"ჯერ საკუთარ ბინაში ტუალეტი მოწმინდე" - ბილ გეიტსის ცხოვრებისეული გაკვეთილები მოზარდებს

"ჯერ საკუთარ ბინაში ტუალეტი მოწმინდე"  - ბილ გეიტსის ცხოვრებისეული გაკვეთილები მოზარდებს

რამდენიმე ხნის წინ ბილ გეიტსი უფროსკლასელების წინაშე გამოვიდა და მოზარდებს ის 10 წესი დაუსახელა, რასაც მისი აზრით, ვერასდროს გაიგებდნენ სკოლის კედლებში. მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველდღიურად ოპტიმიზმისა და პოლიტკორექტულობის სწავლა კარგია, თუმცა რეალობისგან საკმაოდ შორს მდგარ თაობას აყალიბებს, ეს კი მოზრდილ ცხოვრებაში უცილობელ წარუმატებლობებს გამოიწვევს. ამიტომ ჯობს, მოზარდი თავიდანვე იყოს შეგუებული მომავლის სირთულეებსა და გამოწვევებს და ადეკვატურად ჰქონდეს მათზე რეაქცია.

წესი 1-ლი

ცხოვრება უსამართლოა და ამას მიეჩვიე!

წესი მე-2

მსოფლიოსთვის სულ ერთია შენი თვითშეფასება, ცხოვრება შენგან მოითხოვს საქმეს, მანამ, სანამ შენ თავდაჯერებულებას იგრძნობ.

წესი მე-3

წელიწადში 60 ათას დოლარს სკოლის დამთავრებისთანავე ვერ მიიღებ. ვერ გახდები უცებ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ეს ფული საკუთარი შრომითა და კარგი იდეებით უნდა გამოიმუშავო.

წესი მე-4

მიგაჩნია, რომ მასწავლებელი მეტისმეტად მომთხოვნია? მოითმინე, როცა შენ გახდები უფროსი, და გაუგებ მას.

წესი მე-5

მიმტანად მუშაობა არ არის ღირსების დამცირება. ეს შესაძლებლობაა, რაღაც აკეთო, სანამ დიდ საქმეზე გადახვალ. და ნურც იმათ დასცინებ, ვინც დღე და ღამე იზუთხავს ყველაფერს - გავა დრო და შეიძლება, მათზე მუშაობამ მოგიწიოს.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს