სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვლადიმერ პუტინის პირველი კომენტარი ახალ სანქციებზე
ვლადიმერ პუტინის პირველი კომენტარი ახალ სანქციებზე

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­პა­სუ­ხო სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბას იმ შემ­თხვე­ვა­ში და­თან­ხმდე­ბა, თუკი ეს რუს მწარ­მო­ებ­ლებს სი­კე­თეს მო­უ­ტანს. ამის შე­სა­ხებ "იტარ-ტასი" იუ­წყე­ბა.

"თუკი მთავ­რო­ბა მივა იმ დას­კვნამ­დე, რომ ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ინ­ტე­რე­სებს, ჩვენ ამას გა­ვა­კე­თებთ. იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ იმის ჩვე­ნე­ბა გვინ­და, რა მაგ­რე­ბი ვართ და მერე ზა­რა­ლი მი­ვი­ღოთ, ასე არ გა­ვა­კე­თებთ. მთავ­რო­ბა ახლა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსჯე­ლობს", - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

პუ­ტი­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ე­ბის სიის გა­ფარ­თო­ე­ბაც და მას­ში ახა­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ჩარ­თვა, რუ­სეთს დიდ ზი­ანს არ მო­უ­ტანს. "ჩვე­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი რაც უფრო ნაკ­ლე­ბად ივ­ლი­ან სა­ზღვარ­გა­რეთ, მით უკე­თე­სი. იგი­ვე ეხე­ბათ სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტებ­საც, რომ­ლე­ბიც უფრო ხში­რად უნდა ეკონ­ტაქ­ტონ თა­ვის ამომ­რჩევ­ლებს და მუ­ცელს არ ით­ბობ­დნენ სა­დღაც, უცხო­ე­თის კუ­რორ­ტებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ სან­ქცი­ებს, რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პირი მი­იჩ­ნევს, რომ ისი­ნი "უც­ნა­უ­რად" გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რად­გან, მისი თქმით, ეს ხელს უშ­ლის სამ­შვი­დო­ბო პრო­ცესს უკ­რა­ი­ნა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვლადიმერ პუტინის პირველი კომენტარი ახალ სანქციებზე

ვლადიმერ პუტინის პირველი კომენტარი ახალ სანქციებზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საპასუხო სანქციების შემოღებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი ეს რუს მწარმოებლებს სიკეთეს მოუტანს. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იუწყება.

"თუკი მთავრობა მივა იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ნაბიჯები შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებს, ჩვენ ამას გავაკეთებთ. იმ შემთხვევაში კი, თუ იმის ჩვენება გვინდა, რა მაგრები ვართ და მერე ზარალი მივიღოთ, ასე არ გავაკეთებთ. მთავრობა ახლა ამასთან დაკავშირებით მსჯელობს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სანქციების სიის გაფართოებაც და მასში ახალი მაღალჩინოსნების ჩართვა, რუსეთს დიდ ზიანს არ მოუტანს. "ჩვენი თანამდებობის პირები და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები რაც უფრო ნაკლებად ივლიან საზღვარგარეთ, მით უკეთესი. იგივე ეხებათ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებსაც, რომლებიც უფრო ხშირად უნდა ეკონტაქტონ თავის ამომრჩევლებს და მუცელს არ ითბობდნენ სადღაც, უცხოეთის კურორტებზე", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ახალ სანქციებს, რუსეთის პირველი პირი მიიჩნევს, რომ ისინი "უცნაურად" გამოიყურება, რადგან, მისი თქმით, ეს ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს უკრაინაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა