სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს განმარტავს
შსს საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს განმარტავს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის იუ­რი­დი­უ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბის წე­სებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 171 მუხ­ლი გან­სა­ზღვრავს. ზვი­ად ოქ­რო­პი­რი­ძის თქმით, ცვლი­ლე­ბე­ბი ამ მუხ­ლში 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში შე­ვი­და.

"ცვლი­ლე­ბე­ბით მოხ­და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დახ­ვე­წა და შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვი­და ეს მუხ­ლე­ბი თუ ჩა­ნა­წე­რე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას­თან. ამ მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის მი­ხედ­ვით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით ის­ჯე­ბა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის სმა სტა­დი­ონ­ზე, სკვერ­ში, ყვე­ლა სა­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტსა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში. ასეთ ად­გი­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჯა­რო ანუ ღია სივ­რცე, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა შე­იკ­რი­ბოს ორი ან მეტი პირი. მა­გა­ლი­თად: ქუჩა, გა­ჩე­რე­ბის პუნ­ქტე­ბი, ტრო­ტუ­ა­რე­ბი, გა­და­სას­ვლე­ლე­ბი, ხი­დე­ბი, გვი­რა­ბე­ბი, სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი, კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ოქ­რო­პი­რი­ძემ.

მისი თქმით, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 50-150 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით ჯა­რი­მით, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხვე­ვა­ში – 500 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით ან და­მა­ტე­ბით 15 დღემ­დე ვა­დით პა­ტიმ­რო­ბით.

"ეს მუხ­ლი არ ვრცელ­დე­ბა სა­ვაჭ­რო-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის სა­წარ­მო­ე­ბის და იმ ად­გი­ლებ­ზე, სა­დაც ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის ჩა­მოს­ხმით გა­ყიდ­ვა არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ოქ­რო­პი­რი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შსს საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს განმარტავს

შსს საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს განმარტავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსი საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე განმარტებას აკეთებს.

ალკოჰოლის მოხმარების წესებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171 მუხლი განსაზღვრავს. ზვიად ოქროპირიძის თქმით, ცვლილებები ამ მუხლში 2013 წლის ნოემბერში შევიდა.

"ცვლილებებით მოხდა რეგულაციების დახვეწა და შესაბამისობაში მოვიდა ეს მუხლები თუ ჩანაწერები საერთაშორისო პრაქტიკასთან. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წესით ისჯება ალკოჰოლური სასმელების სმა სტადიონზე, სკვერში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ასეთ ადგილად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი საჯარო ანუ ღია სივრცე, სადაც შეიძლება შეიკრიბოს ორი ან მეტი პირი. მაგალითად: ქუჩა, გაჩერების პუნქტები, ტროტუარები, გადასასვლელები, ხიდები, გვირაბები, სადარბაზოები, კორპუსის მიმდებარე ტერიტორია", - განაცხადა ზვიად ოქროპირიძემ.

მისი თქმით, პირველ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია 50-150 ლარამდე ოდენობით ჯარიმით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 500 ლარამდე ოდენობით ან დამატებით 15 დღემდე ვადით პატიმრობით.

"ეს მუხლი არ ვრცელდება სავაჭრო-საზოგადოებრივი კვების საწარმოების და იმ ადგილებზე, სადაც ალკოჰოლური სასმელის ჩამოსხმით გაყიდვა არის ნებადართული", - განაცხადა ზვიად ოქროპირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ