"ერთხელაც იქნება და გაწყდება ეს ჯაჭვი" - დავით ზურაბიშვილი

"ერთხელაც იქნება და გაწყდება ეს ჯაჭვი" - დავით ზურაბიშვილი

მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე რუსეთთან მიმართებაში დასავლეთის პოლიტიკას აფასებს.

"ჩემი დაკვირვებით დასავლეთის პოლიტიკას რუსეთის მიმართ ერთგვარი ციკლური ხასიათი აქვს.

კერძოდ, მკაცრ კურსს ყოველთვის ცვლის რბილი მიდგომა, რომელიც არასდროს არ ამართლებს და ამიტომ ისევ იცვლება მკაცრი კურსით, რომელიც, უფრო ამართლებს, მაგრამ რამდენადაც ბოლომდე თანმიმდევრული არასდროს არაა, მთლად ბოლომდეც არ ამართლებს ხოლმე და ამ ფონზე კვლავ იჩითებიან განმუხტვა-გარდაქმნა-გადატვირთვის (სახელი სხვადასხვაა, არსი ერთი) ინიციატორები, რომელთა ინიციატივები კვლავ კრახით მთავრდება, რის შემდეგაც წინა პლანზე კვლავ გამოდიან მკაცრი კურსის არათანმიმდევრული მიმდევრები, რომელთაც ცვლიან თანმიმდევრული დამთმობები და ასე უსასრულოდ.

თან მთელი ამ ციკლური ცვლილებების დროს მუდმივად არის რუსეთის ბაზრისადმი საფრანგეთის და გერმანიის გაუნელებელი ტრფობა.

როდემდე გაგრძელდება ეს ერთი და იგივეს მარადიული შემობრუნება, აზრზე არა ვარ. თუმცა, ბოლო-ბოლო მე თუ ვიცი, რომ რუსეთთან დათმობები არ ჭრის, ამხელა ფილარმონია პოლიტიკოსებმა მთელს ევროპა-ამერიკაში რით ვერ გაიგეს?

ამიტომ ერთხელაც იქნება და გაწყდება ეს ჯაჭვი", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს