რუსული პროპაგანდა - "უკრაინულ ეროვნულ გვარდიას 17 წლის მოზარდები ებრძვიან"

რუსული პროპაგანდა - "უკრაინულ ეროვნულ გვარდიას 17 წლის მოზარდები ებრძვიან"

უკვე რამდენიმე თვეა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებთან ერთად, არანაკლებ აქტიური ინფორმციული ომი მიმდინარეობს. ორივე მხარე საკუთარი დანაკარგების დამალვას და მოწინააღმდეგის დანაკარგების გაზვიადებას აქტიურად ცდილობს. ამავდროულად ხშირად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია მხარეების მიერ სხვადასხვა დასახლებული პუნქტების დაკავება-დატოვების შესახებ. არანაკლებ დიდ პროპაგანდას მოსკოვიც ეწევა.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ რუსულ სამხედრო საინფორმაციო პორტალზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში კიევს ადანაშაულებს და ამბოხებულების მოქმედებებს მხარს უჭერს, საინტერესო სტატიას მივაგენით. მასალაში მოთხრობილია ლუგანსკის ოლქში მოქმედ მეამბოხეთა, მოხალისეთა ბატალიონის შესახებ. ტექსტის თანახმად, 16-18 წლის მოზარდებით დაკომპლექტებულმა სამხედრო შენაერთმა (72 ადამიანი) უკრაინის ეროვნული გვარდიის 2,000 ჯარისკაცი შეაჩერა.

ავტორის მტკიცებით, მოხალისეთა ბატალიონი ლუგანსკის ოლქში, დასახლებულ პუნქტ ლისიჩანსკში ჩამოყალიბდა. ასეთი გზით მოზარდებმა საკუთარი მიწის დაცვა უკრაინელი დამპყრობლებისგან გადაწყვიტეს. ბატალიონმა ერთი იდეით შეპყრობილი 72 მოზარდი გააერთიანა. აქედან 24 გოგოა.

შემდეგ იწყება პროპაგანდისტული ტექსტი, რომლის წაკითხვაზეც, ადამიანს მხოლოდ გაეცინება.

"ბატალიონმა სიმამაცე და თავდადება არაერთხელ გამოავლინა. როდესაც უკრაინული არმია ლისიჩანსკს მოადგა, ბატალიონმა "პრიზრაკ" (მეამხბოხეთა შენაერთი) უკან დაიხია. ეროვნული გვარდიის 2,000 ჯარისკაცის წინააღმდეგ, ქალაქი 72 მოზარდის იმედზე დარჩა. ჯარს ეგონა, რომ ქალაქს ორ საათში აიღებდა. თუმცა მოზარდების აქტიურ წინააღმდეგობას შეხვდა. უკან დახეულმა არმიამ ქალაქის დაბობმვა "სმერჩებით" და "ურაგანებით" დაიწყო.

ავტომატებით, პისტოლეტებით, 3 ტყვიამფრქვევით და 2 სნაიპერული შაშხანით შეიარაღებულმა 16-18 წლის ბიჭებმა და გოგონებმა რამდენიმე ათეული უკრაინელი სამხედრო მოკლეს და მათი ტექნიკაც გაანადგურეს. მათ შორის 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 1 ჯავშანტრანსპორტიორი და 2 "გრადი". ავტომატებით შეიარაღებული მოზარდები უკრაინული ტანკების წინააღმდეგ ბოლომდე იდგნენ. შეტაკებებში ბატალიონმა 18 ადამიანი დაკარგა", - წერს საიტი.

სიმართლის მარცვალის დანახვა ამ ყოველივეში საკმაოდ რთულია. უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა, როგორ შეძლეს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულებმა მოზარდებმა უკრაინული არმიის 3 ერთეული ჯავშანტექნიკის განადგურება.

არანაკლებ საინტერესოა "გრადების" განადგურების ფაქტებიც. ეს რეაქტიული არტიილერიის დანადგარები მოწინააღმდეგეს საკმაოდ დიდი მანძილიდან ანადგურებენ და უშუალო შეტაკებაში არ მონაწილეობენ.

ამ სტატიით ავტორმა, უკრაინელი მოზარდები გერმანული "გიტლერიუგენტის" როლში გამოიყვანა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად მშობლიურ მიწას "უკრაინელი დამპყრობლებისგან" იცავდნენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა