"სითი პარკის" გაფრთხილება ახალი სანომრე ნიშნების მფლობელებს

"სითი პარკის" გაფრთხილება ახალი სანომრე ნიშნების მფლობელებს

ახალი სანომრე ნიშნების აღების შემთხვევაში მომხმარებლებს "სითი პარკის" საშვის თავიდან ყიდვა აღარ მოუწევთ. ძველ სანომრე ნიშნებზე გაფორმებული საშვების ახალზე გადატანა კომპანიაში იქნება შესაძლებელი. პირველ რიგში კი, მომხმარებელმა შსს-ს მომსახურების სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტი უნდა მოითხოვოს, რის საფუძველზეც მის საშვს ახალ ნომერზე გადაიტანენ.

"სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ლევან ტაბიძის განცხადებით ამ მომსახურების გაწევის მსურველებმა უნდა მიმართონ კომპანიას კანდელაკის 47 ნომერში და წარადგინონ შსს-ს მომსახურების სააგენტოდან ცნობა იმის შესახებ, რომ მათ ჩააბარეს ძველი ნომრები და აიღეს ახალი.

მომსახურების გაწევა უფასოა.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია