სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დევიდ ქემერონი - შოტლანდიელმა ხალხმა გაერთიანებული სამეფოს ოთხი ერის ერთიანობა შეინარჩუნა
დევიდ ქემერონი - შოტლანდიელმა ხალხმა გაერთიანებული სამეფოს ოთხი ერის ერთიანობა შეინარჩუნა

შოტ­ლან­დი­ა­ში ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ნას რე­ფე­რენ­დუ­მის მო­ნა­წი­ლე­თა 55,42%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, შოტ­ლან­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას კი ხმა მის­ცა 44,58%-მა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი" ავ­რცე­ლებს.

შოტ­ლან­დი­ის რე­ფე­რენ­დუ­მის პირ­ვე­ლად შე­დე­გებს უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დე­ვიდ ქე­მე­რო­ნი, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბი­თაც, შოტ­ლან­დი­ელ­მა ხალ­ხმა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ოთხი ერის ერ­თი­ა­ნო­ბა.

"შოტ­ლან­დი­ე­ლებ­მა გა­მო­ხა­ტეს თა­ვი­ან­თი ნება და რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბი უკვე ნა­თე­ლია. მათ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ოთხი ერის­გან შედ­გე­ბა და, მი­ლი­ო­ნო­ბით სხვა ადა­მი­ა­ნის მსგავ­სად, მეც ბედ­ნი­ე­რი ვარ", - გა­ნა­ცხა­და დე­ვიდ ქე­მე­რონ­მა.

თა­ვის მხრივ, რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბი აღი­ა­რა შოტ­ლან­დი­ის პირ­ველ­მა მი­ნის­ტრმა ალექს სალ­მონდმა და აღ­ნიშ­ნა, რომ იღებს შოტ­ლან­დი­ე­ლი ხალ­ხის გა­მო­ტა­ნილ დე­მოკ­რა­ტი­ულ ვერ­დიქტს. "სრუ­ლი­ად შოტ­ლან­დი­ას მო­ვუ­წო­დებ, მომ­ბა­ძოს და აღი­ა­როს შოტ­ლან­დი­ე­ლი ხალ­ხის მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნება. ამ ეტაპ­ზე შოტ­ლან­დი­ამ უარი თქვა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მად­ლო­ბას ვუხ­დი იმ 1,6 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რა ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ალექს სალ­მონდმა. "ლე­ი­ბო­რის­ტე­ბის" ლი­დერ­მა ედ მი­ლი­ბენდმა კი, "ტვი­ტერ­ზე" და­წე­რა - "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო დღეს იმა­ზე ძლი­ე­რია, ვიდ­რე ეს გუ­შინ იყო".

შოტ­ლან­დი­ის ხმის დამ­თვლე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­სი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტებ­მა მხო­ლოდ ოთხ ოლ­ქში მო­ი­გეს რე­ფე­რენ­დუ­მი, მათ შო­რის გლაზ­გო­ში, სა­დაც რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­თა 53,5%-მა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა რე­ფე­რენ­დუ­მის შე­კი­თხვას, 47%-მა კი - უარ­ყო­ფი­თი.

ედინ­ბურ­გის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ მხა­რი არ და­უ­ჭი­რა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას - ედინ­ბურ­გელ­თა 39%-მა ხმა მის­ცა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, 61%-მა - არა; აბერ­დინ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა მო­ნა­წი­ლე­თა 41%-მა, წი­ნა­აღ­მდე­გი იყო - 59%, დან­დი­ში რე­ფე­რენ­დუ­მის მო­ნა­წი­ლე­თა 57,35%-მა მხა­რი და­უ­ჭი­რა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, 42,65%-ი მი­ემ­ხრო გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში დარ­ჩე­ნას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დევიდ ქემერონი - შოტლანდიელმა ხალხმა გაერთიანებული სამეფოს ოთხი ერის ერთიანობა შეინარჩუნა

დევიდ ქემერონი - შოტლანდიელმა ხალხმა გაერთიანებული სამეფოს ოთხი ერის ერთიანობა შეინარჩუნა

შოტლანდიაში ქვეყნის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას რეფერენდუმის მონაწილეთა 55,42%-მა დაუჭირა მხარი, შოტლანდიის დამოუკიდებლობას კი ხმა მისცა 44,58%-მა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

შოტლანდიის რეფერენდუმის პირველად შედეგებს უკვე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, რომლის განცხადებითაც, შოტლანდიელმა ხალხმა შეინარჩუნა გაერთიანებული სამეფოს ოთხი ერის ერთიანობა.

"შოტლანდიელებმა გამოხატეს თავიანთი ნება და რეფერენდუმის შედეგები უკვე ნათელია. მათ შეინარჩუნეს ჩვენი ქვეყანა, რომელიც ოთხი ერისგან შედგება და, მილიონობით სხვა ადამიანის მსგავსად, მეც ბედნიერი ვარ", - განაცხადა დევიდ ქემერონმა.

თავის მხრივ, რეფერენდუმის შედეგები აღიარა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ალექს სალმონდმა და აღნიშნა, რომ იღებს შოტლანდიელი ხალხის გამოტანილ დემოკრატიულ ვერდიქტს. "სრულიად შოტლანდიას მოვუწოდებ, მომბაძოს და აღიაროს შოტლანდიელი ხალხის მიერ გამოხატული დემოკრატიული ნება. ამ ეტაპზე შოტლანდიამ უარი თქვა დამოუკიდებლობაზე. მიუხედავად ამისა, მადლობას ვუხდი იმ 1,6 მილიონ ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობას", - განაცხადა ალექს სალმონდმა. "ლეიბორისტების" ლიდერმა ედ მილიბენდმა კი, "ტვიტერზე" დაწერა - "გაერთიანებული სამეფო დღეს იმაზე ძლიერია, ვიდრე ეს გუშინ იყო".

შოტლანდიის ხმის დამთვლელი ცენტრალური კომისიის მონაცემებით, ნაციონალისტებმა მხოლოდ ოთხ ოლქში მოიგეს რეფერენდუმი, მათ შორის გლაზგოში, სადაც რეფერენდუმში მონაწილეთა 53,5%-მა დადებითი პასუხი გასცა რეფერენდუმის შეკითხვას, 47%-მა კი - უარყოფითი.

ედინბურგის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა დამოუკიდებლობას - ედინბურგელთა 39%-მა ხმა მისცა დამოუკიდებლობას, 61%-მა - არა; აბერდინში დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა მონაწილეთა 41%-მა, წინააღმდეგი იყო - 59%, დანდიში რეფერენდუმის მონაწილეთა 57,35%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას, 42,65%-ი მიემხრო გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა