რუსეთში ჰიტლერის გამოსახულების მქონე სასკოლო დღიურები იყიდება

რუსეთში ჰიტლერის გამოსახულების მქონე სასკოლო დღიურები იყიდება

ეკატერინბურგის წიგნის მაღაზიებში საზოგადოებრივი ფონდის თანამშრომლებმა ჰიტლერის გამოსახულებიანი სასკოლო დღიურების ახალი პარტია აღმოაჩინეს. გამოცემის ყდაზე დაბეჭდილია რუსეთის გერბი. ფონდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპირებენ შეამოწმონ კიდევ 40 მაღაზია ეკატერინბურგსა და ოლქის სხვა ქალაქებში.

ადრე აღმოჩენილ ჰიტლერის გამოსახულებიან დღიურში ეწერა: "ადოლფ ჰიტლერი (1889-1945) - ნაციონალ-სოციალიზმის დამფუძნებელი, მესამე რაიხის ტოტალური დიქტატურის დამფუძნებელი... მეორე მსოფლიო ომის მთავარი ინიციატორი, მის სახელს უკავშირდება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ბევრი დანაშაული, მათ შორის ჰოლოკოსტი"...

ახალი დღიურების აღმოჩენის საქმით სვერდლოვსკის ოლქის პროკურატურაც დაინტერესდა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნულ საკითხზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება, რადგან დაბეჭდილ ფოტოზე დატანილი არ არის ნაცისტური სიმბოლოები  და კანონით აკრძალული სხვა ატრიბუტები.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს