სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ოთარ დანელია - შენობაში, რომელშიც დღეს პრეზიდენტია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გაკეთდეს
ოთარ დანელია - შენობაში, რომელშიც დღეს პრეზიდენტია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გაკეთდეს

მე ზო­გა­დად ვფიქ­რობ, რომ შე­ნო­ბა­ში, რო­მელ­შიც დღეს პრე­ზი­დენ­ტია, რა­ღაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ოთარ და­ნე­ლი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის იმ გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პრე­ზი­დენ­ტმა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ვით უსუ­ფაშ­ვილს გა­ნუ­ცხა­და, რომ მას შემ­დეგ, რაც ათო­ნელ­ზე მშე­ნე­ბა­რე სა­სახ­ლე­ში რე­მონ­ტი დას­რულ­დე­ბა, პრე­ზი­დენ­ტი სა­მუ­შა­ოდ იქ გა­და­ვა.

"მე მგო­ნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ვერ­სია, რო­მელ­ზეც მი­ჭირს რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა­დას­ხვა ვერ­სია მო­ვის­მი­ნე ამ ბოლო დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და ალ­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რად იმა­ზე, თუ რა მოხ­დე­ბა. მე, ზო­გა­დად, ვფიქ­რობ, რომ ის შე­ნო­ბა, რო­მელ­შიც დღეს პრე­ზი­დენ­ტია, ალ­ბათ, რა­ღა­ცა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნის­თვის შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ოთარ და­ნე­ლი­ამ, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, თუ რას გუ­ლის­ხმობ­და. მან აღ­ნიშ­ნა, რომ იქ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამე გა­კეთ­დეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა "მა­ესტროს ცხრი­ან­ში" გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან 2-3 თვის წინ გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა გა­იხ­სე­ნა.

"რო­დე­საც მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან ამ თე­მა­ზე ბოლო სა­უ­ბა­რი მქონ­და, მე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გე­უბ­ნე­ბით, ეს იყო 2-3 თვის წინ ალ­ბათ, მან მი­თხრა, რო­დე­საც იქ­ნე­ბა მზად ათო­ნელ­ზე ის შე­ნო­ბა, გა­და­ვალ იქ და სა­ერ­თოდ იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო შე­ნო­ბე­ბის სა­კი­თხი ჩა­ვა­ბა­როთ იმას, ვი­საც ეკუთ­ვნის", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ამას­თან, 21 ივ­ლისს, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წე­რი­ლი ჩა­ბარ­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პრე­ზი­დენ­ტი ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­სახ­ლე­ში სა­მუ­შა­ოდ გა­დას­ვლას არ აპი­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ოთარ დანელია - შენობაში, რომელშიც დღეს პრეზიდენტია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გაკეთდეს

ოთარ დანელია - შენობაში, რომელშიც დღეს პრეზიდენტია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გაკეთდეს

მე ზოგადად ვფიქრობ, რომ შენობაში, რომელშიც დღეს პრეზიდენტია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გაკეთდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რამდენიმე თვის წინ დავით უსუფაშვილს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ათონელზე მშენებარე სასახლეში რემონტი დასრულდება, პრეზიდენტი სამუშაოდ იქ გადავა.

"მე მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი ვერსია, რომელზეც მიჭირს რაიმე კონკრეტული შეფასების გაკეთება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინე ამ ბოლო დროის განმავლობაში და ალბათ დამოკიდებული იქნება რეალურად იმაზე, თუ რა მოხდება. მე, ზოგადად, ვფიქრობ, რომ ის შენობა, რომელშიც დღეს პრეზიდენტია, ალბათ, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანისთვის შეიძლება გაკეთდეს", - განაცხადა ოთარ დანელიამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა. მან აღნიშნა, რომ იქ შეიძლება ბევრი რამე გაკეთდეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" გიორგი მარგველაშვილთან 2-3 თვის წინ გამართული შეხვედრა გაიხსენა.

"როდესაც მარგველაშვილთან ამ თემაზე ბოლო საუბარი მქონდა, მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ეს იყო 2-3 თვის წინ ალბათ, მან მითხრა, როდესაც იქნება მზად ათონელზე ის შენობა, გადავალ იქ და საერთოდ იქნება სახელმწიფო შენობების საკითხი ჩავაბაროთ იმას, ვისაც ეკუთვნის", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, 21 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილი ჩაბარდა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში სამუშაოდ გადასვლას არ აპირებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა