სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რაში დახარჯა მოგებული თანხა თორნიკე ყიფიანმა და რა სურვილი აისრულა მან მეუღლესთან ერთად
რაში დახარჯა მოგებული თანხა თორნიკე ყიფიანმა და რა სურვილი აისრულა მან მეუღლესთან ერთად

"X ფაქ­ტორ­ში" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ის ისე­თი­ვე მო­რი­დე­ბუ­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი და სცე­ნა­ზე მდგა­რი თორ­ნი­კეს­გან, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი ამ­ჟა­მად სტუ­დი­ა­ში ალ­ბომ­ზე მუ­შა­ობს. ambebi.ge გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ფრაგ­მენტს, რო­მე­ლიც მან ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებს"-ს მის­ცა.

თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი: ამ­ჟა­მად ალ­ბო­მის კე­თე­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი, რო­გო­რი გა­მო­ვა, მაგ­რამ მო­ნა­ხა­ზებს ვა­კე­თებ. პრო­ექტს დი­ჯე­ის­თან ერ­თად ვა­კე­თებ, ცო­ცხალ ინ­სტრუ­მენ­ტებ­საც გა­მო­ვი­ყე­ნებთ. შე­ზღუ­დუ­ლი არ ვარ, პი­რი­ქით, მე­უბ­ნე­ბი­ან: რო­გორც შენ გე­სა­ხე­ბა, ისე გა­ა­კე­თეო. ვნა­ხოთ რო­გო­რი გა­მო­ვა, დი­ჯეი ირაკ­ლი ბუ­ჯი­აშ­ვილს დიდი ხა­ნია, ვიც­ნობ, თუმ­ცა ასე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით აქამ­დე არ გვი­მუ­შა­ვია. ადრე მქონ­და იდე­ა­ში ასე­თი პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქო­ნია. ახლა, რად­გან ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, გა­დავ­წყვი­ტე, გა­ვა­კე­თო. მეც რა­ღა­ცე­ებს ვსწავ­ლობ, ანუ ელექტრო­ნულ პროგ­რა­მებს. მინ­და, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­უნ­დე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ვის­წავ­ლო, ჩე­მით გა­ვა­კე­თო. სტუ­დი­ა­ში ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბა ოც­ნე­ბა­სა­ვით მქონ­და - მი­ხა­რია, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა. გარ­და იმი­სა, რომ "სანო სტუ­დი­ა­ში" ვმუ­შა­ობ ალ­ბომ­ზე, "ბრა­ვო რე­კორ­დის­თან" ერ­თად სინ­გლის გა­მოშ­ვე­ბას ვა­პი­რებთ და მი­ხა­რია, რომ ეს ორი რამ ერ­თმა­ნეთს არ უშ­ლის ხელს. ვნა­ხოთ, რა გა­მო­ვა - მეც ჯერ­ჯე­რო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი არ ვიცი. ერთი რა­მის თქმა შე­მიძ­ლია – ის ხა­სი­ა­თი, რო­მე­ლიც აქამ­დე მქონ­და სიმ­ღე­რის დროს, არ მინ­და, დავ­კარ­გო. თან, არ მინ­და, ჩა­მოვ­რჩე იმ თა­ნა­მედ­რო­ვე მოვ­ლე­ნებს, რაც მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა.

- ალ­ბათ, აღარ მო­გი­წია თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლამ.

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა. თა­ვი­დან­ვე არც ჩემი და არც მე­გობ­რე­ბის მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა იქ მუ­შა­ო­ბა. იქ რა­საც ვუკ­რავ­დით, ეს იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის კრე­ბუ­ლი. ჩვე­ნე­ბუ­რად კი გა­და­ვა­კე­თეთ, მაგ­რამ ჩვენს სიმ­ღე­რებს არ ვუკ­რავ­დით. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო იყო, ამი­ტომ ვი­ზღუ­დე­ბო­დით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი სა­მუ­შაო არ არის. იქ სა­ნა­პი­რო­ზე სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­ში ვუკ­რავ­დით. თან ოჯახს, მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს ვი­ყა­ვით მო­წყვე­ტი­ლე­ბი. ზო­გა­დად, ქვეყ­ნი­დან ხარ გა­სუ­ლი, მუ­შა­ობ და შენს საქ­მეს, ანუ იმას, რაც გიყ­ვარს, ვერ აკე­თებ. უბ­რა­ლოდ, სხვა გზა არ გვქონ­და და იმი­ტომ წა­ვე­დით. ჩემი მე­გობ­რე­ბი ახ­ლაც იქ არი­ან. რომ ჩა­მოვ­ლენ, მერე ვგეგ­მავთ ივენ­თე­ბის გა­კე­თე­ბას. ყვე­ლა ძა­ლი­ან კარ­გი მუ­სი­კო­სია. დრამ­ზე უკ­რავს - ბექა გე­ლე­ნა­ვა ჯგუ­ფი "თბი­ლი­სი-სი-დან", ვახო თევ­ზა­ძე, ასე­ვე ამ ჯგუ­ფი­დან, დათო გო­შა­ძე - ჯგუ­ფი "გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა", ლაშა და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი-მაღ­ლა­ფე­რი­ძე - "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ვიკა ლო­გუა, მომ­ღე­რა­ლი. ყვე­ლა კარ­გი მუ­სი­კო­სია. შე­ვიკ­რი­ბეთ, რომ იქაც ხა­რის­ხი­ა­ნად დაგ­ვეკ­რა. ბევრ ჟანრს ვუკ­რავ­დით, პო­პუ­ლა­რულ სიმ­ღე­რებს, უბ­რა­ლოდ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ნაკ­ლე­ბად ვი­ხარ­ჯე­ბო­დით.

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "X ფაქ­ტორ­მა" გიხ­სნა თურ­ქეთ­ში არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სა­მუ­შა­ოს­გან.

- ნამ­დვი­ლად ასეა და მად­ლი­ე­რი ვარ იმ ხალ­ხის, ვინც და­მეხ­მა­რა - მათ გა­რე­შე ვერ მი­ვაღ­წევ­დი წარ­მა­ტე­ბას. მო­წყვე­ტი­ლი ვიქ­ნე­ბო­დი ჩემს მშობ­ლებს, ბავ­შვებს, ოჯახს - ძა­ლი­ან მი­ხა­რია, პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად მი­წევ­და წას­ვლა-წა­მოს­ვლა, კვი­რის ბო­ლოს ჩა­მოვ­დი­ო­დი ხოლ­მე. ბავ­შვე­ბი, პრინ­ციპ­ში, ამას მი­ეჩ­ვივ­ნენ, მაგ­რამ მა­ინც რთუ­ლი იყო. ბო­ლოს გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, კონ­ტრაქ­ტი შევ­წყვი­ტე და აღარ წავ­სულ­ვარ.

- თუ ახერ­ხებ ბავ­შვებ­თან, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სად­მე წას­ვლას?

- დიდი ხნით - ვერა, მაგ­რამ ცოტა ხნით ვა­ხერ­ხებთ. ახლა ვცდი­ლობ, ჩემი ალ­ბო­მი ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ვა­კე­თო. ისე არ მოხ­დეს, რომ დამ­თავ­რდა პრო­ექ­ტი და მეტი არა­ფე­რი აღარ ხდე­ბა. ამი­ტომ, დი­დიხ­ნით სად­მე წას­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებთ. ამ ყვე­ლა­ფერს დიდი შრო­მა და დრო სჭირ­დე­ბა. ზოგს ჰგო­ნია: და­ი­წყებს ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბას და 1-2 თვე­ში გა­ა­კე­თებს, ასე არ არის. თი­თო­ე­უ­ლი სიმ­ღე­რა ისე­თი უნდა იყოს, რომ ჯერ მე მო­მე­წო­ნოს და მერე მი­ვი­დეს მსმე­ნე­ლამ­დე. ბევ­რი შრო­მა, მუ­შა­ო­ბა დას­ჭირ­დე­ბა, ამი­ტომ რა­ღა­ცე­ებს რომ მო­ვე­დო, არ იქ­ნე­ბა კარ­გი. ჯო­ბია, ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო ეს საქ­მე.

- ხომ არ აიღე მარ­თვის მოწ­მო­ბა, მო­გე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით რომ იარო?

- არა, ჯერ არ ამი­ღია. ავი­ღებ, რა მეჩ­ქა­რე­ბა. თით­ქმის ყვე­ლა პრი­ზი გად­მომ­ცეს. რაც დამ­პირ­დნენ, ყვე­ლა­ფე­რი შე­მის­რუ­ლეს. პრინ­ციპ­ში, ასე­თი კლა­სის მან­ქა­ნა არ მჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ გავ­ყი­დე. ისე მო­ვიხ­მარ ჩემ­თვის, ოჯახს მო­ვახ­მარ. "მაგ­თიმ" ჩა­მი­რი­ცხა 30 ათა­სი იმის­თვის, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად წა­ვი­წიო წინ. ტყუ­ი­ლად და­ხარ­ჯვას არ ვა­პი­რებ. სტუ­დი­უ­რი მო­ნი­ტო­რე­ბი ვი­ყი­დე, ასე­ვე აპა­რა­ტუ­რა, რაც დაგ­ვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ჩვენს თავს რე­ა­ლი­ზა­ცია გა­ვუ­კე­თოთ.

- სარ­ფი­ა­ნად და­ა­ბან­დე...

- დიახ. გა­ნა­წი­ლე­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. მთლი­ა­ნი თან­ხა არ და­მი­ხარ­ჯავს, ჯერ კი­დევ ვგეგ­მავ, რაში შე­მიძ­ლია, გა­მო­ვი­ყე­ნო. ას­ჯერ გა­ზო­მე და ერთხელ გა­ჭე­რიო - ხომ ნათ­ქვა­მია. მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს სპონ­ტა­ნუ­რად არ ვი­ღებ. ვცდი­ლობ, სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მე­ბი არ და­ვუშ­ვა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გი პრი­ზი, რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი 2-მა" და­ა­წე­სა, ეს იყო ლონ­დონ­ში ერ­თთვი­ა­ნი მას­ტერ-კლა­სი, რო­მე­ლიც ჩემს გარ­და, სხვა მო­ნა­წი­ლე­ებ­საც გა­დას­ცეს. ჯერ­ჯე­რო­ბით გამ­გზავ­რე­ბის ზუს­ტი რი­ცხვი არ ვი­ცით, ნო­ემ­ბერ­ში გეგ­მა­ვენ ჩვენს წაყ­ვა­ნას - ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის, დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ.

- ცოტა ხნის წინ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად პა­რიზ­ში იყა­ვი, რო­გო­რი დრო გა­ა­ტა­რეთ?

- "ვი-თი-ბი" ბან­კმა გად­მომ­ცა პა­რი­ზის საგ­ზუ­რი, ხოლო "ფორ­ტუ­ნამ" ამ­სტერ­და­მის. პა­რი­ზის გა­მო­ვი­ყე­ნეთ, ამ­სტერ­და­მის - ჯერ არა. იქაც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად წა­ვალ.

- გო­გო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის პა­რი­ზი ოც­ნე­ბის ქა­ლა­ქია. შენი მე­უღ­ლეც ხომ არ ოც­ნე­ბობ­და იქ წას­ვლა­ზე?

- რო­გორ არა. ძა­ლი­ან უნ­დო­და ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თა­ღის ნახ­ვა. მეც მა­ინ­ტე­რე­სებ­და პა­რი­ზი, რო­გორც ქა­ლა­ქი, რო­მელ­საც დიდი ის­ტო­რია აქვს და ლა­მა­ზია. კარ­გი იყო, ბევ­რი რამ ვნა­ხეთ, ყველ­გან ვი­ყა­ვით: პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში, ლუვრში, ეი­ფელ­ზე. ამ­სეტრდამ­ში წას­ვლის ვადა ახალ წლამ­დე გვაქვს და მო­ვა­ხერ­ხებთ მა­ნამ­დე რა­მეს.

- თამ­თა გო­დუ­ა­ძეს­თან გავ­ქს ურ­თი­ერ­თო­ბა, ხომ არ გეგ­მავთ ერ­თად რა­მის გა­კე­თე­ბას?

- თამ­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის. "ფე­ის­ბუ­ქით" ვურ­თი­ერ­თობთ. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფერს ვგეგ­მავთ ერ­თად, მერე ვნა­ხოთ. მი­ხა­რია, რომ პრო­ექ­ტის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ მი­დის და მერე ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. ახლა ჩემ­თვის პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნაა, გა­მო­ვი­დეს ალ­ბო­მი, რა­საც თა­ვის­თა­ვად მოჰ­ყვე­ბა პრე­ზენ­ტა­ცია, კონ­ცერ­ტე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რაში დახარჯა მოგებული თანხა თორნიკე ყიფიანმა და რა სურვილი აისრულა მან მეუღლესთან ერთად

რაში დახარჯა მოგებული თანხა თორნიკე ყიფიანმა და რა სურვილი აისრულა მან მეუღლესთან ერთად

"X ფაქტორში" გამარჯვების შემდეგ თორნიკე ყიფიანის ცხოვრება, გარკვეულწილად, შეიცვალა, თუმცა ის ისეთივე მორიდებული, პოზიტიური და სცენაზე მდგარი თორნიკესგან, რადიკალურად განსხვავებულია. ნიჭიერი მომღერალი ამჟამად სტუდიაში ალბომზე მუშაობს. ambebi.ge გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს, რომელიც მან ჟურნალ "თბილისელებს"-ს მისცა.

თორნიკე ყიფიანი: ამჟამად ალბომის კეთებით ვარ დაკავებული. ჯერჯერობით არ ვიცი, როგორი გამოვა, მაგრამ მონახაზებს ვაკეთებ. პროექტს დიჯეისთან ერთად ვაკეთებ, ცოცხალ ინსტრუმენტებსაც გამოვიყენებთ. შეზღუდული არ ვარ, პირიქით, მეუბნებიან: როგორც შენ გესახება, ისე გააკეთეო. ვნახოთ როგორი გამოვა, დიჯეი ირაკლი ბუჯიაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, თუმცა ასეთი მიმართულებით აქამდე არ გვიმუშავია. ადრე მქონდა იდეაში ასეთი პროექტის გაკეთება, მაგრამ სტუდიაში მუშაობის საშუალება არ მქონია. ახლა, რადგან ამის საშუალება მომეცა, გადავწყვიტე, გავაკეთო. მეც რაღაცეებს ვსწავლობ, ანუ ელექტრონულ პროგრამებს. მინდა, თანამედროვე საუნდების გამოყვანა ვისწავლო, ჩემით გავაკეთო. სტუდიაში ალბომზე მუშაობა ოცნებასავით მქონდა - მიხარია, რომ ამის საშუალება მომეცა. გარდა იმისა, რომ "სანო სტუდიაში" ვმუშაობ ალბომზე, "ბრავო რეკორდისთან" ერთად სინგლის გამოშვებას ვაპირებთ და მიხარია, რომ ეს ორი რამ ერთმანეთს არ უშლის ხელს. ვნახოთ, რა გამოვა - მეც ჯერჯერობით, ყველაფერი არ ვიცი. ერთი რამის თქმა შემიძლია – ის ხასიათი, რომელიც აქამდე მქონდა სიმღერის დროს, არ მინდა, დავკარგო. თან, არ მინდა, ჩამოვრჩე იმ თანამედროვე მოვლენებს, რაც მსოფლიოში ხდება.

- ალბათ, აღარ მოგიწია თურქეთში სამუშაოდ წასვლამ.

- საბედნიეროდ, არა. თავიდანვე არც ჩემი და არც მეგობრების მიზანი არ ყოფილა იქ მუშაობა. იქ რასაც ვუკრავდით, ეს იყო პოპულარული სიმღერების კრებული. ჩვენებურად კი გადავაკეთეთ, მაგრამ ჩვენს სიმღერებს არ ვუკრავდით. ჩვეულებრივი სამუშაო იყო, ამიტომ ვიზღუდებოდით. საქართველოში ასეთი სამუშაო არ არის. იქ სანაპიროზე სასტუმროების ქსელში ვუკრავდით. თან ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს ვიყავით მოწყვეტილები. ზოგადად, ქვეყნიდან ხარ გასული, მუშაობ და შენს საქმეს, ანუ იმას, რაც გიყვარს, ვერ აკეთებ. უბრალოდ, სხვა გზა არ გვქონდა და იმიტომ წავედით. ჩემი მეგობრები ახლაც იქ არიან. რომ ჩამოვლენ, მერე ვგეგმავთ ივენთების გაკეთებას. ყველა ძალიან კარგი მუსიკოსია. დრამზე უკრავს - ბექა გელენავა ჯგუფი "თბილისი-სი-დან", ვახო თევზაძე, ასევე ამ ჯგუფიდან, დათო გოშაძე - ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა", ლაშა დადეშქელიანი-მაღლაფერიძე - "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობდა და ვიკა ლოგუა, მომღერალი. ყველა კარგი მუსიკოსია. შევიკრიბეთ, რომ იქაც ხარისხიანად დაგვეკრა. ბევრ ჟანრს ვუკრავდით, პოპულარულ სიმღერებს, უბრალოდ, შემოქმედებითად ნაკლებად ვიხარჯებოდით.

- შეიძლება ითქვას, რომ "X ფაქტორმა" გიხსნა თურქეთში არასასიამოვნო სამუშაოსგან.

- ნამდვილად ასეა და მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც დამეხმარა - მათ გარეშე ვერ მივაღწევდი წარმატებას. მოწყვეტილი ვიქნებოდი ჩემს მშობლებს, ბავშვებს, ოჯახს - ძალიან მიხარია, პროექტის განმავლობაში ხშირად მიწევდა წასვლა-წამოსვლა, კვირის ბოლოს ჩამოვდიოდი ხოლმე. ბავშვები, პრინციპში, ამას მიეჩვივნენ, მაგრამ მაინც რთული იყო. ბოლოს გამათავისუფლეს, კონტრაქტი შევწყვიტე და აღარ წავსულვარ.

- თუ ახერხებ ბავშვებთან, მეუღლესთან ერთად სადმე წასვლას?

- დიდი ხნით - ვერა, მაგრამ ცოტა ხნით ვახერხებთ. ახლა ვცდილობ, ჩემი ალბომი ხარისხიანად გავაკეთო. ისე არ მოხდეს, რომ დამთავრდა პროექტი და მეტი არაფერი აღარ ხდება. ამიტომ, დიდიხნით სადმე წასვლას ვერ ვახერხებთ. ამ ყველაფერს დიდი შრომა და დრო სჭირდება. ზოგს ჰგონია: დაიწყებს ალბომზე მუშაობას და 1-2 თვეში გააკეთებს, ასე არ არის. თითოეული სიმღერა ისეთი უნდა იყოს, რომ ჯერ მე მომეწონოს და მერე მივიდეს მსმენელამდე. ბევრი შრომა, მუშაობა დასჭირდება, ამიტომ რაღაცეებს რომ მოვედო, არ იქნება კარგი. ჯობია, ბოლომდე მივიყვანო ეს საქმე.

- ხომ არ აიღე მართვის მოწმობა, მოგებული ავტომობილით რომ იარო?

- არა, ჯერ არ ამიღია. ავიღებ, რა მეჩქარება. თითქმის ყველა პრიზი გადმომცეს. რაც დამპირდნენ, ყველაფერი შემისრულეს. პრინციპში, ასეთი კლასის მანქანა არ მჭირდებოდა, ამიტომ გავყიდე. ისე მოვიხმარ ჩემთვის, ოჯახს მოვახმარ. "მაგთიმ" ჩამირიცხა 30 ათასი იმისთვის, რომ პროფესიონალურად წავიწიო წინ. ტყუილად დახარჯვას არ ვაპირებ. სტუდიური მონიტორები ვიყიდე, ასევე აპარატურა, რაც დაგვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს თავს რეალიზაცია გავუკეთოთ.

- სარფიანად დააბანდე...

- დიახ. განაწილება არ გამჭირვებია. მთლიანი თანხა არ დამიხარჯავს, ჯერ კიდევ ვგეგმავ, რაში შემიძლია, გამოვიყენო. ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო - ხომ ნათქვამია. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ ვიღებ. ვცდილობ, სერიოზული შეცდომები არ დავუშვა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრიზი, რომელიც "რუსთავი 2-მა" დააწესა, ეს იყო ლონდონში ერთთვიანი მასტერ-კლასი, რომელიც ჩემს გარდა, სხვა მონაწილეებსაც გადასცეს. ჯერჯერობით გამგზავრების ზუსტი რიცხვი არ ვიცით, ნოემბერში გეგმავენ ჩვენს წაყვანას - ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, დიდ გამოცდილებას მივიღებთ.

- ცოტა ხნის წინ მეუღლესთან ერთად პარიზში იყავი, როგორი დრო გაატარეთ?

- "ვი-თი-ბი" ბანკმა გადმომცა პარიზის საგზური, ხოლო "ფორტუნამ" ამსტერდამის. პარიზის გამოვიყენეთ, ამსტერდამის - ჯერ არა. იქაც მეუღლესთან ერთად წავალ.

- გოგონების დიდი ნაწილისთვის პარიზი ოცნების ქალაქია. შენი მეუღლეც ხომ არ ოცნებობდა იქ წასვლაზე?

- როგორ არა. ძალიან უნდოდა ტრიუმფალური თაღის ნახვა. მეც მაინტერესებდა პარიზი, როგორც ქალაქი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და ლამაზია. კარგი იყო, ბევრი რამ ვნახეთ, ყველგან ვიყავით: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, ლუვრში, ეიფელზე. ამსეტრდამში წასვლის ვადა ახალ წლამდე გვაქვს და მოვახერხებთ მანამდე რამეს.

- თამთა გოდუაძესთან გავქს ურთიერთობა, ხომ არ გეგმავთ ერთად რამის გაკეთებას?

- თამთა საქართველოში არ არის. "ფეისბუქით" ვურთიერთობთ. ჯერჯერობით არაფერს ვგეგმავთ ერთად, მერე ვნახოთ. მიხარია, რომ პროექტის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის და მერე ვნახოთ, რა იქნება. ახლა ჩემთვის პირველი ამოცანაა, გამოვიდეს ალბომი, რასაც თავისთავად მოჰყვება პრეზენტაცია, კონცერტები.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება