შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლაშა მახარაძის მკვლელს პოლიცია "ხელს არ კიდებს".
გიორგობიანი ფაქტს დეზინფორმაციას უწოდებს და გარდაცვლილის მეგობრების დაკითხვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
"ეს არის ცრუ ინფორმაცია! და ჭორზე დაფუძნებული დეზინფორმაცია. რაც შეეხება გარდაცვლილის მეგობრების დაკითხვას, ისინი მართლაც იმყოფებიან დაკითხვაზე ადვოკატების თანხლებით, მკვლელობის ფაქტი გახსნილია და პირიც დადგენლია, გამოძიების დასრულებამდე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით." - წერს გიორგობიანი.