დიმიტრი ტიმჩუკი - რუსმა სამხედროებმა და "ბოევიკებმა" უკრაინელი ძალოვნების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

დიმიტრი ტიმჩუკი - რუსმა სამხედროებმა და "ბოევიკებმა" უკრაინელი ძალოვნების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

გასული ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა და "ბოევიკებმა" 5-ჯერ გახსნეს ცეცხლი უკრაინელი ძალოვანების პოზიციების მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს.

მისივე განცხადებით, ლუგანსკისა და ალჩევსკის რაიონებში რუსი სამხედროების გადაადგილება შეინიშნება.

უკრაინული მედიის ცნობით, წუხანდელმა ღამემ დაძაბულად ჩაიარა აღმოსავლეთ უკრაინის სხვა რეგიონებშიც.

"უნიანის" ინფორმაციით, ოკუპირებული ქალაქების მცხოვრებლების განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებებისა და სროლის ხმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა