მსოფლიოს 5 უმსხვილესი კომპანია, რომელიც გაკოტრდა

მსოფლიოს 5 უმსხვილესი კომპანია, რომელიც გაკოტრდა

გაკოტრება - ფინანსური კრახია, რომელიც გამოწვეულია საწარმოს შეუძლებლობით, დააკმაყოფილოს კრედიტორების მოთხოვნები და სხვა ვალდებულებები.

საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადება ხდება სასამართლოს მიერ. გთავაზობთ 5 უმსხვილეს კომპანიას, რომლებიც უკვე აღარ არსებობს.

ფინანსური კორპორაცია CIT

აქტივები: 71 მილიარდი $

დაარსების წელი: 1908

გაკოტრების წელი: 2009 წლის 1 ნოემბერი

კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე მუშაობდა.

ავტომობილების კორპორაცია General Motors

აქტივები: 91 მილიარდი $

დაარსების წელი: 1908 წელი

გაკოტრების წელი: 2009 წლის 1 ივნისი

2008 წლამდე General Motors-ი ავტომობილების მწარმოებელთა შორის, ლიდერი კომპანია იყო. 2009 წლის 1 ივნისს GM-მა ნიუ-იორკის სასამართლოს გაკოტრების განაცხადით მიმართა. გაკოტრების პირობების მიხედვით, აშშ კომპანიას 30 მილიარდით დაეხმარა, თვითონ კი აქციების 60 % მიიღო, კანადამ კი 9,5 მილიარდით - 12 %. მანქანათმრეწველობის პროფკავშირმა 17,5 %, დანარჩენი 10,5 % კი კონცერნის უმსხვილესმა კრედიტორებმა გაიყვეს.

სატელეკომუნიკაცოი კორპორაცია WorldCom

აქტივები: 103,9 მილიარდი $

დაარსების წელი: 1963 წელი

გაკოტრების წელი: 2002 წლის 21 ივლისი

2002 წლისთვის ისტორიაში ეს ყველაზე მაშტაბური გაკოტრება იყო. მიზეზი ბუღალტრული სკანდალი გახლდათ, რომელმაც კომპანიის ბალანსი 11 მილიარდით შეამცირა. კომპანიის ძველ მფლობელებზე თაღლითობის მუხლით საქმე აღიძრა. კომპანიის მმართველ ბერნარდ ებერს 25 წელი პატიმრობა მიუსაჯეს. ფინანსურ დირექტორ სკოტ სალივანს კი 5 წელი.

იხილეთ სტატია სრულად

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა