიციების მოვლა-პატრონობა იკისრა.

- რომელი ტრადიციაა, თქვენი აზრით, დრომოჭმული?

- ცალსახად შემიძლია, დავასახელო ქელეხი. მე პანაშვიდებზე დავდივარ, დაკრძალვა თუ სამუშაო დღეს უწევს, არ მცალია, უამრავი პაციენტი მელოდება კლინიკაში, ზოგს გადაუდებლად სჭირდება დახმარება და ამიტომ ვერ ვახერხებ წასვლას. სამძიმრის თქმა, მატერიალური დახმარება, სულიერი, სიტყვიერი შეწევნა, ეკლესიაში ლოცვა, სანთლის დანთება მისაღებია, მაგრამ სუფრა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ – არა, გავაუკუღმართეთ ეს ტრადიცია და ამაში დამნაშავენი ჩვენ ვართ. მე ტრადიციაში კი არ ვხედავ დანაშაულს, არასწორ მიდგომაშია საქმე, მემკვიდრეებმა ვერ ვივარგეთ. ვყოფილვარ მეგობრის, ახლობლის ჭირის მაგიდის თამადა, ჩემზე უბედური კაცი არაა იმ ადამიანის გასტუმრების გამო და თან, დამეთანხმებით, რომ ასეთ ვითარებაში თითოეულ სიტყვას დიდი სიფრთხილით წარმოთქმა სჭირდება. მაგრამ ამ დროს რამდენიმე ადამიანის გარდა, თითქმის აღარ რჩება ამ სიტყვის გამგონი. სწორედ ამიტომ, სადაც მიმიწვდება ხმა, ყველგან ვამბობ, ქელეხში ნუ წავალთ-მეთქი, მე რომ არ წავალ, შენ რომ არ წახვალ, ჭირისუფალიც აღარ გააკეთებს. საკურთხი ძალიან ვიწრო წრისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, ან კიდევ ეკლესიაში უნდა ურიგდებოდეს უპოვრებს. ჩამოთვლილი მიზეზების გამო არ მიყვარს ეს ტრადიცია, თორემ, მაგალითად, ჯვრისწერა ძალიან მომწონს.

- ქორწილის ტრადიციაზე რას ფიქრობთ?

- მე და ჩემს მეუღლეს ქორწილი არ გადაგვიხდია, პატივი ვეცით უფროსი თაობის ძაძებში ყოფნას. სახლში, საახლობლო წრეში აღვნიშნეთ ოჯახის შექმნა. ძალიან მიყვარს ნიშნობის ცერემონია, ჯვრისწერა, ქორწილის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ აქაც პომპეზურობაა გამაღიზიანებელი, ''ჩანგალზე კაცი''ქორწილში არ უნდა მოდიოდეს. გარდა ამისა, მიყვარს რელიგიური დღე-სასწაულები, შობა, აღდგომა, ესაა ბმა ცასა და მიწას შორის.

- ბატონო ლადო, დღეს აქტიურად ლაპარაკობენ გენდერულ თანასწორობაზე...

- ''გენდერული ბალანსი''- უფრო მისაღებია, კაცი და ქალი თანასწორი ვერასდროს იქნებიან, ქალი ყველაფრით უფრო მაღლა დგას. ქალი არის სიყვარულის პირველწყარო, ემბრიონის, სიცოცხლის საბუდარი, ტკივილის მონელების, მსახურების ეტალონი. ასეთი მწვერვალების დამპყრობი ქალი, რო-გორ გინდა, დაბლა ჩამოიყვანო და კაცს გაუთანაბრო? ქალი კი არის აღმატებული, მაგრამ არ შეიძლება, კაცის საქმეს აკეთებდეს, ქალი არ უნდა იყოს მოიერიშე თვითმფრინავის პილოტი ან სამხედრო. თუ ქალს წვიმაში გარეთ არ დააყენებ, მოუფრთხილდები, საშიშროების ქვეშ არ მოუწევს ყოფნა, მაშინ აკეთოს ნებისმიერი საქმე, რაც მოსწონს.

- მართალია, ჩვენი რელიგია კრძალავს ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრებას, მაგრამ რეალურად ხშირია მსგავსი ფაქტი.

- ამაზე პასუხს გაგცემთ, როგორც მამა და როგორც ბაბუა, თან, ამ საკითხს ჩემი მშობლებისა და ბებია-ბაბუის პრიზმის ქვეშ გავატარებ. ადამიანის თავისუფლება შეუზღუდავია, თავისუფლება თავადვე გვიწესებს ჩარჩოებს. თავისუფალ ადამიანს შეუძლია დაიცვას ან არ დაიცვას ტრადიციები. თუ ჩვენ ტრადიციებს პატივს ვცემთ და ოდნავ მაინც გვაქვს მოკრძალება ცად ახედვისა, მაშინ მეტი დაფიქრებითა და მორიდებით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. თუ ქორწინებამდე თანაცხოვრება, მხოლოდ ლიბიდოს დონეზე, მხოლოდ ვნებით არ წყდება, მაშინ მისაღებია. თქვენ გგონიათ, ქორწინების რეგისტრაცია წყვეტს რამეს? ეს კი არაა მთავარი, არამედ იმ გრძნობის გაფრთხილება, ნდობა და ღვთისთვის შეთქმა, რომ წყვილი სიცოცხლის ბოლომდე და მას შემდეგაც ერთად იქნება, ესაა მთავარი, ამიტომ ეს ტრადიცია უნდა დავიცვათ, ჯვრის აყრა კი ძალიან დიდი ცოდვაა, ამიტომ დიდი დაფიქრებაა საჭირო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია