სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დალაი ლამას 10 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ბედნიერების მიღწევაში დაგეხმარებათ
დალაი ლამას 10 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ბედნიერების მიღწევაში დაგეხმარებათ

1."თა­ნაგ­რძნო­ბას სუ­ლაც არ აქვს კავ­ში­რი რე­ლი­გი­ას­თან. ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მეა, ადა­მი­ან­თა მოდ­გმის გა­დარ­ჩე­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა."

კვლე­ვებ­მა გვიჩ­ვე­ნეს, რომ თა­ნაგ­რძნო­ბის დროს თქვენ გა­ნიც­დით თით­ქმის იმა­ვე სი­ა­მოვ­ნე­ბას, რო­გორ­საც სექ­სის, კვე­ბის ან ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლის დროს. თა­ნაგ­რძნო­ბა სა­სარ­გებ­ლოა თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის: იგი ამ­ცი­რებს სტრესს, სტა­ბი­ლურს ხდის გუ­ლის­ცე­მას და აუმ­ჯო­ბე­სებს იმუ­ნი­ტეტს.

2. "ჩემი რე­ლი­გია ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, მას არ სჭირ­დე­ბა სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბი და რთუ­ლი ფი­ლო­სო­ფია. ჩვე­ნი გული არის სამ­ლოც­ვე­ლო, ხოლო სი­კე­თე - ერ­თა­დერ­თი სწავ­ლე­ბა."

ჰარ­ვარ­დის სკო­ლის პრო­ფე­სორ­მა მა­იკლ ნორ­ტონ­მა და მის­მა კო­ლე­გებ­მა ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა, რომ­ლის შე­დე­გად ნა­თე­ლი გახ­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გა­ი­ღეს, თავს უფრო ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­დნენ, ვიდ­რე ისი­ნი, რომ­ლებ­მაც თან­ხა სა­კუ­თარ თავს და­ა­ხარ­ჯეს.

3. "ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი - ბედ­ნი­ე­რე­ბის მიღ­წე­ვაა."

ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უს დროს, და­ლაი ლა­მამ აღ­ნიშ­ნა, რომ მას ხში­რად უს­ვა­მენ კი­თხვებს მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ძა­ლი­ან ცოტა თუ სა­უბ­რობს პა­ტი­ე­ბა­ზე, სი­კე­თე­ზე, თა­ნაგ­რძნო­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც და­ლაი ლა­მას თქმით, ბედ­ნი­ე­რე­ბის მიღ­წე­ვის მთა­ვარ გა­სა­ღებს წარ­მო­ად­გენს.

4. და­ლაი ლამა გვირ­ჩევს, ცოტა დრო სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც გა­ვა­ტა­როთ. ეს დრო იმის­თვის გვჭირ­დე­ბა, რომ გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რე­ბის­გან, რო­მე­ლიც ჩვენს თავ­ში ტრი­ა­ლებს. შე­ვე­ცა­დოთ, ისი­ნი და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით შევ­ცვა­ლოთ: ოპ­ტი­მიზ­მით, სიყ­ვა­რუ­ლით. მისი თქმით, სიმ­შვი­დე ბედ­ნი­ე­რე­ბის და კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბის მთა­ვა­რი წყა­როა.

5."თუკი დახ­მა­რე­ბა შე­გიძ­ლია, და­ეხ­მა­რე. ხოლო თუ არ შე­გიძ­ლია, ბო­რო­ტე­ბას მა­ინც ნუ იზამ"

თუ თქვენ ტყუ­ილს ამ­ბობთ, სხვებ­ზე ჭო­რა­ობთ, ვინ­მეს იყე­ნებთ ან სხვის და­ში­ნე­ბას ცდი­ლობთ, მთე­ლი ეს ნე­გა­ტი­ვი ბუ­მე­რან­გი­ვით შე­მო­გიბ­რუნ­დე­ბათ. გახ­სოვ­დეთ ეს, სა­ნამ რა­ი­მეს გა­კე­თე­ბას გა­და­წყვეტთ.

6.და­ა­ფა­სეთ მე­გობ­რო­ბა, იმი­ტომ რომ მე­გობ­რე­ბი ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­მელ­თა ნდო­ბაც შე­იძ­ლე­ბა. ნამ­დვი­ლი მე­გობ­რო­ბა არას­დროს არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ფულ­ზე და პო­ლი­ტი­კურ მო­საზ­რე­ბებ­ზე. მე­გობ­რო­ბის არ­და­ფა­სე­ბას მარ­ტო­ო­ბამ­დე მივ­ყა­ვართ. ეს კი დეპ­რე­სი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია.

7."თქვენ უნდა იყე­ნებ­დეთ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, მათი მო­ნე­ბი კი არ უნდა გახ­დეთ"

ტექ­ნო­ლო­გი­ებს ჩვე­ნი კონ­ტრო­ლი შე­უძ­ლი­ათ. შე­ი­ხე­დეთ რეს­ტორ­ნებ­ში, სა­დაც ყვე­ლას თავი სა­კუ­თარ სმარ­ტფონ­ში აქვს ჩარ­გუ­ლი.

ვინ არის მთა­ვა­რი? თქვენ თუ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი? ეს მე­გობ­რე­ბის, ან სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნამ­დვი­ლად ცუდი ჩა­ნაც­ვლე­ბაა.

8. "ძა­ლა­დო­ბა­ზე უა­რის თქმა ნიშ­ნავს დი­ა­ლოგს. დი­ა­ლო­გი ნიშ­ნავს კომ­პრო­მისს - ერ­თმა­ნე­თის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას, კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბის ძი­ე­ბას. დი­ა­ლო­გის დროს არ არ­სე­ბობს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და და­მარ­ცხე­ბუ­ლი. ეს პრაქ­ტი­კუ­ლად ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზაა".

9. იმი­სათ­ვის, რომ იცხოვ­როთ, თქვენ მო­ვა­ლე­ნი ხართ, გა­ურ­თხილ­დეთ დე­და­მი­წას. მოხ­მა­რე­ბუ­ლი ნედ­ლე­უ­ლის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის გზე­ბის ძი­ე­ბა, სა­უ­კუ­ნის მთა­ვარ სა­კი­თხად უნდა იქ­ცეს.

10. "რო­დე­საც წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას აწყდე­ბით, არ და­გა­ვი­წყდეთ აქე­დან ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის გა­მო­ტა­ნა."

წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის დად­გე­ნა, თუ რა გახ­და მისი გა­მოწ­ვე­ვის მი­ზე­ზი. იქ­ნებ თქვენ არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეთ ან ცუ­დად გათ­ვა­ლეთ მთე­ლი პრო­ცე­სი. შე­საძ­ლოა, თქვენ წი­ნას­წარ არ და­ფიქ­რე­ბულ­ხართ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა შე­საძ­ლო სცე­ნარ­ზე.

შე­უძ­ლია თუ არა ამ რჩე­ვებს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლა? უბ­რა­ლოდ, შე­ე­ცა­დეთ და შე­დე­გიც არ და­ა­ყოვ­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დალაი ლამას 10 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ბედნიერების მიღწევაში დაგეხმარებათ

დალაი ლამას 10 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ბედნიერების მიღწევაში დაგეხმარებათ

1."თანაგრძნობას სულაც არ აქვს კავშირი რელიგიასთან. ეს საზოგადოებრივი საქმეა, ადამიანთა მოდგმის გადარჩენისთვის აუცილებელი პირობა."

კვლევებმა გვიჩვენეს, რომ თანაგრძნობის დროს თქვენ განიცდით თითქმის იმავე სიამოვნებას, როგორსაც სექსის, კვების ან ბუნებაში გასვლის დროს. თანაგრძნობა სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის: იგი ამცირებს სტრესს, სტაბილურს ხდის გულისცემას და აუმჯობესებს იმუნიტეტს.

2. "ჩემი რელიგია ძალიან მარტივია, მას არ სჭირდება სამლოცველოები და რთული ფილოსოფია. ჩვენი გული არის სამლოცველო, ხოლო სიკეთე - ერთადერთი სწავლება."

ჰარვარდის სკოლის პროფესორმა მაიკლ ნორტონმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგად ნათელი გახდა, რომ ადამიანები, რომლებმაც ქველმოქმედებისთვის გარკვეული თანხა გაიღეს, თავს უფრო ბედნიერად გრძნობდნენ, ვიდრე ისინი, რომლებმაც თანხა საკუთარ თავს დაახარჯეს.

3. "ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი - ბედნიერების მიღწევაა."

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, დალაი ლამამ აღნიშნა, რომ მას ხშირად უსვამენ კითხვებს მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით და ძალიან ცოტა თუ საუბრობს პატიებაზე, სიკეთეზე, თანაგრძნობაზე, რომლებიც დალაი ლამას თქმით, ბედნიერების მიღწევის მთავარ გასაღებს წარმოადგენს.

4. დალაი ლამა გვირჩევს, ცოტა დრო საკუთარ თავთანაც გავატაროთ. ეს დრო იმისთვის გვჭირდება, რომ გავთავისუფლდეთ ნეგატიური აზრებისგან, რომელიც ჩვენს თავში ტრიალებს. შევეცადოთ, ისინი დადებითი ემოციებით შევცვალოთ: ოპტიმიზმით, სიყვარულით. მისი თქმით, სიმშვიდე ბედნიერების და კარგი ჯანმრთელობის მთავარი წყაროა.

5."თუკი დახმარება შეგიძლია, დაეხმარე. ხოლო თუ არ შეგიძლია, ბოროტებას მაინც ნუ იზამ"

თუ თქვენ ტყუილს ამბობთ, სხვებზე ჭორაობთ, ვინმეს იყენებთ ან სხვის დაშინებას ცდილობთ, მთელი ეს ნეგატივი ბუმერანგივით შემოგიბრუნდებათ. გახსოვდეთ ეს, სანამ რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტთ.

6.დააფასეთ მეგობრობა, იმიტომ რომ მეგობრები ის ადამიანები არიან, რომელთა ნდობაც შეიძლება. ნამდვილი მეგობრობა არასდროს არის დამოკიდებული ფულზე და პოლიტიკურ მოსაზრებებზე. მეგობრობის არდაფასებას მარტოობამდე მივყავართ. ეს კი დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

7."თქვენ უნდა იყენებდეთ ტექნოლოგიებს, მათი მონები კი არ უნდა გახდეთ"

ტექნოლოგიებს ჩვენი კონტროლი შეუძლიათ. შეიხედეთ რესტორნებში, სადაც ყველას თავი საკუთარ სმარტფონში აქვს ჩარგული.

ვინ არის მთავარი? თქვენ თუ ტექნოლოგიები? ეს მეგობრების, ან სოციალური ურთიერთობების ნამდვილად ცუდი ჩანაცვლებაა.

8. "ძალადობაზე უარის თქმა ნიშნავს დიალოგს. დიალოგი ნიშნავს კომპრომისს - ერთმანეთის უფლებების პატივისცემას, კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებას. დიალოგის დროს არ არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული. ეს პრაქტიკულად ერთადერთი სწორი გზაა".

9. იმისათვის, რომ იცხოვროთ, თქვენ მოვალენი ხართ, გაურთხილდეთ დედამიწას. მოხმარებული ნედლეულის ხელახალი გამოყენების გზების ძიება, საუკუნის მთავარ საკითხად უნდა იქცეს.

10. "როდესაც წარუმატებლობას აწყდებით, არ დაგავიწყდეთ აქედან ცხოვრებისეული გაკვეთილის გამოტანა."

წარუმატებლობის დროს მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა გახდა მისი გამოწვევის მიზეზი. იქნებ თქვენ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ ან ცუდად გათვალეთ მთელი პროცესი. შესაძლოა, თქვენ წინასწარ არ დაფიქრებულხართ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე.

შეუძლია თუ არა ამ რჩევებს თქვენი ცხოვრების შეცვლა? უბრალოდ, შეეცადეთ და შედეგიც არ დააყოვნებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს