ვერძი
პრობლემებისა და საქმეების შესრულება დილიდანვე დაიწყეთ, თუ ხვდებით, რომ მარტოს მათთან გამკლავება გაგიჭირდებათ, დახმარება გამოცდილ კოლეგებს სთხოვეთ.
კურო
კარგი დღეა გეგმების რეალიზებისთვის. მთავარია, დაკვირვებულად იმოქმედოთ და შესრულებული სამუშაო გადაამოწმოთ. აგრეთვე, კარგი დღეა პირადი ცხოვრების მოსაწყობად.
ტყუპი
თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, წვრილმანებზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. მეტი თავისუფლება მიანიჭეთ მას.
კირჩხიბი
დღის განმავლობაში საქმეები სამსახურებრივი - კოლეგებს; საოჯახო - ნათესავებს გადაუნაწილეთ, თორემ საღამოს დაღლილობის გამო მეგობრებთან შეხვედრას ვერ მოახერხებთ.
ლომი
დღეს ყველა საქმეს მარტივად დაასრულებთ და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
თუ სამსახურებრივი და პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გაქვთ გადაწყვეტილი, უსაქმოდ ნუ იჯდებით. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ და იმოქმედეთ.
სასწორი
დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რჩევა მეგობრებს ან გამოცდილ კოლეგებს ჰკითხეთ.