ბოლო 10 წლის განმავლობაში ტკვილგამაყუჩებელი წამლების გადაჭარბებული მოხმარებით აშშ-ში 4-ჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს ჩინოვნიკები ამ ციფრს საგანგაშოდ მიიჩნევენ.
ჯანდაცვის ფედერალური სამსახურების ცნობით, Vicodin-ის და Oxycontin-ის ზემოქმედებით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 100 000 ადამიანზე 1,4-დან 5,4-მდე გაიზარდა.
მხოლოდ 1999 წელს ამ პრეპარატებმა 3000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 2011 წელს კი - 12 000.
განსაკუთრებით მაღალია სიკვდილის მაჩვენებელი 55-64 წლის ასაკის პაციენტებს შორის.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.