სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ორი პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
ორი პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ორი პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მომ­ხდა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ორი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ.

"წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N17-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბულ­მა მსჯავ­რდე­ბულ­მა ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლი­ამ (დაბ. 1983 წ.) კის­რის მი­და­მო­ში, სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ის საპ­რო­ექ­ციო არე­ში მი­ი­ყე­ნა ნაკ­ვე­თი თვით­და­ზი­ა­ნე­ბა, რის შე­დე­გა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა. ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლი­ას წარ­სულ­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და არა­ერ­თი და­ზი­ა­ნე­ბა. ასე­ვე, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი უცხო სხე­უ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვის გამო. ამ მი­ზე­ზით იგი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და გა­დი­ო­და ფსი­ქი­ატ­რი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას, ხოლო 2014 წლის იან­ვარ­ში, აუ­ტო­აგ­რე­სი­ის, არა­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ქცე­ვი­სა და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის გამო, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჩა­უ­ტარ­და სა­სა­მარ­თლო ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლი არა­ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით სტა­ცი­ო­ნა­რულ ფსი­ქი­ატ­რი­ულ დახ­მა­რე­ბას არ სა­ჭი­რო­ებ­და. ასე­ვე დად­გინ­და, რომ იგი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყო არაფ­სი­ქო­ზუ­რი დო­ნის ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბით (F07.0). ამას­თა­ნა­ვე, ნ. შენ­გე­ლია 2013-2014 წლებ­ში 10-ჯერ იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კებ­ში სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ მსჯავ­რდე­ბულს ბოლო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ე­წია 2014 წლის 09 სექ­ტემ­ბერს ქუ­თა­ი­სის ზ. ცხა­კა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ეროვ­ნულ ცენ­ტრში", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 115-ე მუხ­ლით და და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა.

ასე­ვე, მღებ­რიშ­ვი­ლის უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ო­კარ­დი­უ­მის მწვა­ვე ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი დ.ა.

"დ.ა.-მ აბა­ზა­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ მი­მარ­თა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს გულ­მკერ­დის არე­ში ტკი­ვი­ლის გამო. პა­ცი­ენ­ტი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წილ­ში. პარ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის ოჯა­ხის ექი­მებ­მა მას აღ­მო­უ­ჩი­ნეს პირ­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მო­ეხ­სნა ტკი­ვი­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და. გა­მო­ძა­ხე­ბულ იქნა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დაც. მა­ლე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წილ­ში პა­ცი­ენ­ტმა და­კარ­გა გო­ნე­ბა, გა­მო­ე­ხა­ტა ტუ­ჩე­ბის ცი­ა­ნო­ზი, სუნ­თქვა გახ­და იშ­ვი­ა­თი და ზე­რე­ლე. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექი­მე­ბის და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მხრი­დან სა­რე­ა­ნი­მა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. და­ფიქ­სირ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლი. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აქ­ცენტს აკე­თებს, თუ რამ­დე­ნად ჰქონ­და მო­რი­გე ექიმს კარ­დი­ო­ლო­გის კომ­პე­ტენ­ცია, რომ გა­მო­ე­რი­ცხა კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბა/არარ­სე­ბო­ბა და ასე­ვე დრო­უ­ლად გა­მო­ე­ძა­ხა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და? სა­პა­სუ­ხოდ გვსურს გან­ვა­ცხა­დოთ, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის პუნ­ქტებ­ში მუ­შა­ო­ბენ ოჯა­ხის ექი­მე­ბი, რო­მელ­თაც არ მო­ე­თხო­ვე­ბათ იყ­ვნენ სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით კარ­დი­ო­ლო­გე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მათი მო­ვა­ლე­ო­ბაა პა­ცი­ენ­ტის­თვის პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა, კონ­სულ­ტი­რე­ბა და პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის პა­კე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას, იგი მო­რი­გე ექი­მის მიერ დრო­უ­ლად იქნა გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი. შემ­თხვე­ვა­ზე სრულ შე­ფა­სე­ბას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლო გა­ა­კე­თებს, რის შემ­დე­გაც გა­მოვ­ლე­ნი­ლი შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვე­ბი გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­ა­გი­რე­ბის­თვის", - ნათ­ქვა­მია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ორი პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

ორი პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ორი პატიმრის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აქვეყნებს ინფორმაციას სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი გარდაცვალების ორი შემთხვევის შესახებ.

"წინასწარი მონაცემებით, სასჯელაღსრულების N17-ე დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ნიკოლოზ შენგელიამ (დაბ. 1983 წ.) კისრის მიდამოში, საძილე არტერიის საპროექციო არეში მიიყენა ნაკვეთი თვითდაზიანება, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ნიკოლოზ შენგელიას წარსულში მიყენებული ჰქონდა არაერთი დაზიანება. ასევე, ჩატარებული ჰქონდა ქირურგიული ოპერაციები უცხო სხეულების გადაყლაპვის გამო. ამ მიზეზით იგი გადაყვანილი იყო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და გადიოდა ფსიქიატრიულ მკურნალობას, ხოლო 2014 წლის იანვარში, აუტოაგრესიის, არამოტივირებული ემოციური ქცევისა და არაადეკვატური მოთხოვნების გამო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ჩაუტარდა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ მსჯავრდებული არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებდა. ასევე დადგინდა, რომ იგი დაავადებული იყო არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით (F07.0). ამასთანავე, ნ. შენგელია 2013-2014 წლებში 10-ჯერ იყო გადაყვანილი სამედიცინო კლინიკებში სომატური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით. საგულისხმოა, რომ მსჯავრდებულს ბოლო სამედიცინო მომსახურება გაეწია 2014 წლის 09 სექტემბერს ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ასევე, მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გარდაიცვალა 1964 წელს დაბადებული მსჯავრდებული დ.ა.

"დ.ა.-მ აბაზანის მიღების შემდეგ მიმართა სამედიცინო პერსონალს გულმკერდის არეში ტკივილის გამო. პაციენტი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი დაწესებულების სამედიცინო ნაწილში. პარველადი ჯანდაცვის რგოლის ოჯახის ექიმებმა მას აღმოუჩინეს პირველი სამედიცინო დახმარება, რომლის შედეგადაც მოეხსნა ტკივილი და მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. მალევე სამედიცინო ნაწილში პაციენტმა დაკარგა გონება, გამოეხატა ტუჩების ციანოზი, სუნთქვა გახდა იშვიათი და ზერელე. დაწესებულების ექიმების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მხრიდან სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. სახალხო დამცველი აქცენტს აკეთებს, თუ რამდენად ჰქონდა მორიგე ექიმს კარდიოლოგის კომპეტენცია, რომ გამოერიცხა კარდიოლოგიური პრობლემის არსებობა/არარსებობა და ასევე დროულად გამოეძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა? საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში მუშაობენ ოჯახის ექიმები, რომელთაც არ მოეთხოვებათ იყვნენ სპეციალიზაციით კარდიოლოგები. შესაბამისად, მათი მოვალეობაა პაციენტისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, კონსულტირება და პირველადი ჯანდაცვის პაკეტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება. რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, იგი მორიგე ექიმის მიერ დროულად იქნა გამოძახებული. შემთხვევაზე სრულ შეფასებას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეგულირების სამმართველო გააკეთებს, რის შემდეგაც გამოვლენილი შესაძლო დარღვევები გადაეგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეაგირებისთვის", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია