"არც პური და არც სანახაობა" - ქართული შოუბიზნესის განადგურების მიზეზები

"არც პური და არც სანახაობა" - ქართული შოუბიზნესის განადგურების მიზეზები

ქვეყანაში როგორც ბევრ სფეროს, შოუბიზნესსაც საოცრად უჭირს: კონცერტს, იშვიათი გამონაკლისის გრდა, არც ერთი მომღერალი არ ატარებს, არც კრებითი კონცერტ-შოუები იმართება; კლიპის გადაღებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია; ხმის ჩამწერ სტუდიებშიც აქტიურად ძალიან ცოტა მომღერალი მუშაობს...

ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს სფერო საქართველოში მკვდარია! უბრალოდ, არიან თითზე ჩამოსათვლელი მუსიკოსები (ლელა წურწმია, ანრი ჯოხაძე, დათო გომართელი), რომლებიც მიუხედავად სირთულეებისა, არ ჩერდებიან, მუშაობენ და ერთ ადგილზე გაყინვას, მაინც მოძრაობა ურჩევნიათ...

ამ სფეროში არსებული პრობლემების შესახებ შევეცადეთ, ამ დარგის რამდენიმე წარმომადგენელს გავსაუბრებოდით. დიალოგში რამდენიმე მთავრი მიზეზი გამოიკვეთა, რომელზე ყურადღების გამახვილებაც ქართველ მუსიკოსებს არ აწყენდათ.

ანრი ჯოხაძე, მომღერალი:

- პრობლემა მაინც იმაშია, რომ ხალხს მატერიალურად ძალიან უჭირს. თან, ისე გაუჭირდა, რომ დარწმუნებული ვარ, რეგიონში რამე კონცერტი რომ დაგეგმო, შეიძლება, მომღერალმა სამლარიანი ბილეთიც ვერ გაყიდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხში ფული გაქრა. აქედან გამომდინარე, დიდი კონცერტები დედაქალქში ფაქტობრივად, აღარ იმართება. ამას რეგიონის კონცერტებიც მიჰყვა... ბოლოს ურეკის სეზონის დახურვაზე ვიმღერე...

- მოკლედ, პურს თუ ვერ იღებენ ადამიანები, სანახაობა მაინც უნდა ჰქონდეთ... ქვეყნის ხელისუფლებამ ამ მიმართუებით ხომ უნდა იფიქროს?

- არ მგონია, რომ სახელმწიფო ამაზე უნდა ფიქრობდეს და ზრუნავდეს. ამ მიმართულებით ერთდერთი გამონაკლისი ის არის, რომ შოუბიზნესში არიან ისეთი მაგარი, დამსახურებული ადამიანები, რომელთაც სახელმწიფომ ანგარიში უნდა გაუწიოს...

- რას გულისხმობ? მთლიანად დაუფინანსოს კონცერტი, კლიპი და ალბომი?

- მაგალითად, კონცერტი დაუფინანსონ ისეთ დიდ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე. ადამიანები, რომლებმაც ქართულ ესტრადაზე ეპოქა შექმნეს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვადებულია, მათ მხარში დაუდგეს, რაც ქვეყანაში ყოველთვის ხდებოდა...

მოკლედ, ვფიქრობ, რომ თუ საქართველოში სოცილაური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ეს სიტუაცია პირდაპირ აისახება, არა მარტო შოუბიზნესზე, არამედ ძალიან ბევრ დარგზე, ცხოვრება გამოცოცხლდება. თუმცა პრობლემა ზოგიერთ ჩემს კოლეგაშიც არის, რომელსაც შეუძლია მუდმივად რაღაც აკეთოს და სიახლე შემოაგდოს არენაზე, მაგრამ პასიურობით თავადაც აგებენ და არც საქმე მიდის წინ.

- ბევრი შემოქმედისგან განსხვავებით, საქმიანობას და მოქმედებას ახერხებ. რაზეა ეს დამოკიდებული, მხოლოდ სურვილზე?

- უბრალოდ ვიცი, რომ სხვა საქმე არ გამაჩნია, მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და საერთოდ მიყვარს კეთება. ამიტომ, სულ იმის ფიქრში ვარ, რა შევქმნა, როგორი კლიპი გადავიღო, მაყურებელს რა მოეწონება.

- და ფულზე არასდროს ფიქრობ?

- იმდენად მოწადინებული ვარ, როდესაც მუშაობას ვიწყებ, ფულზე არ ვფიქრობ. მინდა, სულ სიახლეები ვაკეთო. ფული უკვე ყველაზე ბოლო საფეხურია...

- რადგანაც იცი, რომ თუ ხარისხიან პროდუქტს შექმნი, ეს უკვე უდრის ფულს?

- კადნიერებაში არ ჩამომართვათ და ისეთი იდეები მომდის, რომ იმით ადვილად ინტერესდება ესა თუ ის წარმატებული ბიზნესმენი. მოსწონს ჩემი გაკეთებული საქმე.

მოკლედ, მაინც მგონია, რომ ყველაფრის თავი და თავი სურვილი და მონდომებაა. ჩვენს მომღერლებს რომ გადავახედოთ, ერთი ლელა წურწუმია მახსენდება, რომელიც მუდმივად ჩარტულია შრომით რეჟიმში. ვმუშაობთ, რაღაც გამოგვდის, რაღაც ის არა, მაგრამ სტაგნაციას სჯობია, რადგანაც ერთ ადგილზე გაყინვა საშინელებაა. შემოქმედებმა ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ სახლის კარზე არავინ მოგვიკაკუნებს და არ შემოგვთავაზებს ფართო სივრცეს, თვითონ თუ არ შევქმენით.

ქვეყანაც უნდა ამუშავდეს და მეტად - მომღელები. ბოლოს რომელმა რა სიმღერა ჩაწერა და წარმოადგინა, შეიძლება ვერც გაიხსენოთ...

მაკა ზამბახიძე, მომღერალი:

- იმდენი ხანია, კონცერტი არ მქონია, რომ რა გითხრათ, ბოლოს, სეზონის დახურა იყო ურეკლში და მაყურებლის წინაშე იქ გამოვედი. და ისევ შევიგრძენი ხალხის სიყვარული და სითბო. კონცერტები წინა წლებში უფრო ატიურად ტარდებოდა.

ისე, როგორც რთულად არ უნდა იყოს საქმე, მუშაობა და მუშობაა უპირველესად საჭირო.

ისე, კი შეიძლება ვინმეს სიმღერებიც აქვს გაკეთებული, მაგრამ საკონცერტო დარბაზის დაქირავება იმხელა თანხებთან არის დაკავშირებული, რომ თუ სპონსორი არ ჰყავს, კონცერტს ვერ მართავს. სპონსორიც დიდი ფუფუნებაა.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა ის არის, რომ ვერა და ვერ მოხერხდა, რომ ერთი მუსიკალური არხი გაიხსნას, სადაც ქართველი შემსრულებლების ნამუშევრები იტრიალებს. ამის გარეშე მუსიკოსებს არ აქვთ მუშაობის სტიმული.

მერე მნიშვნელოვანია, რომ მომღერალს საკუთარი შემოქმედება ჰქონდეს და ე.წ. ქავერები არ გადაამღეროს (სხვისი სიმღერბი) და ამაზე ააგოს კარიერა. ვისაც თავის შემოქმედება აქვს, ის ძვირად ღირებული მუსიკოსია. ვინც ქავერებს ასრულებს, არც შემოქმედება აქვს და არც ფინანსები არ აქვს დახარჯული ნომრის გაკეთებაში. შესაბამისად ნაკლები ჰონარარიც სჭირდება... ასეთი ადამიანები საერთო საქმეს ხელს უშლიან...

- წინა წლებში ასე არ იყო, კონცერტები ხშირად იმართებოდაო, - აღნიშნე. ადრე ნაციონალების მთავრობა მართავდა ამა თუ იმ კონცერტს, რომელშიც მომღელები აქტიურად მონაწილებდით...

- პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს შოუბიზნესში. არ მიყვარს, როცა მთავრობის დახამრებით ვინმე კონცერტს მართავს. ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემი კონცერტი დაკავშირებული იყო ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან. ამის არანაირი სურვილი არ მაქვს.

მოკლედ, გულდასაწყვეტია, რომ გვყავს უნიჭიერესი მომღები, რომლებიც ვერ საქმიანობენ...

მეც მაქვს ბევრი სიმღერა გასაკეთებელი, მაგრამ ნელი ტემპით მიდის საქმე, რადგანაც ეს ბევრ შრომასა და ფინანსებს მოითხოვს...

- კარგი, ამ ჩიხიდან გამოსავალს რაში ხედავ?

- პირველ რიგში თუ მუსიკალური ტელევიზია გაკეთდება, მუსიკოსებიც ჩაებმებიან და უკვე მოუწევთ ამოქმედება. მერე ალბათ უკვე მოთხოვნაც იქნება და ამ ყველაფერს აზრი ექნება.

კახა მამულაშვილი, მამულიჩა, პროდიუსერი:

- საქართველო პატარა ქვეყანაა, თავისი ბევრი პრობლემით, ნახევარი მილიონი ლტოლვილით. ადამიანებს უჭირთ ცხოვრება. ყველაზე მთავარი სირთულე კი ის არის, რომ ქვეყანა ცხოვრეობს საინფორმაციო გამოშვებებით და ამით საზრდოობს. იღებენ მაქსიმალურად უარყოფით ინფორმაციებს. მათი მთავრი სანახაობა არის პოლიტიკა...

მომღელისთვის მთავრი და საარსებო წყარო ვინ არის, თუ არა მოსახლეობა. ისინი თუ ცუდად არიან, მომღერალიც ცუდად არის...

- ფაქტობრივად, სცენა და სატელევიზო ეთერი პოლიტიკამ დაიკავა... და კონცერტების მიმართ ინეტესიც აღარ არის და არც ტარდება.

- კონცერტებს თავი დავანებოთ, შოუბიზნესში სხვა რა კეთდება?! გასაგებია ქვეყანას უჭირს, მაგრამ თუ თავად მომღერალმა არ იმოქმედა, დიდი ბოდიში, არავინ არაფერს გაუკეთებს. და კიდევ მთავრი, - ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, არც ერთ მომღერალს არ ჰყავს პროდიუსერი და არც უნდათ მისი აყვანა. ფიქრობენ, რომ ამ ადამისნს ფული დასჭირდება და ათასი რაღაც. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ყველა ქვეყანაში ეს ეტაპი გასავლელია,  მაგრამ ამ ეტაპს ქართველი არასოდეს გაივლის... ქარველობის გამო. ნებისმიერ ქვეყანაში, ყველა მომღერალი პროდიუსერზეა დამოკიდებული. ვერ ვერავის შევაგნებინე. თუ პროდიუსერი არ გყავს, რაც არ უნდა ლამაზი, ტანადი, შუშპარა და მჩქეფარე იყო, შეიძელბა სდაღაც ერთი ორჯერ კონცერტზე გახვიდე, მაგრამ იმის იქით ვერ წახავლ, შემკვეთი არავინ დაგელაპარაკება.

- მოკლედ,  ამ უმოქმედობის მიზეზი ის არის, რომ სურვილი არ აქვთ მომღელებს, რომ წინ წავიდნენ?

- ჩვენ, ანუ მე და ლელა ძირითადად პრივატული საღამოებით ვართ დაკავებულები. ჩენთან ამის კულტურა პატრაა... მუშაობით ვისაც თვალს ვადევნებ, არიან: ნუ ჩვენ, ანრი ჯოხაძე, ნინო ჩხეიძე, ლაშა ღლონტი და დათო გომართელი... სიმღერაში თანხები თუ არ ჩადე, უკან ვერაფერს ამოიღებ.

- არც ახალი სიმღერები იწერება და არც კლიპებს არავინ იღებს...

- კლიპი რომ გადავიღო, ვისთვის? ვიდეო არა მარტო მე, მერაბ სეფაშვილმა, ნინი ბადურაშვილმა და ა.შ. ყველამ უნდა გადაიღოს. იყოს სპეციალური ტელევიზია, სადაც 10-ეულები გაკეთდება და მომღერელბს ერთმანეთთან შეჯიბრის საშუალება ექნებათ.

- როგორ გგონია, ჩიხიდან როდის გამოვალთ?

- არ უნდა მინდა ვიფიქრო, რომ სენი განუკურნებელია, მაგრამ ხალხს უნდა ემღერებოდეს. მხოლოდ მაგ შემთხვევაში გამოსწორდება სიტუაცია. იმდენი პრობლემა დაუგროვდათ, რომ ამა თუ იმ კონცერტზე წასვლას და იქ ფულის გადახდას, ურჩევნია, ოჯახს გამოუზოგოს საკუთარი თანხები...

შოუბიზნესი არ არის ის სფერო, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, თუმცა ხელისშეწყობა შეუძლია, მაგალითად, საკონცერტო არენდის თანხა დაუფინანსოს... მიუხედავად ამისა, უიმედოდ არასოდეს ვყოფილვარ, ოპტიმისტი ვარ მეც და ლილაც...

ლალი ფაცია

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება