20 მეტრიანი ციური სხეული ახალი ზელანდიის რაიონს ჩაუვლის. დედამიწისკენ გიგანტური ასტეროიდი მოფრინავს.
ნასას ასტრონომების განცხადებით, 20 მეტრიანი ასტეროიდი 7 სექტემბერს სულ რაღაც 40 000 კილომეტრით აცდება დედამიწას. ობიექტზე დაკვირვება შეუძლებელი იქნება შეუიარაღებელი თვალით. იმისათვის, რომ დაინახოთ უნიკალური მოვლენა, საჭიროა ტელესკოპის გამოყენება.
მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდი ძალიან დიდი გაბარიტებისაა, ის მხოლოდ 2014 წლის 31 აგვისტოს შენიშნეს არიზონის ობსერვატორიაში, როდესაც ზეცის მონიტორინგი მიმდინარეობდა. შემდეგ ობიექტს აკვირდებოდა დამოუკიდებელი ტელესკოპი პანსტარსი, რომელიც ჰავაის კუნძულებზეა განთავსებული.
საბედნიეროდ, ციური სხეული დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ასტეროიდის მასა 27 კილოგრამს შეადგენს. ამასთან, მეცნიერები აპირებენ, რომ მის ტრაექტორიას ყურადღებით ადევნონ თვალი, რადგან მომავალში ის ჩვენ პლანეტას კვლავ დაუბრუნდება.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.