სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მეგობრები მეუბნებიან, რომ გამოსწორების გზაზე ვდგავარ"
"მეგობრები მეუბნებიან, რომ გამოსწორების გზაზე ვდგავარ"

"ჩვენ, ადა­მი­ა­ნე­ბი, არა­ფერ­სა და ყვე­ლა­ფერს შო­რის ვდგა­ვართ. მარ­ჯვნივ ყვე­ლა­ფე­რია, მარ­ცხნივ - არა­ფე­რი. ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, შუ­ა­ში ვდგა­ვარ, მერე არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა", - გვი­თხრა "X ფაქ­ტო­რის" გა­მარ­ჯვე­ბულ­მა თორ­ნი­კე ყი­ფი­ან­მა , რო­მელ­საც ორი ტატუ აქვს: მარ­ჯვე­ნა ხე­ლის მა­ჯა­ზე "ყვე­ლა­ფე­რი" უწე­რია, მარ­ცხე­ნა­ზე - "არა­ფე­რი". თორ­ნი­კემ პრო­ექ­ტში გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ მიღ­წე­უ­ლით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბა და უამ­რა­ვი გეგ­მა აქვს.

- თორ­ნი­კე, ამ­ბო­ბენ, მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად­გი­ლოს­ნებს ივი­წყე­ბე­ნო. შენს შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ მოხ­და?

- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­უ­ბიზ­ნე­სი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ პი­რა­დად მე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს, მუ­სი­კა თა­ვი­სუფ­ლად და ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ვა­კე­თო. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტში. მი­მიწ­ვი­ეს ბორ­ჯო­მო­ბა­ზე და თი­ა­ნე­თო­ბა­ზე. თვის ბო­ლოს ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებთ.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ისაა, რაც გინ­დო­და?

- მგო­ნია, რომ ადა­მი­ან­მა, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვის თავს უნდა მოს­თხო­ვოს უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა. თუ უკან არ და­ი­ხევს და მო­ინ­დო­მებს, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა. ვფიქ­რობ, უფრო მეტ­საც მი­ვაღ­წევ. არ ვა­პი­რებ გა­ჩე­რე­ბას. ჩემი ბენ­დიც გვერ­დში მიდ­გას. ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად ისე, რო­გორც მინ­და იყოს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა, ორ და სამ თვე­ში არ მოხ­დეს.

- ერთ-ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის ფი­ნა­ლის­ტიც იყა­ვი, მაგ­რამ იქ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­მა ბენდმა არ­სე­ბო­ბა არ გა­ნაგ­რძო.

- კარ­გი პრო­ექ­ტი იყო, მაგ­რამ პო­პუ­ლა­რუ­ლი ვერ გახ­და. იმ პე­რი­ოდ­ში "მა­ესტრო" არ იყო სა­ტე­ლი­ტუ­რი არხი, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი ჩვე­ნი ყუ­რე­ბა. ამის გამო დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა არ მოჰ­ყვა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რო­მელ­თაც ასე­თი პრო­ექ­ტის მერე მუ­სი­კოსს ხელი უნდა მოჰ­კი­დონ. მარ­ტო მუ­სი­კო­სი კი ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა. ჩვე­ნი ბენ­დი ძა­ლი­ან წვა­ლობ­და. კონ­ცერ­ტებ­საც ჩვე­ნით ვგეგ­მავ­დით, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. მარ­ტო ვე-რა­ფერს გახ­დე­ბი.

- რომ გქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კი­დევ მი­ი­ღებ­დი მსგავს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით არც ერთ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სზე არ მივ­სულ­ვარ. ორი­ვე პრო­ექ­ტში ჩემი მე­უღ­ლის თხოვ­ნით მი­ვე­დი. ვფიქ­რობ, მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აღარ მი­ვი­ღებ. ყველ­გან მე ხომ არ ვიქ­ნე­ბი (იცი­ნის).

- რო­გორ ფიქ­რობ, ამ პრო­ექ­ტით თქვი შენი სათ­ქმე­ლი?

- მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, ქა­ვე­რებს ვმღე­რო­დით. ახლა სა­ჭი­როა, რომ ბენდთან ერ­თად შევ­ქმნა ისე­თი სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც ჩემს სათ­ქმელს ბო­ლომ­დე და ისე ვი­ტყვი, რო­გორც მინ­და. მსურს, ჩემი ნამ­ღე­რი მსმე­ნე­ლამ­დე კარ­გად მი­ვი­ტა­ნო და დიდი იმე­დი მაქვს, რომ გა­მო­მი­ვა.

- ამ­ბო­ბენ, პრო­ექ­ტებ­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის გამო მე­გობ­რის შე­ძე­ნა ძნე­ლია...

- პი­რა­დად მე ორი­ვე პრო­ექ­ტში და­ვუ­მე­გობ­რდი კონ­კურ­სან­ტებს. სი­მარ­თლე გი­თხრა, ძმა­კა­ცე­ბი ვერ გავ­ხდით, მაგ­რამ ბევრთან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. თი­ა­ნე­თო­ბა­ზეც ერ­თად ვი­ყა­ვით მე, სა­ლო­მე ტე­ტი­აშ­ვი­ლი და მებო ნუ­ცუ­ბი­ძე.

- მებო პრო­ექ­ტი­დან გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი წა­ვი­და. ზოგი მას გა­მარ­ჯვე­ბა­საც უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და. ახლა გული ხომ არ სწყდე­ბა?

- მსგავ­სი არა­ფე­რი უთ­ქვამს, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ალ­ბათ, გა­აზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, რა­საც აკე­თებ­და.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მეგობრები მეუბნებიან, რომ გამოსწორების გზაზე ვდგავარ"

"მეგობრები მეუბნებიან, რომ გამოსწორების გზაზე ვდგავარ"

''ჩვენ, ადამიანები, არაფერსა და ყველაფერს შორის ვდგავართ. მარჯვნივ ყველაფერია, მარცხნივ - არაფერი. ჯერჯერობით, სანამ ცოცხალი ვარ, შუაში ვდგავარ, მერე არ ვიცი, რა იქნება'', - გვითხრა ''X ფაქტორის'' გამარჯვებულმა თორნიკე ყიფიანმა , რომელსაც ორი ტატუ აქვს: მარჯვენა ხელის მაჯაზე ''ყველაფერი'' უწერია, მარცხენაზე - ''არაფერი''. თორნიკემ პროექტში გაიმარჯვა, მაგრამ მიღწეულით არ კმაყოფილდება და უამრავი გეგმა აქვს.

- თორნიკე, ამბობენ, მუსიკალურ პროექტებში გამარჯვების შემდეგ პირველადგილოსნებს ივიწყებენო. შენს შემთხვევაში როგორ მოხდა?

- სამწუხაროდ, საქართველოში შოუბიზნესი განვითარებული არ არის, მაგრამ პირადად მე გამარჯვების შემდეგ შესაძლებლობა მაქვს, მუსიკა თავისუფლად და ხარისხიანად გავაკეთო. მონაწილეობა მივიღე რამდენიმე კონცერტში. მიმიწვიეს ბორჯომობაზე და თიანეთობაზე. თვის ბოლოს ალბომზე მუშაობას დავიწყებთ.

- ეს ყველაფერი ისაა, რაც გინდოდა?

- მგონია, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, თავის თავს უნდა მოსთხოვოს უფრო მეტის გაკეთება. თუ უკან არ დაიხევს და მოინდომებს, ყველაფერი გამოვა. ვფიქრობ, უფრო მეტსაც მივაღწევ. არ ვაპირებ გაჩერებას. ჩემი ბენდიც გვერდში მიდგას. ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც მინდა იყოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება, ორ და სამ თვეში არ მოხდეს.

- ერთ-ერთი მუსიკალური კონკურსის ფინალისტიც იყავი, მაგრამ იქ ჩამოყალიბებულმა ბენდმა არსებობა არ განაგრძო.

- კარგი პროექტი იყო, მაგრამ პოპულარული ვერ გახდა. იმ პერიოდში ''მაესტრო'' არ იყო სატელიტური არხი, მხოლოდ რამდენიმე ქალაქში იყო შესაძლებელი ჩვენი ყურება. ამის გამო დიდი დაინტერესება არ მოჰყვა იმ ადამიანებისგან, რომელთაც ასეთი პროექტის მერე მუსიკოსს ხელი უნდა მოჰკიდონ. მარტო მუსიკოსი კი ვერაფერს გახდება. ჩვენი ბენდი ძალიან წვალობდა. კონცერტებსაც ჩვენით ვგეგმავდით, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მარტო ვე-რაფერს გახდები.

- რომ გქონდეს შესაძლებლობა, კიდევ მიიღებდი მსგავს პროექტში მონაწილეობას?

- სიმართლე გითხრათ, ჩემი ინიციატივით არც ერთ მუსიკალურ კონკურსზე არ მივსულვარ. ორივე პროექტში ჩემი მეუღლის თხოვნით მივედი. ვფიქრობ, მუსიკალურ პროექტში მონაწილეობას აღარ მივიღებ. ყველგან მე ხომ არ ვიქნები (იცინის).

- როგორ ფიქრობ, ამ პროექტით თქვი შენი სათქმელი?

- მონაწილეები, ძირითადად, ქავერებს ვმღეროდით. ახლა საჭიროა, რომ ბენდთან ერთად შევქმნა ისეთი სიმღერები, რომლებითაც ჩემს სათქმელს ბოლომდე და ისე ვიტყვი, როგორც მინდა. მსურს, ჩემი ნამღერი მსმენელამდე კარგად მივიტანო და დიდი იმედი მაქვს, რომ გამომივა.

- ამბობენ, პროექტებში კონკურენციის გამო მეგობრის შეძენა ძნელია...

- პირადად მე ორივე პროექტში დავუმეგობრდი კონკურსანტებს. სიმართლე გითხრა, ძმაკაცები ვერ გავხდით, მაგრამ ბევრთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თიანეთობაზეც ერთად ვიყავით მე, სალომე ტეტიაშვილი და მებო ნუცუბიძე.

- მებო პროექტიდან განაწყენებული წავიდა. ზოგი მას გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებდა. ახლა გული ხომ არ სწყდება?

- მსგავსი არაფერი უთქვამს, მისი გადაწყვეტილება იყო. ალბათ, გააზრებული ჰქონდა, რასაც აკეთებდა.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება