ამერიკულმა სატირულმა გამომცემლობამ "ნეშენალ რეპორტმა" მკითხველებს შეატყობინა, რომ "ფეისბუქის" დამფუძნებელი და მმართველი მარკ ცუკერბერგი სოციალური ქსელის ფასიან სერვისად გადაქცევას აპირებდა. როგორც გამოცემა წერდა, გადასახადის ოდენობა 2.99 დოლარი უნდა ყოფილიყო, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებს ყოველთვიურად უნდა გადაეხადათ.
"დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე და ბოლოს გადავწყვიტე, რომ სააბონენტო გადასახადი დამეწესებინა. თუ არ დავაბალანსებთ ფულად გასავალს და შემოსავალს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში არსებობა შევწყვიტოთ" - ციტირებდა ჟურნალი მარკ ცუკერბერგს.
თუმცა გაირკვა, რომ ცუკერბერგს ამგვარი განცხადება არ გაუკეთებია.
ხუმრობა რომ დამაჯერებელი ყოფილიყო, სტატიის ავტორმა "ექსპერტთა" აზრიც გამოაქვეყნა.
"ეს მშვენიერი ამბავია "ფეისბუქის" აქციონერებისთვის. მიმდინარე წლის აგვისტოში "ფეისბუქზე" მილიარდ 317 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა. მათ სამ მეოთხედს მაინც რომ გადაეხადა გაწევრიანებაში ფული, კომპანია 3 მლნ დოლარის ოდენობის შემოსავალს მიიღებდა", - განაცხადა გამოგონილმა ანალიტიკოსმა.
აღსანიშნავია, რომ მსხვილი მედია პორტალები მიხვდნენ სტატიის სიყალბეს, თუმცა ამის შესახებ ნიუსების მომზადებაზე უარი არ უთქვამთ და მყვირალა სათაურებით "ფეისბუქის" მომხმარებლები დააბნიეს და შეაშინეს.
მომზადებულია ridus.ru-ს მიხედვით.