სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

2014-2015 სას­წავ­ლო წელი და­ი­წყო. რო­გორც ambebi.ge-ს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, წელს სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლებ­ში სწავ­ლას 50 000-მდე პირ­ველკ­ლა­სე­ლი და­ი­წყებს. 42 000-მდე პირ­ველკ­ლა­სე­ლი სა­ჩუქ­რად კომ­პი­უ­ტე­რებს მი­ი­ღებს.

ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე მოს­წავ­ლეს უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი გა­და­ე­ცე­მა. უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მი­ი­ღებს პირ­ვე­ლი­დან მე­თორ­მე­ტე კლა­სის ჩათ­ვლით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ყვე­ლა მოს­წავ­ლე. ასე­ვე, კერ­ძო სკო­ლე­ბის სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მყო­ფი ოჯა­ხე­ბის წევ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პუ­ლი მე­ომ­რე­ბის შვი­ლე­ბი, იმ კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სკო­ლის პრი­ვა­ტი­ზე­ბამ­დე ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სწავ­ლობ­დნენ, ასე­ვე ახალ­გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა და გა­ლის რა­ი­ო­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბუ­ლი იმ სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­დაც სწავ­ლე­ბა ქარ­თულ ენა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

15 სექ­ტემ­ბრი­დან სწავ­ლა და­ი­წყე­ბა ორ ახალ სკო­ლა­ში - სო­ფელ მუხ­რან­სა და სო­ფელ აბა­ნო­ში. წლის ბო­ლომ­დე კი­დევ ექ­ვსი ახა­ლი სკო­ლის გახ­სნა და რვა სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბა იგეგ­მე­ბა. ახა­ლი სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რით აღი­ჭურ­ვა 1500-ზე მეტი სკო­ლა. 100 სა­პი­ლო­ტე სკო­ლა­ში სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტე­ბი გა­იხ­სნა.

ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სის გამო, ექვს სკო­ლა­ში სწავ­ლა ერთი კვი­რის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყე­ბა. უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ აღ­ნიშ­ნულ სკო­ლებ­ში გაც­დე­ნი­ლი სა­ა­თე­ბი შა­ბა­თის ხარ­ჯზე, პირ­ვე­ლი­ვე სე­მესტრში ანა­ზღა­ურ­დე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

2014-2015 სასწავლო წელი დაიწყო. როგორც ambebi.ge-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, წელს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას 50 000-მდე პირველკლასელი დაიწყებს. 42 000-მდე პირველკლასელი საჩუქრად კომპიუტერებს მიიღებს.

ნახევარ მილიონამდე მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოები გადაეცემა. უფასო სახელმძღვანელოს მიიღებს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე. ასევე, კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრი მოსწავლეები, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები, იმ კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ, ასევე ახალგორის მუნიციპალიტეტისა და გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლება ქართულ ენაზე ხორციელდება.

15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყება ორ ახალ სკოლაში - სოფელ მუხრანსა და სოფელ აბანოში. წლის ბოლომდე კიდევ ექვსი ახალი სკოლის გახსნა და რვა სკოლის მშენებლობის დაწყება იგეგმება. ახალი სასკოლო ინვენტარით აღიჭურვა 1500-ზე მეტი სკოლა. 100 საპილოტე სკოლაში სამედიცინო კაბინეტები გაიხსნა.

ამასთან, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო პროცესის გამო, ექვს სკოლაში სწავლა ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყება. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ სკოლებში გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე, პირველივე სემესტრში ანაზღაურდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია