''წესით, შვილიშვილი უნდა მყავდეს, მაგრამ გულს არ ვიტეხ''

''წესით, შვილიშვილი უნდა მყავდეს, მაგრამ გულს არ ვიტეხ''

მსახიობ ირაკლი ჩოლოყაშვილის მეუღლე სალომე ბუკია მუსიკოსია. წყვილი წლების წინ ერთმანეთს სწორედ მუსიკამ შეახვედრა, თუმცა გაცნობისთანავე არ დაქორწინებულან. ორი თვის წინ ბიჭი შეეძინათ. ბავშვს თეიმურაზი დაარქვეს. ცოლ-ქმარი ბავშვის მოვლაში ერთნაირად მონაწილეობს. ირაკლის პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, დიმიტრი.

ყველა ერთად მივდივართ ჩემს დასთან კოჯორში. უამრავი ბავშვი იკრიბება, ჩემი დის და ჩემი შვილები, და არის ხოლმე დიდი ჟრიამული

- ირაკლი, მეუღლის მშობიარობას დაესწარით?

- არა. მშობიარობაზე დასწრების სურვილი არ გამჩენია. მგონია, რომ ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს.

- როგორი ხასიათი აქვს თეიმურაზს?

- ცოტა უცნაური ბავშვია. რომ ვეუბნები, გამიცინე-მეთქი, იცინის. არ გამიგია, რომ ბავშვები ასე თხოვნით იცინოდნენ. სხვა რამესაც თუ ასე დამიჯერებს, ძალიან მაგარი იქნება.

- ბავშვს თეიმურაზი რატომ დაარქვით?

- პაპაჩემის სახელი ჰქვია.

- სხვა სახელი ოჯახში არ განიხილებოდა?

- როცა სქესი არ ვიცოდით, მაშინ სხვა სახელიც განიხილებოდა.

- ''ფეისბუქზე'' ორივე შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეთ კომენტარით, ''თუ ასე გაგრძელდება, მალე მთელი ფეხბურთის გუნდი ვიქნებით''. გინდა, მესამე შვილიც ბიჭი შეგეძინოთ?

- ამ შემთხვევაში ჩემი დისშვილებიც ვიგულისხმე. ჩემს დას ტყუპი ბიჭი ჰყავს. ბიჭი ბიძაშვილ-მამიდაშვილები უკვე ოთხნი არიან. ერთი-ორიც თუ კიდევ შეემატება, შეიძლება, ოჯახურ სპორტზე ვილაპარაკოთ.

- სპორტის გარდა გიფიქრიათ, რა პროფესიის შეიძლება, იყოს თეიმურაზი?

- ასე სიცილი თუ გააგრძელა, ნამდვილად არ ვიცი, რა იქნება. ჯერ მის პროფესიაზე საუბარი ძალიან ადრეა.

- ვის ამსგავსებენ თეიმურაზს?

- ყველა ამბობს, რომ მე მგავს. ძალიან ჰგავს ჩემს დისშვილ გოგონას. მის სურათებს რომ ვათვალიერებთ, ვერავინ არჩევს და ასევე ჰგავს თავის ძმას, დიმიტრის. ძმები ერთმანეთს უკვე გავაცანით.

- როგორი იყო ძმების შეხვედრა?

- დიმიტრი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მგონი, ასეთი პატარა ბავშვი მანამდე არც ჰყავდა ნანახი. თეიმურაზი ჯერ ორი თვის არაა და ვერც ის გაერკვა, რა ხდებოდა. ფოტოზეც გაკვირვებული სახე აქვს. ერთმანეთს ხშირად ვახვედრებ. დიმიტრი თეიმურაზს გოგოს ეძახის. ზოგადად, გოგონები ძალიან მოსწონს, რადგან თეიმურაზიც ძალიან მოსწონს, ამიტომ ეძახის გოგოს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება