სანამ ადამიანების დიდი ნაწილისთვის ბავშვი ნამდვილი ბედნიერებაა, არსებობს არც ისე მცირერიცხოვანი საზოგადოება, რომელსაც მიაჩნია, რომ ბავშვი მხოლოდ პრობლემაა და მის გარეშეც მშვენივრად იცხოვრებენ. არც სიბერეში ეშინიათ იმის, რომ "ჭიქის მიმწოდებელი" არ ეყოლებათ და იმასაც კარგად აცნობიერებენ, რომ კაცობრიობა არ გადაშენდება, რადგან ყველა არ მიბაძავს მათ მაგალითს. მათი აზრით, ბავშვების გარეშე ცხოვრება სიხარულია. ისინი საკუთარი ცხოვრების წესს ჩაილდფრის უწოდებენ – ინგლისურიდან სიტყვასიტყვით თარგმანში Childfree ნიშნავს ბავშვისგან თავისუფალს (პირველად ტერმინი 1970 წლებში გაჩნდა: ზუსტად ამ დროს შეიმუშავეს ძლიერი კონტრაცეპციული საშუალებები). ეს არის თანამედროვე სუბკულტურა და იდეოლოგია, ადამიანების თავისუფალი არჩევანი და სურვილი, რომ არ ჰყავდეთ შვილები.
ჩაილდფრის ძირითადი იდეაა ბავშვებზე უარის თქმა პირადი თავისუფლებისთვის, უშვილო ცხოვრების პროპაგანდა. მიზეზი, თუ რატომ აირჩია ცხოვრების ეს გზა, ყველას სხვადასხვანაირი აქვს, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო დროს საკმაოდ მოდური გახდა ამგვარი აზროვნება. სანამ ზოგიერთები ათასგვარ გზას ეძებენ, რომ როგორმე შვილი გაუჩნდეთ, სხვებისთვის ღმერთს მიუნიჭებია ეს უნარი, მაგრამ შეგნებულად არ იყენებენ.
მიზეზები
1. ჩაილდფრის მიზეზებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოჯახური ტრავმაა. ის ადამიანები, რომელთაც ხშირად აკლდათ მშობლის სიყვარული და სითბო, ან პირიქით – მეტისმეტად იყვნენ შეწუხებული მშობლების მეურვეობით, ხშირად თავად აღარ ინდომებენ, რომ დედის ან მამის როლში ჩადგნენ. პარადოქსია, მაგრამ დედისა და მამის მიერ შვილის იგნორირებას, როცა პატარები თავისთავად იზრდებიან, მცენარეებივით, და ჰიპერმეურვეობას, როცა ბავშვს ლამის ახრჩობენ სიყვარულითა და ყურადღებით, თითქმის ერთი და იმავე შედეგი მოსდევს. ზოგიერთებს ეშინიათ, რომ მათი შვილების ბავშვობაც არ იქნება ბედნიერი, სხვები კი არ არიან მზად, მთელი თავიანთი ცხოვრება დაუსრულებელ გმირობად და თავგანწირვად აქციონ და შვილს მიუძღვნან.
2. ჩაილდფრის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი იმავე ქვეყნის მცხოვრებია, რომელშიც პიტერ პენი და წკრიალა ცხოვრობდნენ. მათი ფსიქოლოგიური ასაკი არ ემთხვევა მათ ბიოლოგიურ ასაკს, ფსიქოლოგიურად მოუმწიფებლები არიან დარჩენილნი და მუდამ მოზარდებად რჩებიან. ასეთებს პასუხისმგებლობისაც ეშინიათ და მით უმეტეს, შვილის მოვლისა და გაზრდის.
იხილეთ სრულად