სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გოჩა თანდარაშვილმა ირლანდიელი ფანები მასპინძლობით გააკვირვა
გოჩა თანდარაშვილმა ირლანდიელი ფანები მასპინძლობით გააკვირვა

ყვე­ლამ იცის, რომ იუ­მო­რისტ გოჩა თან­და­რაშ­ვი­ლის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფეხ­ბურ­თია. ქარ­თუ­ლი ნაკ­რე­ბის ყვე­ლა თა­მაშს ეს­წრე­ბა და გულ­შე­მატ­კივ­რობს. ასე მოხ­და 7 სექ­ტემ­ბერ­საც, რო­დე­საც ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ირ­ლან­დი­ას ეთა­მა­შა. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თვე­ლი ქო­მა­გის­თვის ეს მატ­ჩი არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვი გა­მოდ­გა, რა­საც ვერ ვი­ტყვით ფეხ­ბურ­თის ირ­ლან­დი­ელ ფა­ნებ­ზე. გარ­და იმი­სა, რომ მათ­მა გუნ­დმა მო­ი­გო, ირ­ლან­დი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო მას­პინ­ძლო­ბა გა­უ­წი­ეს, მათ შო­რის, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა. მას ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ სტუმ­რის პა­ტი­ვის­ცე­მის ტრა­დი­ცია ისაა, რო­მე­ლიც გო­ჩას ყვე­ლა­ზე მე­ტად მოს­წონს.

- და­ვი­წყოთ სუფ­რის ტრა­დი­ცი­ით.

- ალ­ბათ ახალს არა­ფერს ვი­ტყვი, არ მომ­წონს. პრინ­ციპ­ში, მე დი­დად აღარ მა­წუ­ხებს, პრობ­ლე­მე­ბი არ მაქვს მათ­თან, ვის­თან ერ­თა­დაც სუფ­რა­ზე ვხვდე­ბი. ერ­თა­დერ­თი, შე­საძ­ლოა, ჭა­მა­ზე შე­მა­წუ­ხონ, სასმლის და­ძა­ლე­ბა, თან­მიმ­დევ­რო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­ლე­ვი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი­სა არ არის და ა.შ. იმის­გა­ნაც ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბით, რომ თუკი არ და­ლევ, ეს მას­პინ­ძლის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა და სხვა. რაც ძა­ლა­დო­ბა­სა და და­ძა­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, არც ერთი ტრა­დი­ცია არ არის სა­სურ­ვე­ლი და მი­სა­ღე­ბი.

- სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბა­ზე რას იტყვი?

- ძა­ლი­ან მომ­წონს. სხვა­თა შო­რის, ამას წი­ნათ ირ­ლან­დი­ე­ლი ფა­ნე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და ჩემი თა­ვის გა­მიკ­ვირ­და. ყვე­ლა ქვეყ­ნის ფა­ნებ­თან ვმე­გობ­რობ. რომ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ქარ­თუ­ლად გა­ვი­ქა­ჩე. იქი­დან მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, აე­რო­პორ­ტი­დან სას­ტუმ­რომ­დე რო­გორ მი­ვი­დე­თო. და­ვახ­ვედ­რე სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი, ფულ­ზე რომ მკი­თხეს, რას ამ­ბობთ-მეთ­ქი, გა­ვიკ­ვირ­ვე (იღი­მის). მარ­თლა კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვის­თა­ნაც გსი­ა­მოვ­ნებს, იმას­თან უნდა გა­მო­ხა­ტო. მე მომ­წონ­და მათი პა­ტი­ვის­ცე­მა და რა­ღაც დო­ნე­ზე მო­ვა­ხერ­ხე კი­დეც, მაგ­რამ თვი­თონ უა­რე­სი ქარ­თვე­ლე­ბი "გა­მოდ­გნენ". სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის ფულს რომ არ ვარ­თმევ­დი, ჯი­ბე­ში ჩა­მი­კუ­ჭეს, უკან რომ და­ვუბ­რუ­ნე, შემ­დეგ წინა სკამ­ზე დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და­ი­წყეს ფუ­ლის დაყ­რა, 150 ლარი შეგ­როვ­და, რო­მე­ლიც მძღოლს მი­ვე­ცი და მე­ო­რე დღე­საც მო­ემ­სა­ხუ­რა მათ. სა­ღა­მო­ო­ბით ირ­ლან­დი­ულ ბარ­ში დავ­დი­ო­დით და სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჩვენს ბი­ჭებს არც ერთხელ არ გა­და­ახ­დე­ვი­ნეს სასმლის ფული. ეტყო­ბა, იფიქ­რეს, რომ რად­გან ბარი ირ­ლან­დი­უ­რი იყო, თა­ვად იყ­ვნენ მას­პინ­ძლე­ბი. ირ­ლან­დი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ერთ-ერ­თმა ფან­მა და­წე­რა "ფე­ის­ბუქ­ზე", რო­გორ აღ­ფრთო­ვან­და სა­ქარ­თვე­ლო­თი და გან­სა­კუთ­რე­ბით, ტაქ­სის მძღო­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ბნელ მო­სახ­ვე­ვებ­ში 160კმ/სთ. სიჩ­ქა­რით შე­დი­ან (იცი­ნის), მეც პერ­სო­ნა­ლუ­რად გა­და­მი­ხა­და მად­ლო­ბა, რომ ამ­დენ გიჟს მოგ­ვხე­დაო. მა­თაც ესი­ა­მოვ­ნათ ჩვე­ნი გა­მას­პინ­ძლე­ბა და მეც ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა. ძა­ლი­ან ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს. თავი გა­ი­გი­ჟეს, სა­პა­სუ­ხო თა­მაშ­ზე ირ­ლან­დი­ა­ში რომ არ ჩა­მოხ­ვი­დე, არ იქ­ნე­ბაო... ვა­პი­რებ გამ­გზავ­რე­ბას.

- გოჩა, ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან კი­დევ სა­ინ­ტე­რე­სოა ქორ­წი­ლის ტრა­დი­ცია.

- რა თქმა უნდა, სი­სუ­ლე­ლეა. ფულს ხარ­ჯავ იმა­ში, რომ აქე­ი­ფო ღრმა ბავ­შვო­ბა­ში ნა­ნა­ხი ადა­მი­ა­ნი, ნა­თე­სავს ვგუ­ლის­ხმობ. ის მო­დის, ცეკ­ვავს, ტაშ-ფან­დუ­რობს, შენი ახალ­შექ­მნი­ლი ოჯა­ხის ბი­უ­ჯეტს იწი­რავს და მი­დის (იცი­ნის). ვა­ლე­ბით იწყებ ოჯა­ხის შექ­მნას. ძი­რი­თა­დად, ასეა, თუკი ფი­ნან­სუ­რად ძლი­ე­რი მშობ­ლე­ბი არ გყავს. თუნ­დაც იღებ­დნენ სა­კუ­თარ თავ­ზე, 20 000 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი დღეს დიდი ქორ­წი­ლი არ ჯდე­ბა და შე­საძ­ლოა, ეს უფრო კარგ საქ­მე­ში გა­მო­ი­ყე­ნო, მა­გა­ლი­თად, მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის ან ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად. მე არას­დროს მქო­ნია ქორ­წი­ლი, მაგ­რამ ალ­ბათ, და­ძა­ბუ­ლიც იქ­ნე­ბი ამ დროს, ერ­თმა­ნეთს რომ არ დას­ცხონ. არა მგო­ნია, რომ ამ­ხე­ლა ქორ­წი­ლე­ბი სა­ჭი­რო იყოს. იშ­ვი­ა­თად ვყო­ფილ­ვარ კარგ ქორ­წილ­ში, ერთ-ერთი იყო გიგა ნა­სა­რი­ძის ქორ­წი­ლი, რო­დე­საც ბი­ჭებ­მა სპონ­ტა­ნუ­რად რა­ღა­ცე­ბი დავ­დგით. მახ­სოვს, ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნე, თუმ­ცა დიდი ქორ­წი­ლი იყო. ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვარ მეჯ­ვა­რე, მნდო­მე­ბია კე­დე­ბით წას­ვლა და მქო­ნია ჩხუ­ბი და აყალ-მა­ყა­ლი ნეფე-პა­ტარ­ძალ­თან, ასე ჩაც­მუ­ლი არ მოხ­ვი­დეო. უნდა ჩა­მეც­ვა რა­ღაც ჯან­და­ბა და ისე წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

- სტე­რე­ო­ტი­პულ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზეც მინ­და გკი­თხო. ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის ყბა­და­ღე­ბუ­ლი თემა.

- მგო­ნი, ამა­საც ეშ­ვე­ლა რა­ღაც დო­ნე­ზე და ნელ-ნელა მი­დის იქით­კენ, რომ ხალ­ხი ხვდე­ბა, თუკი წყვი­ლი ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გად გრძნობს თავს, შე­საძ­ლოა, და­ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შეც ჰქონ­დეს სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი და არ იყოს ტრა­გე­დია. რა­ტომ იკ­ლებ იმ წლებს, 400-კა­ცი­ან ქორ­წილს ელო­დე­ბი? არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ საყ­ვა­რელ­მა, სან­დო­მი­ა­ნი სა­ხის ადა­მი­ან­მა გა­გა­ფორ­მოს მმა­ჩის ბი­უ­რო­ში. რე­ლი­გი­უ­რად ეს სიძ­ვად მი­იჩ­ნე­ვა, მაგ­რამ არა მგო­ნია, რომ ეს მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი იყოს. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს ნაკ­ლე­ბად სწამ­დათ ღმერ­თის, მაგ­რამ ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი მა­ინც იყო. ეს მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბის ტრა­დი­ცია არ არის. არის ერე­ბის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­თაც ტრა­დი­ცი­უ­ლად გად­მოჰ­ყვათ ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის ასე არ ყო­ფი­ლა. რა­ღა­ცე­ბი მაქვს წა­კი­თხუ­ლი და არ იყო მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი პრობ­ლე­მა. არ ვიცი, მერე რის გამო ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გოჩა თანდარაშვილმა ირლანდიელი ფანები მასპინძლობით გააკვირვა

გოჩა თანდარაშვილმა ირლანდიელი ფანები მასპინძლობით გააკვირვა

ყველამ იცის, რომ იუმორისტ გოჩა თანდარაშვილის უდიდესი გატაცება ფეხბურთია. ქართული ნაკრების ყველა თამაშს ესწრება და გულშემატკივრობს. ასე მოხდა 7 სექტემბერსაც, როდესაც ჩვენი ნაკრები ირლანდიას ეთამაშა. სამწუხაროდ, ქართველი ქომაგისთვის ეს მატჩი არცთუ სასიამოვნო სანახავი გამოდგა, რასაც ვერ ვიტყვით ფეხბურთის ირლანდიელ ფანებზე. გარდა იმისა, რომ მათმა გუნდმა მოიგო, ირლანდიელებს საქართველოში საუკეთესო მასპინძლობა გაუწიეს, მათ შორის, პირველ რიგში, სწორედ ჩვენმა რესპონდენტმა. მას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ სტუმრის პატივისცემის ტრადიცია ისაა, რომელიც გოჩას ყველაზე მეტად მოსწონს.

- დავიწყოთ სუფრის ტრადიციით.

- ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი, არ მომწონს. პრინციპში, მე დიდად აღარ მაწუხებს, პრობლემები არ მაქვს მათთან, ვისთან ერთადაც სუფრაზე ვხვდები. ერთადერთი, შესაძლოა, ჭამაზე შემაწუხონ, სასმლის დაძალება, თანმიმდევრობა აუცილებლად დასალევი სადღეგრძელოებისა არ არის და ა.შ. იმისგანაც ვთავისუფლდებით, რომ თუკი არ დალევ, ეს მასპინძლის უპატივცემულობაა და სხვა. რაც ძალადობასა და დაძალებას ითვალისწინებს, არც ერთი ტრადიცია არ არის სასურველი და მისაღები.

- სტუმარმასპინძლობაზე რას იტყვი?

- ძალიან მომწონს. სხვათა შორის, ამას წინათ ირლანდიელი ფანები ჩამოვიდნენ და ჩემი თავის გამიკვირდა. ყველა ქვეყნის ფანებთან ვმეგობრობ. რომ ჩამოდიოდნენ, ქართულად გავიქაჩე. იქიდან მეკითხებოდნენ, აეროპორტიდან სასტუმრომდე როგორ მივიდეთო. დავახვედრე სამარშრუტო ტაქსი, ფულზე რომ მკითხეს, რას ამბობთ-მეთქი, გავიკვირვე (იღიმის). მართლა კარგი ადამიანები არიან, ვისთანაც გსიამოვნებს, იმასთან უნდა გამოხატო. მე მომწონდა მათი პატივისცემა და რაღაც დონეზე მოვახერხე კიდეც, მაგრამ თვითონ უარესი ქართველები ''გამოდგნენ''. სამარშრუტო ტაქსის ფულს რომ არ ვართმევდი, ჯიბეში ჩამიკუჭეს, უკან რომ დავუბრუნე, შემდეგ წინა სკამზე დემონსტრაციულად დაიწყეს ფულის დაყრა, 150 ლარი შეგროვდა, რომელიც მძღოლს მივეცი და მეორე დღესაც მოემსახურა მათ. საღამოობით ირლანდიულ ბარში დავდიოდით და საინტერესოა, რომ ჩვენს ბიჭებს არც ერთხელ არ გადაახდევინეს სასმლის ფული. ეტყობა, იფიქრეს, რომ რადგან ბარი ირლანდიური იყო, თავად იყვნენ მასპინძლები. ირლანდიაში დაბრუნებულმა ერთ-ერთმა ფანმა დაწერა ''ფეისბუქზე'', როგორ აღფრთოვანდა საქართველოთი და განსაკუთრებით, ტაქსის მძღოლებით, რომლებიც ბნელ მოსახვევებში 160კმ/სთ. სიჩქარით შედიან (იცინის), მეც პერსონალურად გადამიხადა მადლობა, რომ ამდენ გიჟს მოგვხედაო. მათაც ესიამოვნათ ჩვენი გამასპინძლება და მეც ძალიან მესიამოვნა. ძალიან ვგავართ ერთმანეთს. თავი გაიგიჟეს, საპასუხო თამაშზე ირლანდიაში რომ არ ჩამოხვიდე, არ იქნებაო... ვაპირებ გამგზავრებას.

- გოჩა, ტრადიციებიდან კიდევ საინტერესოა ქორწილის ტრადიცია.

- რა თქმა უნდა, სისულელეა. ფულს ხარჯავ იმაში, რომ აქეიფო ღრმა ბავშვობაში ნანახი ადამიანი, ნათესავს ვგულისხმობ. ის მოდის, ცეკვავს, ტაშ-ფანდურობს, შენი ახალშექმნილი ოჯახის ბიუჯეტს იწირავს და მიდის (იცინის). ვალებით იწყებ ოჯახის შექმნას. ძირითადად, ასეა, თუკი ფინანსურად ძლიერი მშობლები არ გყავს. თუნდაც იღებდნენ საკუთარ თავზე, 20 000 ლარზე ნაკლები დღეს დიდი ქორწილი არ ჯდება და შესაძლოა, ეს უფრო კარგ საქმეში გამოიყენო, მაგალითად, მოგზაურობისთვის ან ბიზნესის დასაწყებად. მე არასდროს მქონია ქორწილი, მაგრამ ალბათ, დაძაბულიც იქნები ამ დროს, ერთმანეთს რომ არ დასცხონ. არა მგონია, რომ ამხელა ქორწილები საჭირო იყოს. იშვიათად ვყოფილვარ კარგ ქორწილში, ერთ-ერთი იყო გიგა ნასარიძის ქორწილი, როდესაც ბიჭებმა სპონტანურად რაღაცები დავდგით. მახსოვს, ძალიან ვისიამოვნე, თუმცა დიდი ქორწილი იყო. ბევრჯერ ვყოფილვარ მეჯვარე, მნდომებია კედებით წასვლა და მქონია ჩხუბი და აყალ-მაყალი ნეფე-პატარძალთან, ასე ჩაცმული არ მოხვიდეო. უნდა ჩამეცვა რაღაც ჯანდაბა და ისე წავსულიყავი.

- სტერეოტიპულ შეხედულებებზეც მინდა გკითხო. ქალიშვილობის ყბადაღებული თემა.

- მგონი, ამასაც ეშველა რაღაც დონეზე და ნელ-ნელა მიდის იქითკენ, რომ ხალხი ხვდება, თუკი წყვილი ერთმანეთთან კარგად გრძნობს თავს, შესაძლოა, დაქორწინების გარეშეც ჰქონდეს სექსუალური კავშირი და არ იყოს ტრაგედია. რატომ იკლებ იმ წლებს, 400-კაციან ქორწილს ელოდები? არ არის აუცილებელი, რომ საყვარელმა, სანდომიანი სახის ადამიანმა გაგაფორმოს მმაჩის ბიუროში. რელიგიურად ეს სიძვად მიიჩნევა, მაგრამ არა მგონია, რომ ეს მთავარი ფაქტორი იყოს. კომუნისტების დროს ნაკლებად სწამდათ ღმერთის, მაგრამ ქალიშვილობის ინსტიტუტი მაინც იყო. ეს მხოლოდ ქართველების ტრადიცია არ არის. არის ერების კატეგორია, რომელთაც ტრადიციულად გადმოჰყვათ ეს შეხედულება. თუმცა საქართველოში ყოველთვის ასე არ ყოფილა. რაღაცები მაქვს წაკითხული და არ იყო მაინცდამაინც დიდი პრობლემა. არ ვიცი, მერე რის გამო ჩამოყალიბდა.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება