სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ახლახანს მკერდის ოპერაცია გამიკეთეს... პატრულმა კი ხელი მკრა.ეს დაინახა ჩემმა შვილმა და ჩემსკენ გამოიწია"
"ახლახანს მკერდის ოპერაცია გამიკეთეს... პატრულმა კი ხელი მკრა.ეს დაინახა ჩემმა შვილმა და ჩემსკენ გამოიწია"

22 წლის გიგა ზარ­ხო­ზაშ­ვილ­სა და პო­ლი­ცი­ე­ლებს შო­რის, გო­რის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო, გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე შალ­ვა კა­კა­უ­რი­ძემ ზარ­ხო­ზაშ­ვილს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

10 სექ­ტემ­ბერს გო­რის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თმა­ნეთს სამი ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც ავა­რი­ა­ში მო­ყო­ლილ­მა გიგა ზარ­ხო­ზაშ­ვილ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია.

გიგა ზარ­ხო­ზაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, პრო­კუ­რორ­მა შო­რე­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ზარ­ხო­ზაშ­ვი­ლი არ და­ე­მორ­ჩი­ლა პატ­რუ­ლის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას და მომ­ხდა­რის შემ­დეგ მი­მალ­ვას ცდი­ლობ­და.პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს გიგა ზარ­ხო­ზაშ­ვი­ლის დედა

მა­რი­ნა გაგ­ლოშ­ვი­ლი:

- რო­დე­საც ჩემ­მა შვილ­მა ავა­რია მო­ახ­დი­ნა, მეც იქვე ვი­ყა­ვი. გო­რის ბაზ­რო­ბა­ზე ვმუ­შა­ობ. გა­რე­მო­ვაჭ­რე ვარ... რო­გორც კი ჩემი შვი­ლის მან­ქა­ნა და­ვი­ნა­ხე, მა­შინ­ვე მივ­ვარ­დი, მაგ­რამ მან­ქა­ნა­ში აღარ იჯდა, - თურ­მე მე­გო­ბა­რი ბი­ჭის­თვის 2 ლარი გა­მო­ურ­თმე­ვია და სი­გა­რე­ტის სა­ყიდ­ლად მა­ღა­ზი­ა­ში შე­სუ­ლა.

- სამი მან­ქა­ნის დამ­ტვრე­ვის შემ­დეგ?

- დიახ, რო­გორც კი სი­გა­რე­ტი იყი­და, პატ­რუ­ლის მან­ქა­ნა თა­ვად გა­უ­ჩე­რე­ბია. თა­ვი­სი ფე­ხით, პატ­რულ­თან ერ­თად იუს­ტი­ცი­ის ეზო­ში შე­სუ­ლა და უთ­ქვამს, რომ ავა­რია მო­მი­ვი­დაო. გიგა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პატ­რუ­ლის მან­ქა­ნით მო­ვი­და, იქვე მდე­ბა­რე აფ­თი­ა­ქის კა­მე­რა­ზე ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბიც არის. ამიხ­სნან ერთი, რა­ნა­ი­რად აპი­რებ­და ჩემი შვი­ლი გაქ­ცე­ვა­სა და ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვას, რო­დე­საც მან­ქა­ნა იქვე ჰყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი?.. მეც იქ ვი­დე­ქი, გიგა პატ­რულ­მა რომ მო­იყ­ვა­ნა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით გარ­შე­მო შეკ­რე­ბი­ლი, რად­გან მან­ქა­ნას და­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, გა­ზის ბა­ლო­ნი და­ზი­ან­და და ჟო­ნავ­და. გარ­შე­მომ­ყო­ფებს შე­ე­შინ­დათ, არ აფეთ­ქდე­სო... ვი­ცო­დი, რომ გიგა ნას­ვა­მი იყო და პატ­რულს ვუ­თხა­რი კი­დევ, ნას­ვა­მია და არა­ფე­რი და­უ­შა­ვოთ, თა­ვი­სით ჩაჯ­დე­ბა მან­ქა­ნა­ში-მეთ­ქი. თა­ვად ახა­ლი ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი ვარ, მკერ­დის ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს... ამ სი­ტყვე­ბის დას­რუ­ლე­ბა ვერც კი მო­ვას­წა­რი, რომ ერთ-ერ­თმა პატ­რულ­მა ხელი მკრა. ამას თვა­ლი მოჰ­კრა ჩემ­მა შვილ­მა და ჩემ­სკენ გა­მო­ი­წია... ამ სუ­რა­თის შემ­ყუ­რე მისი მე­უღ­ლეც ცუ­დად გახ­და და გული წა­უ­ვი­და. გი­გამ მის­კე­ნაც გა­ი­წია, მაგ­რამ არ გა­უშ­ვეს. ამ გა­წევ-გა­მო­წე­ვა­ში, თუკი ვინ­მე მოხ­ვდათ ხელ­ში, ყვე­ლას და­ე­რივ­ნენ, რათა მაქ­ნა­ნა­ში ჩა­ეგ­დოთ. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ვკი­ო­დი, - სხვებს რა­ღას ერ­ჩით, თავი და­ა­ნე­ბეთ, ჩემი შვი­ლი იჯდა მხო­ლოდ მან­ქა­ნა­ში და ის წა­იყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ახლახანს მკერდის ოპერაცია გამიკეთეს... პატრულმა კი ხელი მკრა.ეს დაინახა ჩემმა შვილმა და ჩემსკენ გამოიწია"

"ახლახანს მკერდის ოპერაცია გამიკეთეს... პატრულმა კი ხელი მკრა.ეს დაინახა ჩემმა შვილმა და ჩემსკენ გამოიწია"

22 წლის გიგა ზარხოზაშვილსა და პოლიციელებს შორის, გორის ცენტრში მომხდარი ინციდენტის გამო, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ ზარხოზაშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

10 სექტემბერს გორის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ავარიაში მოყოლილმა გიგა ზარხოზაშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

გიგა ზარხოზაშვილის სასამართლო პროცესზე, პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ ზარხოზაშვილი არ დაემორჩილა პატრულის კანონიერ მოთხოვნას და მომხდარის შემდეგ მიმალვას ცდილობდა.პროკურორის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს გიგა ზარხოზაშვილის დედა

მარინა გაგლოშვილი:

- როდესაც ჩემმა შვილმა ავარია მოახდინა, მეც იქვე ვიყავი. გორის ბაზრობაზე ვმუშაობ. გარემოვაჭრე ვარ... როგორც კი ჩემი შვილის მანქანა დავინახე, მაშინვე მივვარდი, მაგრამ მანქანაში აღარ იჯდა, - თურმე მეგობარი ბიჭისთვის 2 ლარი გამოურთმევია და სიგარეტის საყიდლად მაღაზიაში შესულა.

- სამი მანქანის დამტვრევის შემდეგ?

- დიახ, როგორც კი სიგარეტი იყიდა, პატრულის მანქანა თავად გაუჩერებია. თავისი ფეხით, პატრულთან ერთად იუსტიციის ეზოში შესულა და უთქვამს, რომ ავარია მომივიდაო. გიგა შემთხვევის ადგილზე პატრულის მანქანით მოვიდა, იქვე მდებარე აფთიაქის კამერაზე ამის ამსახველი კადრებიც არის. ამიხსნან ერთი, რანაირად აპირებდა ჩემი შვილი გაქცევასა და ადგილიდან მიმალვას, როდესაც მანქანა იქვე ჰყავდა დატოვებული?.. მეც იქ ვიდექი, გიგა პატრულმა რომ მოიყვანა. უამრავი ადამიანი ვიყავით გარშემო შეკრებილი, რადგან მანქანას დაჯახების შემდეგ, გაზის ბალონი დაზიანდა და ჟონავდა. გარშემომყოფებს შეეშინდათ, არ აფეთქდესო... ვიცოდი, რომ გიგა ნასვამი იყო და პატრულს ვუთხარი კიდევ, ნასვამია და არაფერი დაუშავოთ, თავისით ჩაჯდება მანქანაში-მეთქი. თავად ახალი ნაოპერაციები ვარ, მკერდის ოპერაცია გამიკეთეს... ამ სიტყვების დასრულება ვერც კი მოვასწარი, რომ ერთ-ერთმა პატრულმა ხელი მკრა. ამას თვალი მოჰკრა ჩემმა შვილმა და ჩემსკენ გამოიწია... ამ სურათის შემყურე მისი მეუღლეც ცუდად გახდა და გული წაუვიდა. გიგამ მისკენაც გაიწია, მაგრამ არ გაუშვეს. ამ გაწევ-გამოწევაში, თუკი ვინმე მოხვდათ ხელში, ყველას დაერივნენ, რათა მაქნანაში ჩაეგდოთ. სასოწარკვეთილი ვკიოდი, - სხვებს რაღას ერჩით, თავი დაანებეთ, ჩემი შვილი იჯდა მხოლოდ მანქანაში და ის წაიყვანეთ-მეთქი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ