სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორი უნდა იყოს მოსწავლის კვების რეჟიმი?
როგორი უნდა იყოს მოსწავლის კვების რეჟიმი?

სწავ­ლის და­წყე­ბას­თან ერ­თად აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­კი­თხი, თუ რო­გორ უნდა იკ­ვე­ბე­ბო­დეს სკო­ლის მოს­წავ­ლე. პე­დი­ატ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლე­ვენ მშობ­ლებს მოს­წავ­ლის კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

პირ­ველ რიგ­ში რაც არ უნდა ადრე გა­დი­ო­დეს სახ­ლი­დან, ბავ­შვმა სა­სურ­ვე­ლია, შინ სა­უზ­მო­ბა მო­ას­წროს, რად­გან სა­უზ­მე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ისა­უზ­მოს ჯან­სა­ღად - ფა­ფე­უ­ლით, კა­რა­ქი­ა­ნი, ყვე­ლი­ა­ნი პუ­რით, და არა ძეხ­ვე­უ­ლით, სო­სი­სე­ბით თუ ტკბი­ლე­უ­ლით. (სა­უზ­მის შე­სა­ხებ ასე­ვე იხი­ლეთ სტა­ტია)

თუ შინ მოს­ვლამ­დე შივ­დე­ბა ან სა­დი­ლო­ბამ­დე ვერ ას­წრებს მოს­ვლას, ჯობს გა­ა­ტა­ნოთ საკ­ვე­ბი. არ არის სა­სურ­ვე­ლი, ბავ­შვმა ქუ­ჩა­ში ან თუნ­დაც სკო­ლის ახ­ლოს სა­ცხობ­ში ნა­ყი­დი საკ­ვე­ბი მი­ირ­თვას. არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ვერ შე­ა­მოწ­მებთ პრო­დუქ­ტის ხა­რისხსა და ვა­დას, არა­მედ იმი­ტომ, რომ თუ ფული უდევს ჯი­ბე­ში, ურ­ჩევ­ნია, ტკბი­ლე­უ­ლი ან კონ­სერ­ვან­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ათას­გვა­რი ჩიფ­სი თუ "სუ­ხა­რე­ბი" იყი­დოს, ცო­მე­უ­ლი, ასე­ვე ფასთ-ფუ­დე­ბი, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტად ტვირ­თავს კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვალს და ამაღ­ლებს გა­ცხი­მოვ­ნე­ბის რისკს.

ში­ნი­დან გა­ტა­ნე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი უნდა იყოს მო­თავ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლურ კონ­ტე­ი­ნერ­ში - სა­ლა­თე­ბი, შინ მომ­ზა­დე­ბუ­ლო კატ­ლე­ტე­ბი, ყვე­ლი­ა­ნი პური, ქათ­მის ხორ­ცის ბუ­ტერბრო­დი, ხილი - ვაშ­ლი, ბა­ნა­ნი.

მი­აჩ­ვი­ეთ ასე­ვე ბავ­შვე­ბი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ბა­ნონ ხე­ლე­ბი ჭა­მის წინ, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი.

თუ სკო­ლის ბუ­ფეტ­ში იკ­ვე­ბე­ბა, მშო­ბე­ლი უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს, რამ­დე­ნად და­ცუ­ლია იქ ჰი­გი­ე­ნი­სა და ხა­რის­ხის ნორ­მე­ბი.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორი უნდა იყოს მოსწავლის კვების რეჟიმი?

როგორი უნდა იყოს მოსწავლის კვების რეჟიმი?

სწავლის დაწყებასთან ერთად აქტუალურია საკითხი, თუ როგორ უნდა იკვებებოდეს სკოლის მოსწავლე. პედიატრები რამდენიმე რეკომენდაციას აძლევენ მშობლებს მოსწავლის კვებასთან დაკავშირებით:

პირველ რიგში რაც არ უნდა ადრე გადიოდეს სახლიდან, ბავშვმა სასურველია, შინ საუზმობა მოასწროს, რადგან საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია. ისაუზმოს ჯანსაღად - ფაფეულით, კარაქიანი, ყველიანი პურით, და არა ძეხვეულით, სოსისებით თუ ტკბილეულით. (საუზმის შესახებ ასევე იხილეთ სტატია)

თუ შინ მოსვლამდე შივდება ან სადილობამდე ვერ ასწრებს მოსვლას, ჯობს გაატანოთ საკვები. არ არის სასურველი, ბავშვმა ქუჩაში ან თუნდაც სკოლის ახლოს საცხობში ნაყიდი საკვები მიირთვას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეამოწმებთ პროდუქტის ხარისხსა და ვადას, არამედ იმიტომ, რომ თუ ფული უდევს ჯიბეში, ურჩევნია, ტკბილეული ან კონსერვანტებით გაჯერებული ათასგვარი ჩიფსი თუ "სუხარები" იყიდოს, ცომეული, ასევე ფასთ-ფუდები, რომელიც ზედმეტად ტვირთავს კუჭქვეშა ჯირკვალს და ამაღლებს გაცხიმოვნების რისკს.

შინიდან გატანებული საკვები უნდა იყოს მოთავსებული სპეციალურ კონტეინერში - სალათები, შინ მომზადებულო კატლეტები, ყველიანი პური, ქათმის ხორცის ბუტერბროდი, ხილი - ვაშლი, ბანანი.

მიაჩვიეთ ასევე ბავშვები, რომ აუცილებლად დაიბანონ ხელები ჭამის წინ, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციების გავრცელების რისკი.

თუ სკოლის ბუფეტში იკვებება, მშობელი უნდა დაინტერესდეს, რამდენად დაცულია იქ ჰიგიენისა და ხარისხის ნორმები.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია