სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
''დევი'' და პენელოპა კრუსის ორეული ერთმანეთს ''დილის პალიტრაში'' შეხვდნენ - როგორია ''პალიტრა TV''-ს განახლებული ეთერი
''დევი'' და პენელოპა კრუსის ორეული ერთმანეთს ''დილის პალიტრაში'' შეხვდნენ - როგორია ''პალიტრა TV''-ს განახლებული ეთერი

ახა­ლი სე­ზო­ნი­დან "პა­ლიტ­რა TV"-ს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და დიდი გეგ­მე­ბი აქვს, თუმ­ცა ამას თა­ვის ერ­თგულ მა­ყუ­რე­ბელს ნელ-ნელა შე­მოგ­ვა­პა­რებს, მა­ნამ­დე კი იმ გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც გა­სულ კვი­რას უკვე აიღო სტარ­ტი. ეს გახ­ლავთ დი­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­და­ცე­მა "დი­ლის პა­ლიტ­რა", რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე რვი­დან ათ სა­ა­თამ­დე ადრე გაღ­ვი­ძე­ბის მოყ­ვა­რულ­თა გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბას შე­ეც­დე­ბა. გა­და­ცე­მა ეთერ­ში ახა­ლი ფორ­მა­ტით გა­ვი­და და მას ჰყავს ორი წამ­ყვა­ნი, რო­მელ­თა­გან არც ერთს არ ჰქო­ნია დი­ლის გა­და­ცე­მის გა­ძღო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა - ჟურ­ნა­ლის­ტი ეთო ფურ­ცხვა­ნი­ძე და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ირაკ­ლი გო­გო­ლა­ძე. ისი­ნი მარ­თლაც ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო წყვილს ქმნი­ან და ერ­თმა­ნეთ-თან ეთერ­ში ქიშ­პო­ბა­საც არ ერი­დე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, ირაკ­ლი ეთოს გა­საბ­რა­ზებ­ლად ეთერს ეძა­ხის... თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს ეკ­რან­ზე თა­ვად ნა­ხავთ. დღეს კი ამ წყვილს ახ­ლოს გა­გაც­ნობთ.

სხვა­თა შო­რის, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ორი­ვე წამ­ყვა­ნი და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი გახ­ლავთ და თა­ნაც, ას­ტრო­ლოგ­მა უთხრა, რომ მათი ჰო­როს­კო­პის ნიშ­ნე­ბიც თავ­სე­ბა­დია...

ეთოს საკ­მა­ოდ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­რეგ­ნო­ბა აქვს, სა­ნამ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან მის მსგავ­სე­ბა­ზე გე­ტყვით ორი­ოდ სი­ტყვას, მა­ნამ­დე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ის ბრე­კე­ტებს ატა­რებს, თუმ­ცა, რო­გორც გვი­თხრა, ორ თვე­ში მათ მოხ­სნას აპი­რებს. ეთოს რუს­კა მა­ყაშ­ვილ­სა და პე­ნე­ლო­პა კრუს­საც ამ­სგავ­სე­ბენ. თა­ვად რას ფიქ­რობს ამ მსგავ­სე­ბა­ზე? "სა­ნამ რუს­კა პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბო­და, მა­ნამ­დე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ჩემი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იც­ნობ­დნენ, რომ მას ვგავ­დი. ასე­ვე ძა­ლი­ან ხში­რად მამ­სგავ­სე­ბენ პე­ნე­ლო­პა კრუს­საც...", თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ახა­ლი სა­ხეა, სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა სწო­რედ თა­ვი­სი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით სურს.

- ეთო, შენი გრძე­ლი ფე­ხე­ბით "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში", ვიცი, რომ ახლა არ შე­მო­გი­ბი­ჯე­ბია.

- (იცი­ნის) ჩემი გრძე­ლი ფე­ხე­ბით და მა­შინ 15 კი­ლო­თი მეტი წო­ნით "პა­ლიტ­რა­ში" შე­მო­ვა­ბი­ჯე მას შემ­დეგ, რაც "ამ­ბე­ბი. ჯი"-ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ის­თვის სივი გა­მო­ვაგ­ზავ­ნე და და­მი­ძა­ხეს. მე­დია-ჰოლ­დინ­გში უკვე ერთი წე­ლია, არ­სე­ბობ­და "პა­ლიტ­რა TV", რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მა­შინ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს, რომ უფრო მე­ტად "პა­ლიტ­რა TV"-ში ვჭირ­დე­ბო­დი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რად. ზუს­ტად სამ თვე­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს სა­ი­ტის რე­დაქ­ტო­რის პოსტზე. ამ გრძე­ლი ფე­ხე­ბით, მი­ნი­მუმ, კი­დევ ოთხი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი (იცი­ნის). რე­დაქ­ტო­რო­ბი­დან ამ დრომ­დე უკვე ორი წელი გა­ვი­და. სა­ი­ტის რე­დაქ­ტო­რი ახ­ლაც გახ­ლა­ვართ. ჩემს პირ­ვე­ლად შვი­ლად მი­მაჩ­ნია "პა­ლიტ­რა TV", დღე­ში 50 000 მომ­ხმა­რე­ბე­ლი გვყავს, რაც ძა­ლი­ან ბევ­რია. მი­ხა­რია, რომ დაგ­ვე­მა­ტა ტე­ლე­ვი­ზია და მა­უ­წყებ­ლო­ბა და­ვი­წყეთ, შეგ­ვიძ­ლია, ჩვე­ნი ხმა მი­ვაწ­ვდი­ნოთ უფრო მეტ მა­ყუ­რე­ბელს იმ დროს­თან შე­და­რე­ბით, რო­დე­საც მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტით ვმა­უ­წყებ­ლობ­დით. რაც შე­ე­ხე­ბა დი­ლის გა­და­ცე­მას, ტელე-რა­დი­ოჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. დღეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პია, იმე­დია, მა­საც დავძლევ და წარ­მა­ტე­ბით გა­ვივ­ლი.

ირაკ­ლი:

- "პა­ლიტ­რა TV"-სთან ეს ჩემი პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა არ არის. "გა­ნო­სა და კო­ტეს" შო­უ­ში, რო­გორც მე­ზო­ბე­ლი, ისე ვერ­თვე­ბო­დი ხოლ­მე. რეკ­ლა­მას ვუ­წევ­დი გარ­კვე­ულ პრო­დუქ­ცი­ას, კვი­რა­ში ორ­ჯერ. პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ვარ. ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან მა­ნამ­დეც მი­თა­ნამ­შრომ­ლია, რამ­დე­ნი­მე სე­რი­ალ­შიც მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მქონ­და შე­ხე­ბა გახ­მო­ვა­ნე­ბას­თა­ნაც, თუმ­ცა არა ინ­ტენ­სი­უ­რად. რო­დე­საც დი­ლის გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა­ზე მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, პირ­ვე­ლად დრო­ის ფაქ­ტორ­ზე დავ­ფიქ­რდი. დი­ლას ადრე ად­გო­მას ვგუ­ლის­ხმობ. ჯერ­ჯე­რო­ბით ახ­ლაც შე­გუ­ე­ბის პრო­ცეს­ში ვარ, რად­გან ჩემი სამ­სა­ხუ­რი, პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საკ­მა­ოდ გვი­ან მთავ­რდე­ბა ხოლ­მე, ხან რე­პე­ტი­ცი­აა, ხან - გა­და­ღე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით მაქვს მცი­რე პა­უ­ზა, მაგ­რამ ეს ალ­ბათ, მხო­ლოდ ორ კვი­რას თუ გას­ტანს. თე­ატ­რში ახ­ლა­ხან გა­იხ­სნა სე­ზო­ნი და ისე­თი დატ­ვირ­თვა არ არის, მაგ­რამ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ მო­ზარ­დებს ვზრდით.

- ბევ­რი მგე­ლი გი­თა­მა­შია ალ­ბათ...

- მგე­ლი არა, ძი­რი­თა­დად, დე­ვებს გან­ვა­სა­ხი­ე­რებ, ჯუ­ჯაც მი­თა­მა­შია. ისევ გა­და­ცე­მას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, დი­ლის ექ­ვსზე ვდგე­ბი, მაგ­რამ ალ­ბათ, გა­დავ­წევ ამ დროს და შვიდ­ზე ავ­დგე­ბი ხოლ­მე. შუ­ა­დღეს უკვე მი­ჭირს თა­ვის კონ­ტრო­ლი, მე­ძი­ნე­ბა (იღი­მის). უნდა მო­ვა­ხერ­ხო ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად, სხვა რა გზაა.

ეთო:

- მგო­ნი, მეც უძი­ლო­ბა და­მე­წყო ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო, რა­საც ღია ეთე­რი ჰქვია. დი­ლის 5 სა­ათ­ზე მეღ­ვი­ძე­ბა. ეთერ­ში რომ ჩან­ხარ, უნდა ისა­უბ­რო, ეს ამ ეტაპ­ზე ცოტა მაბ­ნევს. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბის გამო ღა­მით გა­მეღ­ვი­ძა და ვე­ღარ და­ვი­ძი­ნე. მაღ­ვი­ძა­რას გა­რე­შე 5-ზე უკვე მღვი­ძავს. სულ მგო­ნია, რომ რა­ღაც გა­მომ­რჩე­ბა, მა­კი­ა­ჟის ან ვარ-ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბას ვერ მო­ვას­წრებ...

- პირ­ველ­მა ეთერ­მა რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

ირაკ­ლი:

- სპექ­ტაკ­ლის წინა ნერ­ვი­უ­ლო­ბას ამას ვერ შე­ვა­და­რებ. არ ვიცი, რა იყო ამის მი­ზე­ზი, მაგ­რამ უშუ­ა­ლოდ ეთე­რის წინ არ მი­ნერ­ვი­უ­ლია. შე­საძ­ლოა, ასა­კის ბრა­ლია, დავ­ბერ­დი და აღარ ვღე­ლავ.

- თქვენს წყვილ­ზე რას იტყვი?

- ორი კვი­რაა, რაც ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ. ჩვენ რა­ღა­ცებ­ზე წი­ნას­წარ შევ­თან­ხმდით. მა­გა­ლი­თად, მის­თვის ცუ­დად კი არა, კარ­გად რა­ღაც რომ მე­კად­რე­ბი­ნა, ვკი­თხე, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და.

ეთო:

- გა­და­წყვი­ტა, რომ ღია ეთერ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მე­ძა­ხოს ეთე­რი, რად­გან ეთერს უხ­დე­ბა. მკი­თხა, ხომ არ გე­წყი­ნე­ბა, ასე რომ და­გი­ძა­ხოო. მე ვუ­პა­სუ­ხე, არ მე­წყი­ნე­ბა, რად­გან მა­მა­ჩემ­მა უკვე მი­წო­და ეს სა­ხე­ლი-მეთ­ქი (იცი­ნის). 26 წლის წინ მა­მა­ჩემ­მა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ ვი­ღაც ეთერს მა­ინც და­მი­ძა­ხებ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

''დევი'' და პენელოპა კრუსის ორეული ერთმანეთს ''დილის პალიტრაში'' შეხვდნენ - როგორია ''პალიტრა TV''-ს განახლებული ეთერი

''დევი'' და პენელოპა კრუსის ორეული ერთმანეთს ''დილის პალიტრაში'' შეხვდნენ - როგორია ''პალიტრა TV''-ს განახლებული ეთერი

ახალი სეზონიდან ''პალიტრა TV''-ს საკმაოდ საინტერესო და დიდი გეგმები აქვს, თუმცა ამას თავის ერთგულ მაყურებელს ნელ-ნელა შემოგვაპარებს, მანამდე კი იმ გადაცემის შესახებ, რომელმაც გასულ კვირას უკვე აიღო სტარტი. ეს გახლავთ დილის განახლებული გადაცემა ''დილის პალიტრა'', რომელიც ყოველდღე რვიდან ათ საათამდე ადრე გაღვიძების მოყვარულთა გამხიარულებას შეეცდება. გადაცემა ეთერში ახალი ფორმატით გავიდა და მას ჰყავს ორი წამყვანი, რომელთაგან არც ერთს არ ჰქონია დილის გადაცემის გაძღოლის გამოცდილება - ჟურნალისტი ეთო ფურცხვანიძე და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ირაკლი გოგოლაძე. ისინი მართლაც ძალიან სახალისო წყვილს ქმნიან და ერთმანეთ-თან ეთერში ქიშპობასაც არ ერიდებიან. მაგალითად, ირაკლი ეთოს გასაბრაზებლად ეთერს ეძახის... თუმცა ყველაფერს ეკრანზე თავად ნახავთ. დღეს კი ამ წყვილს ახლოს გაგაცნობთ.

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ორივე წამყვანი დასაოჯახებელი გახლავთ და თანაც, ასტროლოგმა უთხრა, რომ მათი ჰოროსკოპის ნიშნებიც თავსებადია...

ეთოს საკმაოდ დამახასიათებელი გარეგნობა აქვს, სანამ ცნობილ ადამიანებთან მის მსგავსებაზე გეტყვით ორიოდ სიტყვას, მანამდე უნდა აღინიშნოს, რომ ის ბრეკეტებს ატარებს, თუმცა, როგორც გვითხრა, ორ თვეში მათ მოხსნას აპირებს. ეთოს რუსკა მაყაშვილსა და პენელოპა კრუსსაც ამსგავსებენ. თავად რას ფიქრობს ამ მსგავსებაზე? ''სანამ რუსკა პოპულარული გახდებოდა, მანამდე მეუბნებოდნენ ჩემი მეგობრები, რომლებიც იცნობდნენ, რომ მას ვგავდი. ასევე ძალიან ხშირად მამსგავსებენ პენელოპა კრუსსაც...'', თუმცა ვინაიდან ჩვენი რესპონდენტი ტელევიზიაში ახალი სახეა, საკუთარი თავის დამკვიდრება სწორედ თავისი სახელითა და გვარით სურს.

- ეთო, შენი გრძელი ფეხებით ''პალიტრა მედიაში'', ვიცი, რომ ახლა არ შემოგიბიჯებია.

- (იცინის) ჩემი გრძელი ფეხებით და მაშინ 15 კილოთი მეტი წონით ''პალიტრაში'' შემოვაბიჯე მას შემდეგ, რაც ''ამბები. ჯი''-ზე გამოცხადებული ვაკანსიისთვის სივი გამოვაგზავნე და დამიძახეს. მედია-ჰოლდინგში უკვე ერთი წელია, არსებობდა ''პალიტრა TV'', რომლის შესახებაც მაშინ არაფერი ვიცოდი. გასაუბრების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტად ''პალიტრა TV''-ში ვჭირდებოდი ადმინისტრატორად. ზუსტად სამ თვეში გადამიყვანეს საიტის რედაქტორის პოსტზე. ამ გრძელი ფეხებით, მინიმუმ, კიდევ ოთხი ნაბიჯი გადავდგი (იცინის). რედაქტორობიდან ამ დრომდე უკვე ორი წელი გავიდა. საიტის რედაქტორი ახლაც გახლავართ. ჩემს პირველად შვილად მიმაჩნია ''პალიტრა TV'', დღეში 50 000 მომხმარებელი გვყავს, რაც ძალიან ბევრია. მიხარია, რომ დაგვემატა ტელევიზია და მაუწყებლობა დავიწყეთ, შეგვიძლია, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ უფრო მეტ მაყურებელს იმ დროსთან შედარებით, როდესაც მხოლოდ ინტერნეტით ვმაუწყებლობდით. რაც შეეხება დილის გადაცემას, ტელე-რადიოჟურნალისტი ვარ და ეს შემოთავაზება ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. დღეს ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია, იმედია, მასაც დავძლევ და წარმატებით გავივლი.

ირაკლი:

- ''პალიტრა TV''-სთან ეს ჩემი პირველი შეხება არ არის. ''განოსა და კოტეს'' შოუში, როგორც მეზობელი, ისე ვერთვებოდი ხოლმე. რეკლამას ვუწევდი გარკვეულ პროდუქციას, კვირაში ორჯერ. პროფესიით მსახიობი ვარ. ტელევიზიასთან მანამდეც მითანამშრომლია, რამდენიმე სერიალშიც მიმიღია მონაწილეობა, მქონდა შეხება გახმოვანებასთანაც, თუმცა არა ინტენსიურად. როდესაც დილის გადაცემის წაყვანაზე მივიღე შემოთავაზება, პირველად დროის ფაქტორზე დავფიქრდი. დილას ადრე ადგომას ვგულისხმობ. ჯერჯერობით ახლაც შეგუების პროცესში ვარ, რადგან ჩემი სამსახური, პროფესიიდან გამომდინარე, საკმაოდ გვიან მთავრდება ხოლმე, ხან რეპეტიციაა, ხან - გადაღება. დღესდღეობით მაქვს მცირე პაუზა, მაგრამ ეს ალბათ, მხოლოდ ორ კვირას თუ გასტანს. თეატრში ახლახან გაიხსნა სეზონი და ისეთი დატვირთვა არ არის, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენ მოზარდებს ვზრდით.

- ბევრი მგელი გითამაშია ალბათ...

- მგელი არა, ძირითადად, დევებს განვასახიერებ, ჯუჯაც მითამაშია. ისევ გადაცემას რომ დავუბრუნდეთ, დილის ექვსზე ვდგები, მაგრამ ალბათ, გადავწევ ამ დროს და შვიდზე ავდგები ხოლმე. შუადღეს უკვე მიჭირს თავის კონტროლი, მეძინება (იღიმის). უნდა მოვახერხო ყველაფერი ერთად, სხვა რა გზაა.

ეთო:

- მგონი, მეც უძილობა დამეწყო ამ პასუხისმგებლობის გამო, რასაც ღია ეთერი ჰქვია. დილის 5 საათზე მეღვიძება. ეთერში რომ ჩანხარ, უნდა ისაუბრო, ეს ამ ეტაპზე ცოტა მაბნევს. ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ ნერვიულობის გამო ღამით გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე. მაღვიძარას გარეშე 5-ზე უკვე მღვიძავს. სულ მგონია, რომ რაღაც გამომრჩება, მაკიაჟის ან ვარ-ცხნილობის გაკეთებას ვერ მოვასწრებ...

- პირველმა ეთერმა როგორ ჩაიარა?

ირაკლი:

- სპექტაკლის წინა ნერვიულობას ამას ვერ შევადარებ. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ უშუალოდ ეთერის წინ არ მინერვიულია. შესაძლოა, ასაკის ბრალია, დავბერდი და აღარ ვღელავ.

- თქვენს წყვილზე რას იტყვი?

- ორი კვირაა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ჩვენ რაღაცებზე წინასწარ შევთანხმდით. მაგალითად, მისთვის ცუდად კი არა, კარგად რაღაც რომ მეკადრებინა, ვკითხე, რა რეაქცია ექნებოდა.

ეთო:

- გადაწყვიტა, რომ ღია ეთერში აუცილებლად უნდა მეძახოს ეთერი, რადგან ეთერს უხდება. მკითხა, ხომ არ გეწყინება, ასე რომ დაგიძახოო. მე ვუპასუხე, არ მეწყინება, რადგან მამაჩემმა უკვე მიწოდა ეს სახელი-მეთქი (იცინის). 26 წლის წინ მამაჩემმა იწინასწარმეტყველა, რომ ვიღაც ეთერს მაინც დამიძახებდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება