სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კიდევ ერთი თბილისური ისტორია: ''ავადმყოფი ქმარი საშინლად ექცეოდა''
კიდევ ერთი თბილისური ისტორია: ''ავადმყოფი ქმარი საშინლად ექცეოდა''

უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის გა­სა­ჭირს ხში­რად ისე ვი­თა­ვი­სებთ, რომ სა­კუთ­რი ტკი­ვი­ლის­გან გარ­ჩე­ვაც გვი­ჭირს. ხში­რად ვუ­ფიქ­რდე­ბით, რა­ტომ ექ­ცე­ვა ერთს ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა სას­ტი­კად, ხოლო მე­ო­რეს პი­რი­ქით - ყო­ველ­გვა­რი პრობ­ლე­მა მის­თვის უცხოა. ძვე­ლად, როცა ადა­მი­ანს არა­ფერ­ში უმარ­თლებ­და, ამ­ბობ­დნენ, ეს რა უბე­დურ ვარ­სკვლავ­ზეა და­ბა­დე­ბუ­ლიო... ეს გა­მოთ­ქმა რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლია, ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა ამ ამ­ბის მთა­ვა­რი გმი­რი რომ უიღ­ბლოა, ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით.

- მა­რი­კა ყო­ველ­თვის მხი­ა­რუ­ლი და მო­ღი­მა­რი გო­გო­ნა იყო. მისი ოჯა­ხი ჩემს კორ­პუს­ში მა­შინ გად­მო­სახ­ლდა, როცა პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით. ფაქ­ტობ­რი­ვად, დე­ბი­ვით გა­ვი­ზარ­დეთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­რი­კას მა­მის სამ­სა­ხუ­რის გამო ისი­ნი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, გა­ნუ­წყვე­ტე­ლი კონ­ტაქ­ტი გვქონ­და. როცა თბი­ლის­ში იყ­ვნენ, ხომ სა­ერ­თოდ, გვერ­დი­დან არ ვშორ­დე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. 19 წლის გავ­თხოვ­დი და დღეს სამი შვი­ლის დედა ვარ. მა­რი­კამ კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ აი­წყო ცხოვ­რე­ბა. ახლა ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ხან­და­ხან ვფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს ფსი­ქი­კუ­რად ვერც გა­უძ­ლოს. ისეთ დეპ­რე­სი­ა­შია, წა­მალს წა­მალ­ზე ას­მე­ვენ, რომ რო­გორ­მე და­ი­ძი­ნოს. მე ყო­ველ­თვის ვერ ვიქ­ნე­ბი მის გვერ­დით და ვერც მისი რო­მე­ლი­მე ოჯა­ხის წევ­რი. მე­ში­ნია, თავი არ მო­იკ­ლას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნია, ამის მა­ინც მე­ში­ნია.

- იქ­ნებ თა­ვი­დან მო­მიყ­ვეთ, რამ მი­იყ­ვა­ნა თქვე­ნი მე­გო­ბა­რი დეპ­რე­სი­ამ­დე?

- მა­რი­კა 20 წლის იყო, როცა მა­მა­მი­სი გარ­და­იც­ვა­ლა. დედა, ძმა და უმ­ცრო­სი და უკა­პი­კოდ დარ­ჩნენ. თურ­მე მა­მა­მისს საყ­ვა­რე­ლი ჰყო­ლია, რო­მელ­მაც ბავ­შვი გა­უ­ჩი­ნა და იმ კაც­მა მთე­ლი ქო­ნე­ბა მე­ო­თხე შვილს და­უ­ტო­ვა. ის ქალი მა­რი­კას მა­მის დაკ­რძალ­ვა­ზე მო­სუ­ლი იყო და ოფი­ცი­ა­ლურ ცოლს ყვე­ლა­ფერს მო­უყ­ვა. თურ­მე მა­რი­კას დე­დას ყვე­ლა­ფე­რი სცოდ­ნია, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის ხა­სი­ა­თი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ იმ­ჩნევ­და. მის­თვის სრუ­ლი შოკი ის იყო, როცა იმ ქალ­მა უთხრა, შენ­მა ქმარ­მა ახა­ლი ბინა, მა­ღა­ზია და მან­ქა­ნა მე და­მი­ტო­ვა, თქვენ კი მხო­ლოდ ეს ბინა გერ­გოთ, რო­მელ­შიც ცხოვ­რობ­თო. მა­რი­კას დედა მიხ­ვდა, რომ გაპ­რო­ტეს­ტე­ბას აზრი არ ჰქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. მა­რი­კა და დე­და­მი­სი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, ემუ­შა­ვათ, რომ პა­ტა­რე­ბი შე­ე­ნა­ხათ და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც მი­ე­ხე­დათ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კიდევ ერთი თბილისური ისტორია: ''ავადმყოფი ქმარი საშინლად ექცეოდა''

კიდევ ერთი თბილისური ისტორია: ''ავადმყოფი ქმარი საშინლად ექცეოდა''

უახლოესი მეგობრის გასაჭირს ხშირად ისე ვითავისებთ, რომ საკუთრი ტკივილისგან გარჩევაც გვიჭირს. ხშირად ვუფიქრდებით, რატომ ექცევა ერთს ადამიანს ცხოვრება სასტიკად, ხოლო მეორეს პირიქით - ყოველგვარი პრობლემა მისთვის უცხოა. ძველად, როცა ადამიანს არაფერში უმართლებდა, ამბობდნენ, ეს რა უბედურ ვარსკვლავზეა დაბადებულიო... ეს გამოთქმა რამდენად მართებულია, ვერ გეტყვით, თუმცა ამ ამბის მთავარი გმირი რომ უიღბლოა, ალბათ დამეთანხმებით.

- მარიკა ყოველთვის მხიარული და მოღიმარი გოგონა იყო. მისი ოჯახი ჩემს კორპუსში მაშინ გადმოსახლდა, როცა პატარები ვიყავით. ფაქტობრივად, დებივით გავიზარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მარიკას მამის სამსახურის გამო ისინი ხშირად მოგზაურობდნენ, განუწყვეტელი კონტაქტი გვქონდა. როცა თბილისში იყვნენ, ხომ საერთოდ, გვერდიდან არ ვშორდებოდით ერთმანეთს. 19 წლის გავთხოვდი და დღეს სამი შვილის დედა ვარ. მარიკამ კი წლების განმავლობაში ვერ აიწყო ცხოვრება. ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ხანდახან ვფიქრობ, შეიძლება ამ ყველაფერს ფსიქიკურად ვერც გაუძლოს. ისეთ დეპრესიაშია, წამალს წამალზე ასმევენ, რომ როგორმე დაიძინოს. მე ყოველთვის ვერ ვიქნები მის გვერდით და ვერც მისი რომელიმე ოჯახის წევრი. მეშინია, თავი არ მოიკლას. მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე ადამიანია, ამის მაინც მეშინია.

- იქნებ თავიდან მომიყვეთ, რამ მიიყვანა თქვენი მეგობარი დეპრესიამდე?

- მარიკა 20 წლის იყო, როცა მამამისი გარდაიცვალა. დედა, ძმა და უმცროსი და უკაპიკოდ დარჩნენ. თურმე მამამისს საყვარელი ჰყოლია, რომელმაც ბავშვი გაუჩინა და იმ კაცმა მთელი ქონება მეოთხე შვილს დაუტოვა. ის ქალი მარიკას მამის დაკრძალვაზე მოსული იყო და ოფიციალურ ცოლს ყველაფერს მოუყვა. თურმე მარიკას დედას ყველაფერი სცოდნია, მაგრამ ქართველი ქალების ხასიათი მოგეხსენებათ, არ იმჩნევდა. მისთვის სრული შოკი ის იყო, როცა იმ ქალმა უთხრა, შენმა ქმარმა ახალი ბინა, მაღაზია და მანქანა მე დამიტოვა, თქვენ კი მხოლოდ ეს ბინა გერგოთ, რომელშიც ცხოვრობთო. მარიკას დედა მიხვდა, რომ გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა, ყველაფერი ოფიციალურად იყო გაფორმებული. მარიკა და დედამისი იძულებული გახდნენ, ემუშავათ, რომ პატარები შეენახათ და საკუთარი თავისთვისაც მიეხედათ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია