ვერძი
დღეს უამრავ ადამიანთან მოგიწევთ შეხვედრა, ზოგთან საქმიანი საუბარი, ზოგთან – ჭორაობა. ეცადეთ, არ გათქვათ საკუთარი ოცნებები, მაგრამ გარშემო მყოფებზე საუკეთესო მოსაუბრის შთაბეჭდილება დატოვოთ.
კურო
დღეს საკუთარ საქმეებზე უარის თქმა მოგიწევთ, რადგან სხვათა დასახმარებლად უნდა იაქტიუროთ.
ტყუპი
უმნიშვნელო მიზეზის გამო ოჯახის წევრთან ან საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს ნუ წამოიწყებთ. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და სიტყვები.
კირჩხიბი
წვეულების ან იუბილის საპატიო სტუმარი გახდებით. შეიძლება ამ დღის გამო დიდი თანხა დაგეხარჯოთ, მაგრამ დაუვიწყარი შთაბეჭდილება და სასიამოვნო ნაცნობობა გარანტირებული გაქვთ.
ლომი
სამომავლო გეგმები უახლოეს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ. მთავარია, ყველას აზრი მოისმინოთ და საკუთარი პოზიცია არ ამტკიცოთ.
ქალწული
მეგობრებთან შეხვედრა და გულითადი საუბრები განწყობას გამოგისწორებთ. დღეს მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყება.