სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მანქანაში გარდაცვლილის გარდა იყო სხვა პიროვნება ..." - ეროსი კიწმარიშვილის ძმა მკვლელობის ახალ ვერსიაზე
"მანქანაში გარდაცვლილის გარდა იყო სხვა პიროვნება ..." - ეროსი კიწმარიშვილის ძმა მკვლელობის ახალ ვერსიაზე

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, გარ­დაც­ვლი­ლის ავ­ტო­მო­ბილ­ში დღეს ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და. ქა­ლა­ქის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში ექ­სპერ­ტი­ზა სამ სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად მათ აღად­გი­ნეს სუ­რა­თი, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე.

დღე­ვან­დელ ექ­სპერ­ტი­ზა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო პი­როვ­ნე­ბამ, რო­მე­ლიც პა­რა­მეტ­რე­ბით ჰგავს ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს. ეს პი­როვ­ნე­ბა ჩას­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში და მოხ­და გან­სა­ზღვრა იმის, კონ­კრე­ტუ­ლად რა ტრა­ექ­ტო­რი­ით მოხ­და ტყვი­ის გას­რო­ლა და ასე­ვე რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე.

ექ­სპერ­ტი­ზის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ერო­სი კრწმა­რიშ­ვი­ლის ძმა ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და. "ძა­ლი­ან მჭიდ­როდ იყო სკამ­ზე გა­და­წო­ლი­ლი, მიბ­ჯე­ნი­ლი იყო მთლი­ა­ნად ზურ­გით და თა­ვი­თაც. ეს მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რა­ღაც სხვა ვი­თა­რე­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლის გარ­და იყო სხვა პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ღვე­დით ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით უკ­ნი­დან ეწე­ო­და და ცდი­ლობ­და რაც შე­იძ­ლე­ბა კონ­ტროლ­ში ყო­ლო­და", - აცხა­დებს ზურა კიწ­მა­რიშ­ვი­ლი.

ექ­სპერ­ტი­ზის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას აკ­ვირ­დე­ბო­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი ზაზა ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი. მისი თქმით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვე­ბი, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რუს­თა­ვი 2" აქ­ვეყ­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მანქანაში გარდაცვლილის გარდა იყო სხვა პიროვნება ..." - ეროსი კიწმარიშვილის ძმა მკვლელობის ახალ ვერსიაზე

"მანქანაში გარდაცვლილის გარდა იყო სხვა პიროვნება ..." - ეროსი კიწმარიშვილის ძმა მკვლელობის ახალ ვერსიაზე

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, გარდაცვლილის ავტომობილში დღეს ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ქალაქის მთავარ სამმართველოში ექსპერტიზა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ექსპერტიზის შედეგად მათ აღადგინეს სურათი, თუ რა მდგომარეობაში იყო ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე.

დღევანდელ ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღო პიროვნებამ, რომელიც პარამეტრებით ჰგავს ეროსი კიწმარიშვილს. ეს პიროვნება ჩასვეს ავტომობილში და მოხდა განსაზღვრა იმის, კონკრეტულად რა ტრაექტორიით მოხდა ტყვიის გასროლა და ასევე რა მდგომარეობაში იყო ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე.

ექსპერტიზის მიმდინარეობას ეროსი კრწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი ესწრებოდა. "ძალიან მჭიდროდ იყო სკამზე გადაწოლილი, მიბჯენილი იყო მთლიანად ზურგით და თავითაც. ეს მაფიქრებინებს, რაღაც სხვა ვითარებაზე. მაგალითად იმაზე, რომ შეიძლება მანქანაში გარდაცვლილის გარდა იყო სხვა პიროვნება, რომელიც ღვედით ან სხვა საშუალებით უკნიდან ეწეოდა და ცდილობდა რაც შეიძლება კონტროლში ყოლოდა", - აცხადებს ზურა კიწმარიშვილი.

ექსპერტიზის მიმდინარეობას აკვირდებოდა დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი. მისი თქმით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაჩნდა კონკრეტული კითხვები, რომელსაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" აქვეყნებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ