სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნუდისტი ქმარი და ქალი, რომელიც ამნეზიის შემდეგ სექტას დაუბრუნდა
ნუდისტი ქმარი და ქალი, რომელიც ამნეზიის შემდეგ სექტას დაუბრუნდა

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ათი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას უფრო ად­ვი­ლად შეც­ვლი, ვიდ­რე შენს თავ­ში ჩა­ბუ­დე­ბულ, თუნ­დაც ერთ "მავ­ნე ტრა­დი­ცი­ას". ჩვენ­მა დღე­ვან­დელ­მა რეს­პონ­დენ­ტმა წარ­სუ­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას უამ­რა­ვი დრო და ენერ­გია შე­ა­ლია, მაგ­რამ ამა­ოდ.

ქეთი 32 წლის:

- თქვენ­თან სა­უ­ბარს ძი­რი­თა­დად ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბენ, მე 24 წლამ­დე რო­გორ ვი­ცხოვ­რე, არა­ფე­რი მახ­სოვს. მძი­მე ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი და რო­გორც ბრა­ზი­ლი­ურ სე­რი­ა­ლებ­შია, ამ­ნე­ზია და­მე­მარ­თა. ორი კვი­რა უგო­ნოდ ვი­ყა­ვი, როცა პირ­ვე­ლად თვა­ლე­ბი გა­ვა­ხი­ლე, ექი­მე­ბის გა­ო­ცე­ბულ სა­ხეს წა­ვა­წყდი. ალ­ბათ ფიქ­რობ­დნენ: - მორ­გში გა­და­საყ­ვა­ნად ვამ­ზა­დებ­დით, ეს კი გა­ცო­ცხლდაო. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩემს ახ­ლობ­ლებს ყი­ჟი­ნით და­უ­რე­კეს. კის­კი­სით, ცრემ­ლისღვრით შე­მოც­ვივ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემს პა­ლა­ტა­ში. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბი ჰქონ­დათ, მივ­ხვდი, მეც ღი­მი­ლით­ვე უნდა მე­პა­სუ­ხა, თუმ­ცა სა­ხე­ზე ვე­რა­ვინ ვი­ცა­ნი. რო­გორ ხარ? ეს დღე­ე­ბი რას გრძნობ­დი? ნატა გა­თხოვ­და, ნი­კამ ხელი მო­ი­ტე­ხა, აქეთ-იქი­დან ინ­ფორ­მა­ცია წვი­მის წყა­ლი­ვით მო­დი­ო­და, მე კი ისევ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად ვი­ღი­მე­ბო­დი. ბო­ლოს სა­წო­ლი­დან წა­მო­ვი­წიე, ექიმს მი­ვა­ჩერ­დი და ვკი­თხე: - ეს ხალ­ხი ვინ არის? იმ დღეს ხე­ლახ­ლა არ დავ­ბა­დე­ბულ­ვარ, მაგ­რამ გა­ვარ­კვიე, რომ ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან უნდა და­მე­წყო. არ ვი­ცო­დი რა მერ­ქვა, სად ვცხოვ­რობ­დი, ვინ იყ­ვნენ ჩემი მშობ­ლე­ბი და იმ ქა­ლა­ქის სა­ხე­ლიც კი აღარ მახ­სოვ­და, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე და 24 წე­ლი­წა­დი ვცხოვ­რობ­დი. თვალ­წინ მხო­ლოდ შუ­ახ­ნის ქა­ლის სახე მედ­გა, რო­მე­ლიც რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვარ­კვიე დე­და­ჩე­მი იყო, მაგ­რამ ის იქამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ნამ მე ავა­რი­ა­ში მოვ­ყვე­ბო­დი.

- ალ­ბათ ცხოვ­რე­ბის ხე­ლახ­ლა და­წყე­ბა სა­დღაც სა­ინ­ტე­რე­სო­ცაა, არა?

- გა­აჩ­ნია ვის­თვის რო­გორ, არ მგო­ნია 24 წლის ასა­კამ­დე იმ­დე­ნი შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა მო­მეს­წრო, რომ ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბა მნდო­მე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი რაც და­ვა­შა­ვე ალ­ბათ, ქმრის კან­დი­და­ტუ­რა არას­წო­რად შე­ვარ­ჩიე, ის კი ამ­ნე­ზი­ის შემ­დე­გაც გვერ­დი­დან არ მომ­შო­რე­ბია. მკი­თხვე­ლი რომ არ და­ვაბ­ნიო, უფრო გარ­კვე­ვით გე­ტყვით. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში­ვე გა­ვარ­კვიე, რომ გა­თხო­ვი­ლი ვი­ყა­ვი და მა­მი­სა და დე­დი­ნაც­ვლის "კე­თი­ლი რჩე­ვის" სა­ფუძ­ველ­ზე, სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან პირ­და­პირ მის ბი­ნა­ში წა­ვე­დი.

- ვინ იყო თქვე­ნი მე­უღ­ლე.

- დათო ჰქვია, პრო­ფე­სი­ით პროგ­რა­მის­ტია. დღე და ღამე კომ­პი­უ­ტერ­თან იჯდა, მაგ­რამ გა­აჩ­ნია რო­გორ! დე­დის­შო­ბი­ლა, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან მი­ვე­დი თუ არა, ტან­საც­მე­ლი გა­იძ­რო და წინ წა­მო­მე­ჭი­მა. აბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნე, მეცა მეც და თხე­ლი ზა­ფხუ­ლის კაბა ლა­მის ტან­ზე შე­მო­მა­ხია. ვი­ფიქ­რე, ქმრად სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­ა­კი მყო­ლია-მეთ­ქი, მაგ­რამ შევ­ცდი. გა­მა­შიშ­ვლა თუ არა, შე­მომ­ხე­და, - ისევ ისე­თი მშვე­ნი­ე­რი ხარ, გა­ი­ღი­მა და კომ­პი­უ­ტე­რის მა­გი­დამ­დე მი­ტან­ტალ­და. დაჯ­და და მე­ო­რე დი­ლამ­დე აღარც ამ­დგა­რა.

- დათო სად­მე მუ­შა­ობ­და?

- კი, მაგ­რამ ოფის­ში არა­სო­დეს მი­დი­ო­და, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და. მი­ზე­ზი მარ­ტი­ვი იყო, ტან­საც­მე­ლი სძულ­და. თუ არ ვცდე­ბი, ამე­რი­კუ­ლი ფილ­მია "ჩიტი", ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ჩი­ტად გა­დაქ­ცე­ვას ცდი­ლობს. დე­დი­შო­ბი­ლა სულ ფან­ჯრის წინ არის ჩა­ცუც­ქუ­ლი და ცას გაჰ­ყუ­რებს. და­თოს გაფ­რე­ნა არ უნ­დო­და (თუმ­ცა მე­ტად რო­გორ­ღა უნდა გა­ეფ­რი­ნა), მაგ­რამ ისიც, როცა სა­მუ­შა­ოს და­ამ­თავ­რებ­და და ვი­დე­ოთ­ვა­ლით თა­ვის ქარ­თველ და უცხო­ელ ნუ­დის­ტებ­თან სა­უ­ბარს და­ამ­თავ­რებ­და, იჯდა ფან­ჯრის წინ და ცაში იყუ­რე­ბო­და. შე­ეძ­ლო ასე გა­უნ­ძრევ­ლად სამი-ოთხი სა­ა­თი ყო­ფი­ლი­ყო.

- სა­კუ­თარ თავს მსგავს სურ­ვი­ლებს ვერ ამ­ჩნევ­დით?

- არა­ნა­ი­რად, და­თოს ყუ­რე­ბით ლა­მის ჭკუ­ი­დან შევშლი­ლი­ყა­ვი. გა­დავ­წყვი­ტე, ის ადა­მი­ა­ნე­ბი მო­მე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა, რომ­ლებ­თა­ნაც ავა­რი­ამ­დე მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და მათ­გან მა­ინც გა­მე­გო, რა­ტომ შე­ვა­ჩე­რე ამ კაც­ზე არ­ჩე­ვა­ნი. მა­მა­ჩე­მის დახ­მა­რე­ბით ჩემი ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი მოვ­ძებ­ნე და თურ­მე ნუ იტყვით, ჯობ­და ში­ნი­დან ფეხი არ გა­მედ­გა. იმ გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც მა­მას თქმით, ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო, სა­ბურ­თა­ლო­ზე მი­მი­პა­ტი­ჟა. ძლივს მი­ვა­გე­ნი იმ სახ­ლს, სა­დაც თურ­მე თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა მქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი. როცა მას­პინ­ძელ­მა კარი გა­მი­ღო, "ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი" ოვა­ცი­ე­ბით შემ­ხვდნენ, მე­ფე­რე­ბოდ­ნენ, გა­დარ­ჩე­ნას მი­ლო­ცავ­დნენ. ჭა­ღა­რა მა­მა­კა­ცე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი, ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთს ჰგავ­დნენ, შიშ­ვლე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი. რო­გორც გა­ვარ­კვიე, ეს რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო, სა­დაც კვი­რა­ში ოთხჯერ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და მრგვა­ლი მა­გი­დის გარ­შე­მო სჯა-ბა­ა­სობ­დნენ.

- რაზე მსჯე­ლობ­დნენ, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ა­სა და პო­ლი­ტი­კა­ზე?

- ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის არსი, პო­ლი­ტი­კა, რე­ლი­გი­უ­რი სა­კი­თხე­ბი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ "პე­კი­ნის" ქუ­ჩა­ზე მე­ო­რე სა­მო­თხე ჰქონ­დათ შექ­მნი­ლი. სი­შიშ­ვლე, რა­საც, მა­თი­ვე თქმით, "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი" ჰქვია, ჭეშ­მა­რი­ტე­ბას­თან აახ­ლო­ებ­დათ.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნუდისტი ქმარი და ქალი, რომელიც ამნეზიის შემდეგ სექტას დაუბრუნდა

ნუდისტი ქმარი და ქალი, რომელიც ამნეზიის შემდეგ სექტას დაუბრუნდა

როგორც ამბობენ, ათი ადამიანის ცხოვრებას უფრო ადვილად შეცვლი, ვიდრე შენს თავში ჩაბუდებულ, თუნდაც ერთ "მავნე ტრადიციას". ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა წარსულისგან თავის დაღწევას უამრავი დრო და ენერგია შეალია, მაგრამ ამაოდ.

ქეთი 32 წლის:

- თქვენთან საუბარს ძირითადად ბავშვობის პერიოდიდან იწყებენ, მე 24 წლამდე როგორ ვიცხოვრე, არაფერი მახსოვს. მძიმე ავარიაში მოვყევი და როგორც ბრაზილიურ სერიალებშია, ამნეზია დამემართა. ორი კვირა უგონოდ ვიყავი, როცა პირველად თვალები გავახილე, ექიმების გაოცებულ სახეს წავაწყდი. ალბათ ფიქრობდნენ: - მორგში გადასაყვანად ვამზადებდით, ეს კი გაცოცხლდაო. რამდენიმე წუთში ჩემს ახლობლებს ყიჟინით დაურეკეს. კისკისით, ცრემლისღვრით შემოცვივდნენ ადამიანები ჩემს პალატაში. ისეთი ბედნიერი სახეები ჰქონდათ, მივხვდი, მეც ღიმილითვე უნდა მეპასუხა, თუმცა სახეზე ვერავინ ვიცანი. როგორ ხარ? ეს დღეები რას გრძნობდი? ნატა გათხოვდა, ნიკამ ხელი მოიტეხა, აქეთ-იქიდან ინფორმაცია წვიმის წყალივით მოდიოდა, მე კი ისევ გაკვირვებული, თავშეკავებულად ვიღიმებოდი. ბოლოს საწოლიდან წამოვიწიე, ექიმს მივაჩერდი და ვკითხე: - ეს ხალხი ვინ არის? იმ დღეს ხელახლა არ დავბადებულვარ, მაგრამ გავარკვიე, რომ ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. არ ვიცოდი რა მერქვა, სად ვცხოვრობდი, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები და იმ ქალაქის სახელიც კი აღარ მახსოვდა, სადაც გავიზარდე და 24 წელიწადი ვცხოვრობდი. თვალწინ მხოლოდ შუახნის ქალის სახე მედგა, რომელიც როგორც მოგვიანებით გავარკვიე დედაჩემი იყო, მაგრამ ის იქამდე გარდაიცვალა, სანამ მე ავარიაში მოვყვებოდი.

- ალბათ ცხოვრების ხელახლა დაწყება სადღაც საინტერესოცაა, არა?

- გააჩნია ვისთვის როგორ, არ მგონია 24 წლის ასაკამდე იმდენი შეცდომების დაშვება მომესწრო, რომ ცხოვრების თავიდან დაწყება მნდომებოდა. ერთადერთი რაც დავაშავე ალბათ, ქმრის კანდიდატურა არასწორად შევარჩიე, ის კი ამნეზიის შემდეგაც გვერდიდან არ მომშორებია. მკითხველი რომ არ დავაბნიო, უფრო გარკვევით გეტყვით. საავადმყოფოში ყოფნის პერიოდშივე გავარკვიე, რომ გათხოვილი ვიყავი და მამისა და დედინაცვლის "კეთილი რჩევის" საფუძველზე, სამკურნალო დაწესებულებიდან პირდაპირ მის ბინაში წავედი.

- ვინ იყო თქვენი მეუღლე.

- დათო ჰქვია, პროფესიით პროგრამისტია. დღე და ღამე კომპიუტერთან იჯდა, მაგრამ გააჩნია როგორ! დედისშობილა, წარმოგიდგენიათ, საავადმყოფოდან მივედი თუ არა, ტანსაცმელი გაიძრო და წინ წამომეჭიმა. აბა, თავისუფლება დაიბრუნე, მეცა მეც და თხელი ზაფხულის კაბა ლამის ტანზე შემომახია. ვიფიქრე, ქმრად სექსუალური მანიაკი მყოლია-მეთქი, მაგრამ შევცდი. გამაშიშვლა თუ არა, შემომხედა, - ისევ ისეთი მშვენიერი ხარ, გაიღიმა და კომპიუტერის მაგიდამდე მიტანტალდა. დაჯდა და მეორე დილამდე აღარც ამდგარა.

- დათო სადმე მუშაობდა?

- კი, მაგრამ ოფისში არასოდეს მიდიოდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. მიზეზი მარტივი იყო, ტანსაცმელი სძულდა. თუ არ ვცდები, ამერიკული ფილმია "ჩიტი", ახალგაზრდა მამაკაცი ჩიტად გადაქცევას ცდილობს. დედიშობილა სულ ფანჯრის წინ არის ჩაცუცქული და ცას გაჰყურებს. დათოს გაფრენა არ უნდოდა (თუმცა მეტად როგორღა უნდა გაეფრინა), მაგრამ ისიც, როცა სამუშაოს დაამთავრებდა და ვიდეოთვალით თავის ქართველ და უცხოელ ნუდისტებთან საუბარს დაამთავრებდა, იჯდა ფანჯრის წინ და ცაში იყურებოდა. შეეძლო ასე გაუნძრევლად სამი-ოთხი საათი ყოფილიყო.

- საკუთარ თავს მსგავს სურვილებს ვერ ამჩნევდით?

- არანაირად, დათოს ყურებით ლამის ჭკუიდან შევშლილიყავი. გადავწყვიტე, ის ადამიანები მომენახულებინა, რომლებთანაც ავარიამდე მქონდა ურთიერთობა და მათგან მაინც გამეგო, რატომ შევაჩერე ამ კაცზე არჩევანი. მამაჩემის დახმარებით ჩემი ძველი მეგობრები მოვძებნე და თურმე ნუ იტყვით, ჯობდა შინიდან ფეხი არ გამედგა. იმ გოგონამ, რომელიც მამას თქმით, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, საბურთალოზე მიმიპატიჟა. ძლივს მივაგენი იმ სახლს, სადაც თურმე თითქმის ნახევარი ცხოვრება მქონდა გატარებული. როცა მასპინძელმა კარი გამიღო, "ძველი მეგობრები" ოვაციებით შემხვდნენ, მეფერებოდნენ, გადარჩენას მილოცავდნენ. ჭაღარა მამაკაცები, ახალგაზრდები, ყველანი ერთმანეთს ჰგავდნენ, შიშვლები და ბედნიერები. როგორც გავარკვიე, ეს რაღაც უჩვეულო ორგანიზაცია იყო, სადაც კვირაში ოთხჯერ იკრიბებოდნენ და მრგვალი მაგიდის გარშემო სჯა-ბაასობდნენ.

- რაზე მსჯელობდნენ, გლობალიზაციასა და პოლიტიკაზე?

- ადამიანის ცხოვრების არსი, პოლიტიკა, რელიგიური საკითხები ყველაზე აქტუალურად განიხილებოდა. ეს ადამიანები დარწმუნებული იყვნენ, რომ "პეკინის" ქუჩაზე მეორე სამოთხე ჰქონდათ შექმნილი. სიშიშვლე, რასაც, მათივე თქმით, "სამოსელი პირველი" ჰქვია, ჭეშმარიტებასთან აახლოებდათ.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია