ინგლისელი ქალბატონი, რომელსაც ირანული ფესვები აქვს, ირანში ფრენბურთის მატჩის ყურებისთვის ორი თვით დააპატიმრეს, - წერს "ინდეპენდენტი".
20 ივნისს 25 წლის გონჩეხ გავამი მაშინ დააპატიმრეს, როდესაც გოგონების ჯგუფთან ერთად სტადიონზე შესვლას ცდილობდა, სადაც ირანელი და იტალიელი ფრენბურთელები თამაშობდნენ. გავამის ძმის ინფორმაციით, გონჩეხი ცალკე საკანში მოათავსეს, რომელიც პოლიტპატიმრებისა და ჟურნალისტებისთვის იყო განკუთვნილი.
კანონი, რომელიც ქალებს უკრძალავს კაცების შეჯიბრებებზე დასწრებას, 1979 წელს მომხდარი ისლამური რევოლუციის შემდეგ მიიღეს.