სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ დაეხმარებიან განო და კოტე გაჭირვებულ ადამიანებს
როგორ დაეხმარებიან განო და კოტე გაჭირვებულ ადამიანებს

8 სექ­ტემ­ბერს, "პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში კოტე თო­ლორ­და­ვამ და განო მე­ლი­თა­ურ­მა თა­ვი­ან­თი გა­და­ცე­მა, უკვე სხვა სა­ხელ­წო­დე­ბით - "შუ­ა­დღის ამ­ბე­ბით განო და კოტე" გა­ნა­ახ­ლეს... "ამ­ბე­ბი.გე" მათი ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რეს­და...

კოტე:

- ჩვენს შოუს ფორ­მა­ტიც შე­ეც­ვა­ლა და იდე­ა­ში ბევ­რი რამ. და­ვი­წყოთ იმით, რომ ინ­ტე­რაქ­ტი­ვი და­ე­მა­ტა, მა­ყუ­რე­ბე­ლი და მსმე­ნე­ლი გვი­კავ­შირ­დე­ბა და აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. მათი მხრი­დან, ასეთ აქ­ტი­ვო­ბას არც ვე­ლო­დე­ბო­დით. სი­ახ­ლე კი­დევ ის არის, რომ ჩვე­ნი სტუ­დი­ი­დან, სა­ინ­ფორ­მა­ციო ამ­ბე­ბის სტუ­დი­ა­ში გა­და­ვი­ნაც­ვლეთ და გავ­ხდით ნი­უ­სე­ბის, ამ­ბე­ბის ჩვე­ნე­ბუ­რი მთხრო­ბე­ლე­ბი.

განო:

- ისე, ინ­ტე­რაქ­ტივ­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ა­მარ­თლა. ეს აკ­ლდა ჩვენს წინა შოუს. სურ­ვი­ლი გვაქვს, მი­ნი­მა­ლუ­რი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ იმა­ში, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას მე­ტად და­ვეხ­მა­როთ, მეტი სი­ახ­ლე და ამ­ბა­ვი გა­ვა­გე­ბი­ნოთ. თუ მათი ზა­რე­ბის მი­ხედ­ვით ვიმ­სჯე­ლებთ, მარ­თლაც ბევ­რი შე­კი­თხა აქვთ. ამის­თვის კი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ყვე­ლა რე­სურ­სი და ადა­მი­ა­ნებს პა­სუ­ხე­ბი გავ­ცეთ. ამას­თან, მსმე­ნელ­თან და მა­ყუ­რე­ბელ­თან ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც გავცვა­ლოთ.

- უმე­ტე­სად რა ხა­სი­ა­თის შე­კი­თხვე­ბი შე­მო­დის?

- ყვე­ლა­ნა­ი­რი, და­წყე­ბუ­ლი რა ტი­პის თევ­ზი უნდა ვჭა­მოთ და რა არის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო? რამ­დე­ნად კონ­ტროლ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი სურ­სა­თი? დამ­თავ­რე­ბუ­ლი იმ ფაქ­ტით, როცა მუს­ლი­მებს ქო­ბუ­ლეთ­ში მედ­რე­სის კარ­ზე ღო­რის თავი და­უ­მაგ­რეს. ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­კი­თხვა შე­მო­დის. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ყვე­ლა­ნა­ირ შე­კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხოთ.

კოტე:

- სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მე­ბით ვინ­ტე­რეს­დე­ბით. ახლა ძა­ლი­ან სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის სა­კითხს ჩა­ვე­კირ­კი­ტეთ, რომ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბიც სტა­ტის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ავ­რცე­ლა.

განო:

- იმ მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი დღე­ში 4 ლარი და 80 თეთ­რია. ახალ მე და კო­ტემ გა­დავ­წყვი­ტეთ, მა­ყუ­რებ­ლებ­თან ერ­თად, გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ, რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეს ასე­თი დას­კვნა...

განო:

- მოკ­ლედ, ამ თე­მა­ზე ვი­მუ­შა­ვებთ და ჩვენს ვერ­სი­ას მა­ყუ­რე­ბელს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაც­ნობთ. არა­და, გა­სა­ო­ცა­რია, საკ­ვე­ბის გარ­და, ადა­მი­ანს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მოხ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დის და­ფარ­ვა, მგზავ­რო­ბა, წა­მა­ლი და გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბი. მა­ინ­ტერ­სებს, ყვე­ლა­ფე­რი ამ თან­ხა­ში რო­გორ შე­დის?!

კოტე:

- ეს ის მცი­რე სა­კი­თხია იმ უამ­რა­ვი გან­სა­ხილ­ვე­ლი თე­მი­დან, რომ­ლებ­თა­ნაც შე­ხე­ბა მოგ­ვი­წევს...

- ძველ და ახალ სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბა ერ­თმა­ნეთს რომ შე­ვა­და­როთ. რო­მე­ლი ჯო­ბია?

განო:

- ჩვენ­თვის მი­სა­ღე­ბი იყო ისიც და მი­სა­ღე­ბია ესეც. იმა­საც უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვე­კი­დე­ბო­დით. "გა­კოს შოუც" ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მო­მენ­ტებ­ში მე­ნატ­რე­ბა კი­დეც, რად­გა­ნაც "ჩვე­ნე­ბუ­რი" იყო, ჩვე­ნი "სახ­ლი"... ახლა ცხოვ­რე­ბის წესი შეგ­ვეც­ვა­ლა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ პირ­და­პი­რი ეთერ­ში გვი­წევს ყო­ველ­დღი­უ­რად აქ­ტი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს ბევ­რად მეტი რე­სურ­სი მი­აქვს. მარ­თა­ლია, ეთერ­ში 45 წუთი ვართ, მაგ­რამ კადრს მიღ­მა ამ ყვე­ლა­ფერს, მომ­ზა­დე­ბას ბევ­რად მეტი ენერ­გია და დრო მი­აქვს, რად­გა­ნაც რო­გორც ვთქვით, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა სჭირ­დე­ბა და სა­კუ­თა­რი აზრი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაც. მოკ­ლედ, ამ­ჯე­რად ტემ­პი კი­დევ უფრო აგ­ვიჩ­ქარ­და, ვიდ­რე გვქონ­და.

კოტე:

- რთუ­ლია, რა­საც ახლა შე­ვე­ჭი­დეთ. ჩემი აზ­რით, დღე­ვან­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ცოტა ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც გვძენს, რო­მე­ლიც აქამ­დე არ გაგ­ვაჩ­ნდა. მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გვი­რეკ­ვას და ჩვენ კი ჩვე­ნე­ულ ანა­ლიზს ვა­კე­თებთ. ვართ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუ­ბი­ექ­ტუ­რე­ბი და აპო­ლი­ტი­კუ­რე­ბი.

განო:

- მოკ­ლედ, ეს გა­და­ცე­მა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კეთ­დე­ბა.

კოტე:

- ზოგ­ჯერ ისეც ხდე­ბა, რომ მა­ყუ­რებ­ლის ზა­რის შემ­დეგ პირ­და­პირ ეთერ­ში ვი­წყებთ ამა თუ იმ თე­მის გარ­კვე­ვას და ოპე­რა­ტი­უ­ლად ვაწ­ვდით მათ პა­სუ­ხებს.

განო:

- კი, თუ სა­ჭი­როა, პირ­და­პირ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან ვრე­კავთ და ვარ­კვევთ, ვთქვათ, რა­ტომ გა­ე­თი­შათ ამა თუ იმ უბან­ში დენი... მოკ­ლედ, სულ ჩარ­თუ­ლე­ბი და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი ვართ.

კოტე:

- მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი მა­ში­ნაც ვი­ყა­ვით, მაგ­რამ აქ შეც­დო­მის უფ­ლე­ბა არ გაქვს. იმი­ტომ, რომ პირ­და­პი­რი ეთე­რია და ხარ­ვეზს ვე­ღარ გა­მო­ას­წო­რებ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცო­ტა­თი სცე­ნა­ზე გას­ვლას მა­გო­ნებს. იქაც ცო­ცხა­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მო­დის დარ­ბა­ზი­დან, თუკი რამე იმპრო­ვი­ზა­ცი­ას გა­ა­კე­თებ. აქ კი მა­ყუ­რე­ბე­ლი გვი­კავ­შირ­დე­ბა.

განო:

- ასე რომ, "პა­ლიტ­რა­მე­დია" კვლა­ვაც სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვე­ბით გვა­ნე­ბივ­რებს. თა­ვი­დან ცოტა გვე­ში­ნო­და, ეს ფორ­მა­ტი ხომ ვამ­ბობთ, სრუ­ლი­ად ახა­ლია ჩვენ­თვის, ის კი არა, ჟურ­ნა­ლი­ტებ­საც კი უჭირთ მსგავს ფორ­მატ­ზე მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფე­რის ხიბ­ლი ის არის, რომ მე და კოტე ვართ და არა ვთქვათ, გა­მოც­დი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად ვიზ­რდე­ბით.

- ამ პე­რი­ოდ­ში რა­ი­მე ახა­ლი იდე­აც ხომ არ გა­გიჩ­ნდათ?

განო:

- მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ, რომ რა­ღა­ცე­ბი და­ვა­მა­ტოთ იმ რე­სურ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც გვაქვს. ახლა ბლო­გის შექ­მნა გვინ­და. მოკ­ლედ, გა­და­ცე­მას ექ­ნე­ბა თა­ვი­სი ბლო­გი, სა­დაც მა­ყუ­რე­ბელ­საც მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, ერ­თწუ­თი­ა­ნი, ან 30-წა­მი­ა­ნი იდე­ე­ბი გა­მო­აგ­ზავ­ნონ და სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი და­ა­ფიქ­სი­რონ...

კოტე:

- გვინ­და, რომ ვი­დე­ო­მი­მარ­თვე­ბი იყოს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი. ეს აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მაა. სელ­ფი ხომ ატა­ცე­ბუ­ლი აქვს მთელ სა­ქარ­თვლოს, ესეც სელ­ფი იქ­ნე­ბა, ოღონდ, ვი­დე­ოს სა­ხით. მოკ­ლედ, შეგ­ვიძ­ლია სა­კუ­თარ თავს ვი­დეო გა­და­ვუ­ღოთ და მერე იქვე რა­ღაც მო­საზ­რე­ბაც და­ვა­ფიქ­სი­როთ...

განო:

- რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მეტ მო­წო­ნე­ბას და ლა­იქს და­იმ­სა­ხუ­რებს, გარ­და ამი­სა, პოს­ტე­ბის სა­ხით და პა­ტა­რა პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი სა­ხი­თაც და­ი­დე­ბა. სხვა­დას­ხვა თე­მებს გვინ­და, რომ პა­ტა­რა ვი­დე­ო­ე­ბი გა­ვუ­კე­თოთ. გა­ვი­გოთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი, ვი­სიც გვა­ინ­ტე­რე­სებს. სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თუ რას ფიქ­რო­ბენ, ეს გვა­ინ­ტე­რე­სებს. მთლი­ა­ნო­ბა­ში გვგო­ნია, რომ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო ეთე­რი გა­მოგ­ვდის.

კოტე:

- მოკ­ლედ, გვინ­და, რომ ვი­ყოთ ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში, რო­გორ შედ­გე­ბა ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს და იგი­ვე "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზეც აი­სა­ხე­ბა.

განო:

- დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ მა­ყუ­რე­ბელს, რო­მე­ლიც რე­კავს. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ გვე­მა­ტე­ბა და გვე­მა­ტე­ბა მა­ყუ­რე­ბე­ლი, ვი­მე­ო­რებ, მარ­თლა არ ვე­ლო­დე­ბო­დით ასეთ ჩარ­თუ­ლო­ბას. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ დაეხმარებიან განო და კოტე გაჭირვებულ ადამიანებს

როგორ დაეხმარებიან განო და კოტე გაჭირვებულ ადამიანებს

8 სექტემბერს, "პალიტრა TV"-ს ეთერში კოტე თოლორდავამ და განო მელითაურმა თავიანთი გადაცემა, უკვე სხვა სახელწოდებით - "შუადღის ამბებით განო და კოტე" განაახლეს... "ამბები.გე" მათი ახალი საქმიანობით დაინტერესდა...

კოტე:

- ჩვენს შოუს ფორმატიც შეეცვალა და იდეაში ბევრი რამ. დავიწყოთ იმით, რომ ინტერაქტივი დაემატა, მაყურებელი და მსმენელი გვიკავშირდება და აქტიურად არიან ჩართულები. მათი მხრიდან, ასეთ აქტივობას არც ველოდებოდით. სიახლე კიდევ ის არის, რომ ჩვენი სტუდიიდან, საინფორმაციო ამბების სტუდიაში გადავინაცვლეთ და გავხდით ნიუსების, ამბების ჩვენებური მთხრობელები.

განო:

- ისე, ინტერაქტივმა ყველაზე მეტად გაამართლა. ეს აკლდა ჩვენს წინა შოუს. სურვილი გვაქვს, მინიმალური წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ მოსახლეობას მეტად დავეხმაროთ, მეტი სიახლე და ამბავი გავაგებინოთ. თუ მათი ზარების მიხედვით ვიმსჯელებთ, მართლაც ბევრი შეკითხა აქვთ. ამისთვის კი უნდა გამოვიყენოთ "პალიტრამედიის" ყველა რესურსი და ადამიანებს პასუხები გავცეთ. ამასთან, მსმენელთან და მაყურებელთან ინფორმაციებიც გავცვალოთ.

- უმეტესად რა ხასიათის შეკითხვები შემოდის?

- ყველანაირი, დაწყებული რა ტიპის თევზი უნდა ვჭამოთ და რა არის ჯანმრთელობისთვის საზიანო? რამდენად კონტროლდება საქართველოში შემოსული სურსათი? დამთავრებული იმ ფაქტით, როცა მუსლიმებს ქობულეთში მედრესის კარზე ღორის თავი დაუმაგრეს. ყველანაირი შეკითხვა შემოდის. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველანაირ შეკითხვას ვუპასუხოთ.

კოტე:

- სოციალური თემებით ვინტერესდებით. ახლა ძალიან საარსებო მინიმუმის საკითხს ჩავეკირკიტეთ, რომლის მონაცემებიც სტატისტიკის დეპარტამენტმა გაავრცელა.

განო:

- იმ მონაცემების მიხედვით, საარსებო მინიმუმი დღეში 4 ლარი და 80 თეთრია. ახალ მე და კოტემ გადავწყვიტეთ, მაყურებლებთან ერთად, გამოვიკვლიოთ, რის საფუძველზე მიიღეს ასეთი დასკვნა...

განო:

- მოკლედ, ამ თემაზე ვიმუშავებთ და ჩვენს ვერსიას მაყურებელს აუცილებლად გავაცნობთ. არადა, გასაოცარია, საკვების გარდა, ადამიანს საყოფაცხოვრებო მოხმარების საშუალებები სჭირდება, კომუნალურ გადასახადის დაფარვა, მგზავრობა, წამალი და გაუთვალისწინებელი ხარჯები. მაინტერსებს, ყველაფერი ამ თანხაში როგორ შედის?!

კოტე:

- ეს ის მცირე საკითხია იმ უამრავი განსახილველი თემიდან, რომლებთანაც შეხება მოგვიწევს...

- ძველ და ახალ სტუდიაში მუშაობა ერთმანეთს რომ შევადაროთ. რომელი ჯობია?

განო:

- ჩვენთვის მისაღები იყო ისიც და მისაღებია ესეც. იმასაც უდიდესი პასუხისმგებლობით და დიდი ენთუზიაზმით ვეკიდებოდით. "გაკოს შოუც" ძალიან მიყვარს და მომენტებში მენატრება კიდეც, რადგანაც "ჩვენებური" იყო, ჩვენი "სახლი"... ახლა ცხოვრების წესი შეგვეცვალა იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირი ეთერში გვიწევს ყოველდღიურად აქტიურად მნიშვნელოვან თემებზე მუშაობა, ამ ყველაფერს ბევრად მეტი რესურსი მიაქვს. მართალია, ეთერში 45 წუთი ვართ, მაგრამ კადრს მიღმა ამ ყველაფერს, მომზადებას ბევრად მეტი ენერგია და დრო მიაქვს, რადგანაც როგორც ვთქვით, გაანალიზება სჭირდება და საკუთარი აზრი ჩამოყალიბებაც. მოკლედ, ამჯერად ტემპი კიდევ უფრო აგვიჩქარდა, ვიდრე გვქონდა.

კოტე:

- რთულია, რასაც ახლა შევეჭიდეთ. ჩემი აზრით, დღევანდელი საქმიანობა ცოტა ჟურნალისტურ გამოცდილებასაც გვძენს, რომელიც აქამდე არ გაგვაჩნდა. მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსახლეობის დიდი რაოდენობა გვირეკვას და ჩვენ კი ჩვენეულ ანალიზს ვაკეთებთ. ვართ აბსოლუტურად სუბიექტურები და აპოლიტიკურები.

განო:

- მოკლედ, ეს გადაცემა ადამიანებისთვის კეთდება.

კოტე:

- ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მაყურებლის ზარის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ამა თუ იმ თემის გარკვევას და ოპერატიულად ვაწვდით მათ პასუხებს.

განო:

- კი, თუ საჭიროა, პირდაპირ შესაბამის უწყებებთან ვრეკავთ და ვარკვევთ, ვთქვათ, რატომ გაეთიშათ ამა თუ იმ უბანში დენი... მოკლედ, სულ ჩართულები და მობილიზებულები ვართ.

კოტე:

- მობილიზებულები მაშინაც ვიყავით, მაგრამ აქ შეცდომის უფლება არ გაქვს. იმიტომ, რომ პირდაპირი ეთერია და ხარვეზს ვეღარ გამოასწორებ. ეს ყველაფერი ცოტათი სცენაზე გასვლას მაგონებს. იქაც ცოცხალი შეფასებები მოდის დარბაზიდან, თუკი რამე იმპროვიზაციას გააკეთებ. აქ კი მაყურებელი გვიკავშირდება.

განო:

- ასე რომ, "პალიტრამედია" კვლავაც საინტერესო გამოწვევებით გვანებივრებს. თავიდან ცოტა გვეშინოდა, ეს ფორმატი ხომ ვამბობთ, სრულიად ახალია ჩვენთვის, ის კი არა, ჟურნალიტებსაც კი უჭირთ მსგავს ფორმატზე მუშაობა, თუმცა ამ ყველაფერის ხიბლი ის არის, რომ მე და კოტე ვართ და არა ვთქვათ, გამოცდილი ჟურნალისტები. ამ მიმართულებით მაყურებელთან ერთად ვიზრდებით.

- ამ პერიოდში რაიმე ახალი იდეაც ხომ არ გაგიჩნდათ?

განო:

- მუდმივად ვცდილობთ, რომ რაღაცები დავამატოთ იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. ახლა ბლოგის შექმნა გვინდა. მოკლედ, გადაცემას ექნება თავისი ბლოგი, სადაც მაყურებელსაც მივცემთ საშუალებას, ერთწუთიანი, ან 30-წამიანი იდეები გამოაგზავნონ და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ...

კოტე:

- გვინდა, რომ ვიდეომიმართვები იყოს სხვადასხვაგვარი. ეს აზრის დაფიქსირების ძალიან საინტერესო ფორმაა. სელფი ხომ ატაცებული აქვს მთელ საქართვლოს, ესეც სელფი იქნება, ოღონდ, ვიდეოს სახით. მოკლედ, შეგვიძლია საკუთარ თავს ვიდეო გადავუღოთ და მერე იქვე რაღაც მოსაზრებაც დავაფიქსიროთ...

განო:

- რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას და ლაიქს დაიმსახურებს, გარდა ამისა, პოსტების სახით და პატარა პუბლიკაციები სახითაც დაიდება. სხვადასხვა თემებს გვინდა, რომ პატარა ვიდეოები გავუკეთოთ. გავიგოთ იმ ადამიანების აზრი, ვისიც გვაინტერესებს. სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები თუ რას ფიქრობენ, ეს გვაინტერესებს. მთლიანობაში გვგონია, რომ საინტერესო და საჭირო ეთერი გამოგვდის.

კოტე:

- მოკლედ, გვინდა, რომ ვიყოთ ხალხის სამსახურში, როგორ შედგება ეს თანამშრომლობა, ამას დრო გვიჩვენებს და იგივე "ფეისბუქის" გვერდზეც აისახება.

განო:

- დიდი მადლობა ყველა იმ მაყურებელს, რომელიც რეკავს. სასიხარულოა, რომ გვემატება და გვემატება მაყურებელი, ვიმეორებ, მართლა არ ველოდებოდით ასეთ ჩართულობას. დიდი მადლობა ყველას.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება