თბილისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, აწ უკვე ყოფილი დირექტორის ხატია ვედმედევას სარჩელი დააკმაყოფილა და განთავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო. იგი რამდენიმე დღეში თანამდებობას დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ვედმედევა დაკავებული თანამდებობიდან ქუთისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ გაათავისუფლა, - იუწყება kutaisitoday.com.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ოპერის დირექტორს ხატია ვედმედევას ოპერის ყოფილი თანამშრომლები ბიუჯეტის ხარჯზე სილამაზის სალონში ეპილაციის გაკეთებას ედავებოდნენ. ბრალდების თანახმად, ხატია ვედმედევამ სალონში თმის მელირების, პედიკიურისა და მანიკიურის გარდა, ოთხჯერ ლაზერული, ბიკინის ზოლის ეპილაციით ისარგებლა ბიუჯეტის ხარჯით, რამაც 3 ათასი ლარი შეადგინა.